ნუ გაიღებთ ზედმეტ ხარჯებს ნაკვეთის გასწორებაზე, ჩვენ ვეცდებით მოგცეთ რჩევები, როგორ შეიძლება დამრეც ნაკვეთზე ფუნქციონალური და ლამაზი ბაღის გაშენება.
რთული რელიეფი ნაკვეთზე მშენებლობის პროცესს პრობლემებს უქმნის ხოლმე, თუმცა ლანდშაფტის დიზაინერისთვის ეს დაბრკოლება არ გახლავთ.
ციცაბო ნაკვეთი ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა მოაწყოთ ლამაზი, არაორდინალური ბაღი, რომელიც, გარდა ესთეტიური თვალსაზრისისა, ფუნქციონალურიც იქნება.
რა მოვუხერხოთ დაქანებას? შემოგთავაზებთ მაგალითებს და იმედი გვაქვს, დაგარწმუნებთ, რომ ეს პრობლემა არ არის.
მწვანე საფეხურები დაქანების შესამცირებლად
ძალიან კარგი იდეაა უსწორმასწორო ნაკვეთისთვის. ტრადიციული კიბის მაგივრად ასეთი ლამაზი, მწვანე საფეხურები.
კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ არ გაასწოროთ ბუნებრივი დაქანება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაღისთვის. შემაღლებულ ადგილზე ვაკეთებთ მოსასვენებელ ზონას და პატარა საფეხურებს. ლამაზიც არის და მოსახერხებელიც.
აუზი ან ხელოვნური ტბა ორი სივრცის გასაყოფად
ეს პრაქტიკული და ლამაზი იდეა აუცილებლად დაამშვენებს თქვენს ბაღს.
სივრცე კლუმბებით შევავსოთ
ნაკვეთის გასწორება ბევრ ენერგიას და დროს მოითხოვს. დაქანებულ ნაკვეთზე კი ორგინალური ბაღის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგალითად კლუმბებით.
მრავალდონიანი ბაღი
სპეციალისტების დახმარების გარეშე ასეთი ბაღის შექმნა რთული იქნება, თუმცა შედეგი წვალებად ღირს. მთავარი აზრი ის არის, რომ რამდენიმე სხვადასხვა დონეზე მდებარე ბაღი ერთიანი ელემენტებით შეკავშირდეს ერთმანეთთან.
გამაგრების სამი ვარიანტი
სხვადასხვა დონის გამოყოფა და გამაგრება შესაძლებელია ქვით და გაბიონებით.
განათება
განათება შესაძლოა თქვენი მრავალიარუსიანი ბაღის მთავარ აქცენტად იქცეს.