ბაღი, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ გაუწყინარში და საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი მეპატრონე, პროფესიით ეკონომისტი, ორი შვილის დედა მზია სანადირაძე გვიყვება, რომ ბაღის გაშენება 1900 წელს დაიწყეს მისმა წინაპრებმა. დღეს ბაღში ასწლოვანი მცენარეები ხარობს და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ოჯახის ყველა წევრი დიდი რუდუნებით და სიყვარულით უვლის ბაღს.
- ბაღს საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. მისი შექმნა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ოჯახის უფროსს ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან, ხურჯინით ჩამოუტანია იქ მომუშავე ნათესავის მიერ ნაჩუქარი მარაოსებრთა პალმა, ეონიმუსი,
ზოსტერა (ზღვის ბალახი) და ჰოლანდიური ბზის ნერგი. რა თქმა უნდა, დაურგავთ და იქიდან დაიწყეს მათი მოვლა გამრავლება. ულამაზესი ზღვის ბალახის დეკორაციაც დიდი ხნის წინათ არის შექმნილი ჩემი მეუღლის ბებიის, თეო ტაბიძის დიზაინით, რომელიც დღესაც დიდ მოწონებას იმსახურებს.
- რამდენად საინტერესო და აზარტულია ეს საქმიანობა თქვენთვის? გსიამოვნებთ მიწასთან ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, აზარტულია. მცენარის მიმართ, რომელიც რთულად გასახარებელია, მიჩნდება დიდი ინტერესი, აზარტი, რომ გავახარო, კარგად მოვუარო, გავამრავლო. ყველა მცენარე ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება, ამიტომ ახალი მცენარე შეძენამდე დამატებით ინფორმაციის შესწავლას საჭიროებს, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის პროცესს.
- დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს ლამაზი ბაღის გაშენება? საშუალოდ რამდენი ხანი სჭირდება ბაღის შექმნას?
- ბაღის გაშენება ძალიან შრომატევადია, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი ბაღის გაშენება 1900-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დღესაც არ ითვლება დასრულებულად, რადგან წელსაც დავრგე ისეთი მცენარეები, რომლებიც ათობით მეტრამდე იზრდება და ასობით წლებს ძლებს.
- ძირითადად რა ჯიშის მცენარეები ხარობს თქვენს ბაღში? ბოსტნეულიც და ხეხილიც გაქვთ?
- ბაღში უამრავი ჯიშის მცენარე ხარობს: პალმები, მარადმწვანე მცენარეები, სხვადასხვა ჯიშის ნაძვები და ტუიები, ნეკერჩხალი, იაპონური კომში, კამელია, აზალია, გლიცინია, ნარცისები, იასამანი, ვარდები, ვეიგელა, პიონი, არღვანი, მაგნოლია, კალა, ზამბახი, ლილია, პასიფლორა, ირმისხე, ბზა, მაკაგონი და ა.შ. ხეხილიდან გვაქვს ალუჩა, ალუბალი, წყავი, მუშმალა, უნაბი, ზღმარტლი, ფეიხოია, წაბლი, ვაშლი, ატამი, კივი და სხვა მრავალი ხეხილი. ასევე ეზოში გვაქვს დაახლოებით ორ საუკუნოვანი მუხა და მსხალი. მოგვყავს მრავალი სახის ბოსტნეული.
- როდესაც ამა თუ იმ მცენარის დარგვას აპირებთ, როგორ ამზადებთ ნიადაგს?
- ძალიან ნოყიერი და ნაყოფიერი ნიადაგია, დიდად არ საჭიროებს მიწა განოყიერებას, თუმცა ვითვალისწინებ გამოცდილი ადამიანების რჩევებსაც.
- ოჯახის წევრებიც გეხმარებიან ბაღის მოვლაში?
- ერთი ადამიანისთვის შეუძლებელია დიდი ბაღის მოვლა. ოჯახის ყველა წევრი ჩართული ვართ, რადგან ბაღის მოვლა ძალიან დიდ დროს და შრომას მოითხოვს.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ძალებით, იდეებით ცდილობენ საკუთარი სახლის თუ აგარაკის ეზოში ლამაზი ბაღის მოწყობას, რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ?
- დარგონ ისეთი მცენარეები, რომლებიც გარემო პირობებთან ადვილად შეგუებადია და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ თუ რომელიმე მცენარე ვერ გაახარეთ. თავიდან ეცადეთ და მოთმინებით დაელოდეთ შედეგს აუცილებლად გაგახარებთ.
მერი ბლიაძე

კომენტარები