დეკორატიული ხეები, რომლებსაც ცოცხალ ღობედ გამოიყენებთ


თუ აგარაკი გაქვთ და გინდათ, რომ თქვენი ეზო ლამაზი და გამორჩეული იყოს, გირჩევთ ცოცხალი ღობე გააკეთოთ, რაშიც ეს ხეები დაგეხმარებათ.

კიპარისი ლეილანდი


ჩარგვიდან რამდენიმე სეზონში ეს მცენარე ულამაზეს ცოცხალ ღობეს შეგიქმნით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი სიმაღლე 20 მ-საც კი აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე საკმაოდ გამძლე და უპრეტენზიოა, უმჯობესი იქნება თუ მზის სხივებზე დღეში სამ საათზე მეტს არ გაატარებს.

მარადმწვანე კიპარისი



თავისი მაღალი და ვიწრო სილუეტით ცნობლი
კიპარისი მართლაც რომ  ყველანაირ პირობას უძლებს. დროთა განმავლობაში ეს ხეები სიმაღლეში 10-12მ-საც კი აღწევენ.

დოგვუდი



თეთრი ყვავილები ამ ხეს მხოლოდ 1-2 თვე ამშვენებს. ზაფხულში თავს ხასხასა მწვანე ფოთლებით იწონებს შემოდგომაზე კი ალისფერი კენკრით.

თუჯა


ამ ფუმფულა, ულამაზესი მცენარის გახარება რთული არ არის. ყოველდღიური მზის სხივების და და რეგულარული მორწყვის შედეგად პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაახლოებით ერთი მეტრით იზრდება.

ტირიფი


მტირალა ტირიფი ნებისმიერ გარემოს დრამატიზმსა და ელეგანტურობას სძენს. თუ ამ ხეს სწორ ადგილას დარგავთ და სათანადოდ მოუვლით, გაკრეჭავთ და ა.შ ის შესაძლოა 15 მ სიმაღლისაც კი გაიზარდოს. ამ ხემ მზეზე დღეში მინიმუმ 3 საათ მაინც უნდა გაატაროს.

ტუია სმარაგდი

თუ პატარა ეზო გაქვთ მაშინ ეს მცენარე სათქვენო ყოფილა. ის იზრდება სიმაღლეში და არა სიგანეში, აღწევს დაახლოებით 4,5 მ-ს.

საკურ

თქვენს ეზოს ისე ვერაფერი გაალამაზებს როგორც საკურას თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები. ზრდისა და განვითარებითვის ამ ხეს უხვი მზე და კარგად დრენირებული ნიადაგი სჭირდება.

კომენტარები

მარადმწვანე 2022-05-26 13:19
კიპარისები გვქონდა ამერიკაში. ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ძლიერი ქარი დომ ამოვარდებოდა, ორ-სამ ცალს გზაზე გადააწვენდა ხოლმე და იყო ჩაკეტილი მოძრაობა, სანამ არ ავაყენებდი და ფოლადის გვარლით არ დავამაგრებდი მიწაზე :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები