არ გაგიკვირდეთ, თუ მოხდა ისე, რომ ლანდშაფტის დიზაინერმა ეზოში სარეველების გახარება შემოგთავაზათ. არც ხუმრობა გეგონოთ. ზოგიერთ სარეველა ბალახს მართლაც შეუძლია ადამიანისთვის გარკვეული სარგებლის მოტანა. სწორად მოვლის და მიდგომის შემთხვევაში ეს მცენარეები ბაღის მოვლასაც კი გაგიადვილებთ. მოდით ვნახოთ, რომელ სარეველა მცენარესთან არ ღირს ბრძოლა.
ვერონიკა
ეს ლამაზი სახელწოდებაა მცენარის, რომელიც მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და შეესაბამება მის სილამაზეს. იისფერი, ვარდისფერი და თეთრი შეფერილობის მცენარე მართლაც მშვენივრად გამოიყურება. ვიზუალურმა მხარემ იგი პოპულარული გახადა ლანდშაფტის დიზაინშიც.
ძალიან სწრაფად ვცელდება, ამიტომაც არ შეიძლება მისი
კომპოსტში დამატება. სასარგებლოდ მიიჩნევა იმის გამო, რომ ხელს უშლის ირგვლივ სხვა სარეველა ბალახების გამრავლებას და მახლობლად მდებარე ხეების ფესვთა სისტემას საჭირო ტენსა და ტემპერატურას უნარჩუნებს.
დათვის თათი და ჩვეულებრივი მანჟეტი
ამ ბალახმა სახელწოდება ფოთლის ფორმიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც საყელოს მანჟეტს მოგაგონებთ. მისი გავრცელებიდან გამომდინარე, ეფინება რა მიწას, ეს მცენარე არ აძლევს სხვა სარეველა ბალახებს ადვილად გავრცელების საშუალებას.
სხვადასხვა ტიპის და ფერის არებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ფოთლები საკვებადაც კი გამოიყენება - კულინარები მას სალათებში უმატებენ. ლანდშაფტში ხაზს უსვამს გეომეტრულ წყობას და დილაობით საოცრად ბრწყინავს ცვრის ხარჯზე.
ფარსმანდუკი
ეს მცენარე, ცნობილი თავისი სამკურნალო თვისებებით, მთელი ზაფხული ყვავის. მისი მკვეთრი სუნი აუცილებლად მოგაგონებთ გადაშლილ მდელოებს. ფარსმანდუკი უამრავი შეფერილობის არსებობს. ფერის შერჩევა თავად შეგიძლიათ.
ფარსმანდუკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მწერების დაფრთხობაა. თუმცა მასთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ინტენსიურად ვრცელდება და შესაძლოა სხვა მცენარეები დაჩაგროს.
სამყურა
მინდვრის სამყურა სარეველა ბალახად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ხშირად მას ისე გამოიყენებენ, როგორც გაზონის ბალახს. სამყურა აფხვიერებს ნიადაგს და აზოტით, კალიუმით, კალციუმით და სხვადასხვა მიკროელემენტებით ამდიდრებს. ასევე კარგად არეგულირებს გრუნტში წყლის ბალანსს. ის ნატურალური სასუქიც გახლავთ, რის გამოც მებაღეები ძალიან აფასებენ.
დღესდღეობით დეკორატიული სამყურას ჯიშიც არის გამოყვანილი, რომელიც მებაღეებში წარმატების სიმბოლოდაც კი მიიჩნევა.
ტანსი
ეს მრავალწლოვანი მინდვრის ბალახია, რომელიც ზაფხულიდან სექტემბრის ჩათვლით ყვავის. თუ ეს ბალახი ვიზუალურად მოგწონთ, შეგიძლიათ საკუთარ ბაღშიც გაამრავლოთ. კარგად უმკლავდებს ხეების მავნე მწერებს. ის ასევე ხელს უწყობს დამტვერვას.

კომენტარები