1. კლასიკა
მარადმწვანე მცენარეები სახურავზე ბაღის გაფორმების კლასიკაა. ეს მცენარეები ძალიან უხდება ერთმანეთს და მშვენიერ ფონს წარმოადგენენ სხვა მცენარეებისთვის.
ეს ბაღი პენტჰაუსზე არის მოწყობილი, სადაც არის სასადილო, სასტუმრო და მოსასვენებელი ზონები.
სახლის სახურავზე მოწყობილი ბაღი სტილით აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს ინტერიერს. ამ შემთხვევაში ბაღი თანამედროვე კლასიკის თემას აგრძელებს.
2. ყვავილების მასივები
ეს კი ე.წ.დაკიდებული ბაღი გახლავთ, რომელშიც ჭედური ელემენტები საოცრად ერწყმის ვარდისფერ ყვავილებს. ბოლო დროის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია ბარებში, მათ შორის ბაღებში სახურავზე არა სხვადასხვა ტიპის, არამედ ერთი ფერის და ტიპის
3. თანამედროვე და ლაკონური
სახურავზე მოწყობილი ბაღი შეგიძლიათ ოდნავ შეაფერადოთ, როგორც ამ შემთხვევაში. ეს მინიმალისტური ბაღის მაგალითია.
4. პეიზაჟის სტილი
ერთ-ერთ აქტუალურ სტილად მიიჩნევა ვერტიკალური გამწვანება. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას გააკეთოთ დრენაჟის თხელი ფენა, რომელიც არ იქნება მძიმე და თავისუფლად განთავსდება კედელზე.
5. დიზაინერული ავეჯი
დიზაინერულ ავეჯს შეუძლია ნეიტრალური სივრცე ნამდვილ საოცრებად აქციოს.
6. ბაღი გუმბათის ქვეშ
ძალიან ლამაზად გამოიყურება ბაღი მინის გუმბათის ქვეშ. ამ შემთხვევაში ის ზამთრის ბაღის ფუნქციას იძენს.
7. რეგულარული ბაღი
ეს რეგულარული ტიპის ბაღი გახლავთ, რომელიც ქმნის კონტრასტს თანამედროვე ქალაქურ სტილთან მიმართებაში და დროში და სივრცეში მოგზაურობის ეფექტს იძლევა.
8. აქ და ახლა
არსებობს სტილი, რომელიც არ ექვემდებარება მოდის ცვალებადობას და თავისი, განაკუთრებული და ინდივიდუალური ნიშა უკავია. ეს ეხება ერთწლოვან მცენარეებს. მიუხედავად დიზაინერების განცხადებისა, რომ წელს მაგალითად, აქტუალური მინიმალიზმი და ლაკონურობა, ზოგჯერ თვალს ბევრი ყვავილი და ფერი უნდა. ამის გაკეთების უმარტივესი და სწრაფი გზა სხვადასხვა დონეზე განთავსებული ქოთნის ყვავილებია.