„შინ“ ამჟამად ტაბახმელაში, ძალიან ლამაზ და დახვეწილ ბაღში იმყოფება სტუმრად. ჩვენი მასპინძელი მერი გურულია. მერის საკუთარი კომპანია აქვს და ბრენდული სასტუმროების რემონტით, ავეჯით მოწყობით არის დაკავებული. საკუთარი სახლის ინტერიერი თავად ითავა, რადგან ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, სახლი საკმაოდ დახვეწილი და კომფორტული გამოვიდა. ბაღის დიზაინი კი ლანდშაფტის არქიტექტორს ანდო.
- ეს ნაკვეთები ჩემმა მეუღლემ შეიძინა დაახლოებით ათი წლის წინ. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც კონკრეტულად ეს ადგილი აღმოაჩინა. ულამაზესი ველი იყო და წითელი ყაყაჩოებით იყო მოფენილი. მერე უთხრა მეგობრებს და თითქმის
ყველა ახლობელმა მოიყარა თავი. გაკეთდა ამხანაგობა. დაიწყეს კომუნიკაციების მოყვანა. ახლა მხოლოდ წყალი არ გვაქვს და იმედია, ესეც მალე იქნება. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვისი სახლიც დაიდგა აქ. 2018 წელს მორჩა მშენებლობა და 2019 წელს დავიწყეთ ბაღის გაშენება.
მშენებლობამ ძალიან გააფუჭა ნიადაგი, ამიტომ დიდი რაოდენობით მიწა შემოვიტანეთ. აქტიურად ვეძებდი ლანდშაფტის არქიტექტორს, რადგან ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ბევრი ნამუშევარი ვნახე. განსაკუთრებით მომეწონა თამარ თავართქილაძის ნამუშევრები და სხვაზე აღარც მფიქრია, ყველაფერი მას მივანდე. ბაღი ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და წინ აქვს მთელი სილამაზე.
თამარმა უზარმაზარი შომა ჩადო ამ ბაღში. თითოეული მცენარის დარგვის პროცესს თავად გაუწია ზედამხედველობა. ყვავილების შერჩევის პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.
თავიდანვე ძალიან მომეწონა ესკიზები და დაველოდე განხორციელებას. მომავალში გასართობი და სარელაქსაციო სივრცის მოწყობა გვინდა. დიდი მცენარებიის დარგვაზე უარი ვთქვით, რომ ეს ხედი არ დაფარულიყო. ხეხილის ბაღიც არ მოისაზრებოდა. დღეს თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ამაზე ლამაზ ბაღს ვერც წარმოვიდგენდი.
- რამდენი ხანი მიმდინარეობდა ბაღის გაშენების პროცესი, დარგვითი სამუშაოები?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო იმ პერიოდში მუშაობა, სწრაფად მოხდა მცენარეების დარგვა. არაერთ სანერგეში გვიწევდა მისვლა და მცენარეების შეძენა. ყველაზე რთული რაც არის ამ პირობებში, უწყლობაა. გვიწევს წყლის მომარაგება. ძალიან რული იყო ბალახის დათესვა და მოვლა. მოგეხსენებათ, მას სისტემატიურად სჭირდება მორწყვა და მოვლა. თავდაპირველად ამ ბალახის დათესვაზე ათი კაცი მაინც მუშაობდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
- გყავთ მებაღეები, თუმცა ყოველ დღე ვერ ახერხებენ ბაღში მოსვლას. თქვენ თუ გიწევთ მისი მოვლა?
- კი, რა თქმა აუნდა. განსაკუთრებით პირველ ორ წელს ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო. ძირითადად ბალახის შენარჩუნებისთვის ვწვალობდით. მე თვითონაც ძალიან დიდ დროს ვატარებდი ბაღში. წელს უკვე ნაკლებად. არ მინდა რამე გავაფუჭო და აღარ ვეხები.
- საკმაოდ დიდი ბაღია. მებაღეები სრულფასოვნად ართმევენ თავს საქმეს?
- როცა ბაღის გაშენებას იწყებ, ვერ ითვალისწინებ რამდენად დიდ თანხებთან გექნება საქმე. ფაქტიურად რაც სახლი ჯდება, იგივე სჭირდება ბაღსაც. მეც რომ მცოდნოდა, ამდენი დამეხარჯებოდა, ალბათ არ შევეჭიდებოდი ამ მასშტაბზე. მებაღის მომსახურებაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ჩათვალეთ, ეს არის ბავშვი, რომელიც არ იზრდება და სულ სჭირდება ძიძა, მზრუნველობა.
- ამ ბაღში ყველაზე მეტად რა განიჭებთ სიამოვნებას?
- ალბათ ბაღის ხედი. სახლიც ისე მაქვს გათვლილი, რომ ხედი არ შევზღუდო და მაქსიმალურად შემოვიდეს სახლში. დილით როდესაც ვიღვიძებ და ვწევ ფარდას, ვხედავ ამ სილამაზეს. იმხელა დადებით ენერგიას მაძლევს ეს, რომ მერე მთელი დღე მიმყვება და შეუძლებელია დღის განმავლობაში ცუდ ხასიათზე დადგე.
პანდემის პერიოდში ძალიან გამოგვადგა ეს სახლი. თავდაპირველად მოიაზრებოდა საზაფხულო აგარაკად, მხოლოდ 2-3 თვის გატარებას ვაპირებდით აქ, მაგრამ პანდემიის პერიდოში გადმოვედით საცხოვრებლად და კიდევ უფრო დიდი მნიშბნელობა შეიძინა ამ სახლმა.
- ძალიან დახვეწილი ინტერიერი გაქვთ. დიზაინი ვის ეკუთვნის?
- ამ მხრივ მქონდა გამოცდილება და ყველაფერი ჩემ თავზე ავიღე. ძალიან მომწონს შვედი არქიტექტორის, ნიკო ვანდერმოილენის ნამუშევრები. ფაქტობრივად იმის მოდელია ეს სახლი, უბრალოდ უფრო დაპატარავებულია. ჩვენი არქიტექტორი იყო სანდრო ღოლოძე, რომელმაც გააკეთა სახლის არქიტექტურა და ამაში მეც დიდი წვლილი მიმიძღვის, ძალიან ბევრ დეტალში ჩავერიე, ბაღისგან განსხვავებით. რაც შეეხება სახლის ინტერიერს, მთლიანად მე მოვაწყე. კედლები თეთრ ფერში გადავწყვიტე, რადგან მინდოდა ავეჯის კუთხით მქონოდა ფართო არჩევანი, რაშიც ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს.
ყველა ავეჯი უცხოეთიდან ჩამოვიტანე, რადგან უკვე 15 წელია მე თვითონ ვაკეთებ ავეჯის და დეკორის იმპორტს დაახლოებით 23 ქეყნიდან. ავეჯის უმეტესი ნაწილი, რასაც აქ ხედავთ, იტალიიდანაა ჩამოტანილი. რამდენიმე ძალიან ცნობილი ბრენდის ავეჯიც მაქვს სახლში განთავსებული. ავეჯს მუდმივად ვცვლი, რადგან როცა ამ სფეროში ხარ, ახალ დიზაინს ხედავ და ძველი ადვილად გბეზრდება.
- ინტერიერში რომელ დეტალს გამოყოფდით?
- ყოველთვის დიდი ყურადღებას იპყრობს ბუხარი, რომელიც მისაღებ ოთახშია განთავსებული და ძალიან ორგინალურია. ესეც ჩვენი არქიტექტორის დახმარებით განვახორციელეთ. თავიდანვე მინდოდა კონუსის ფორმის, ძალიან მაღალი ბუხარი. ამისთვის ჭერიც გვიწყობს ხელს, ცხრა მეტრიანი ჭერია. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ოთახს განსაკუთრებულად მოუხდა.
როცა რემონტს აკეთებ, აუცილებლად უნდა გააკეთო ისეთი, როგორიც შენ მოგწონს და როგორზეც ოცნებობდი, რადგან ამას მალევე ვერ შეცლი. ინტერიერი დიდ გავლენას ახლდენს ადამიანების განწყობაზე და ის უნდა იყო ისეთი, როგორიც შენ მოგანიჭებს სიამოვნებას.
მერი ბლიაძე

კომენტარები
ძალიან დახვეწილია.
ძალიან სასიამოვნო იქნება ასეთ ლამაზ სამყაროში "სამოთხის" საზღვრების გაფართოება