თოხლიაურში მდებარე ეს ბაღი ცოლ-ქმარმა 40 წლის წინ გააშენა. ასწლოვანი კედრებით, 120 მეტრი სიღმის ჭით, 25 წლის წინ შემოსახლებული კუების დიდი ოჯახით და უამრავი უნიკალური მცენარით ეს წალკოტი ნამდვილად ატყვევებს მნახველს.
"აქ რომ დავსახლდით, მაშინვე გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა ბაღი. კახეთში აუცილებელია წყლის რესურსი. ამიტომ ჩემმა მეუღლემ არტეზიული ჭა გააკეთა. 120 მეტრი სიღრმიდან ამოდის წყალი, რომელიც გომბორის მთებიდან მოედინება და ამ წყლის მადლია ეს ბაღიც. წყალმა მოგვცა საშუალება გაგვეშენებინა დეკორატიული აუზიები, რომლებშიც იორის ჭალების მცენარეებია თავმოყრილი. ეს არ არის მხოლოდ ბაღი. არამედ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ნაკრები, რომლებიც ერთად ქმნიან აქაურ, კახურ კოლორიტს. სწორედ ეს არის ამ ბაღის კონცეფცია და ამითაა საინტერესო" - ამბობს ბაღის მფლობელი ლალი ღოღელიანი. დაათვალიერეთ ბაღი ვიდეოსიუჟეტში.