ნონა მურველაშვილი წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღის სიახლოვეს ცხოვრობს. ამაყობს თავისი სოფლით, სადაც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. უყვარს თავისი პროფესია და თუმცა მებაღეობაც პროფესიად ექცა, თავს თვითნასწავლ მებაღეს უწოდებს.
ნონა მურველაშვილი:
"ჩემი ყოველი დილა ბაღის შემოვლით იწყება. შემდეგ ვიწყებ ყვავილების გადარგვა-გადმორგვას - ზოგი ქოთანში ვეღარ ეტევა, ზოგს ტოტებს ვატეხ, რომ ახალი ენერგია შევმატო. თუ ყვავილს ვინმეს ვჩუქნი, ეს კიდევ უფრო მიხარია" ჩვენი რესპონდენტი კისისხევში, მეზობელ სოფელში დაიბადა, წინანდალში კი 17 წლის წინ გამოთხოვდა.
- როცა აქ მოვედი, ეზო მოასფალტებული იყო. ჩემი მეგობრები
იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო. კი, ბაღად ვაქციე ყველაფერი. დედამთილ-მამამთილიც მეხმარება. მათაც მოსწონთ ასეთი გარემო.
ეს მცენარეები ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტები არიან. მათი ცქერით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, მიჩნდება ახალი იდეები, ვმშვიდდები და ეს სხვა საქმეებშიც მეხმარება. ბოლო ერთი წელია, სუკულენტებმა გამიტაცა და მათი მოგროვებაც დავიწყე.
- სუკულენტებს სხვა ყვავილებისგან რა გამოარჩევს?
- სხვა ყვავილებს თუ მორწყვა, მოვლა, მოფერება უნდა, ამათ არ სჭირდება. ყურადღებას არ ითხოვენ.
- ბაღში ბავშვებს, ალბათ, მცენარეების, ყვავილების, გარემოს სიყვარულს ასწავლით.
- ახლა სასკოლო ჯგუფი მყავს. 22 აპრილს დედამიწის დღე იყო და პატარებს მცენარეები დავარგვევინე. მოსწავლე ვიყავი, როცა უამრავ მცენარეს ვუვლიდი, ვრგავდი და ვახარებდი. დედაჩემი იხსენებს, შინ რომელიმე ყვავილს რომ მოიტანდი და ქოთანში დასაფესვიანებლად ჩარგავდი, მერე ყოველდღე მიწიდან იღებდი, რომ შეგემოწმებინა, ფესვი გამოტანილი ჰქონდა თუ არაო... როცა გავთხოვდი და მშობლების სახლიდან წამოვედი, იქ ყვავილებმა იკლო, იმდენი აღარ აქვს დედას. უმეტესად კაქტუსებს ვუვლიდი.კაქტუსს თაკარა მზე უყვარს, წყალი - ნაკლებად...
- როდესაც ამა თუ იმ მცენარის დარგვას აპირებთ, რას ითვალისწინებთ?
- წინა გაზონებში აპრილში თუ გაზაფხულის დაბალი ყვავილები ყვავის, უკან მათ ვარდები მოსდევს. 100 ძირი ვარდი მექნება, ვერ ვიტყვი, რომ სხვადასხვა ჯიშია, მათში ბევრი ერთნაირია.
მცენარის დარგვისას მნიშვნელოვანი ნიადაგია, რაც ჩენთან პრობლემაა, ნიადაგი ნაკლებად ნოყიერია. ამიტომ სჭირდება შავი მიწის დამატება. ეს დიდ შრომას მოითხოვს.
რაც შეეხება მცენარეების ბაღში განაწილებას, ზოგჯერ იმხელა მცენარეებს ამოვიღებ და სხვა ადგილას გადამაქვს, თავად მიკვირს. მგონია, რომ იმ ადგილზე სხვა მცენარეებს დაუშლის. თუმცა საქმე თვითონ მიჩვენებს, სად რა და როგორ უნდა განვალაგო. მაღალ მცენარეებს შუაში ვრგავ ხოლმე, გარშემო კი შედარებით დაბლებს, რათა ლამაზად გამოჩნდეს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები