მისაღები ოთახი დასვენებისა და კომუნიკაციის ადგილია. ის შეიძლება გაერთიანდეს სამზარეულოსთან, სასადილო ოთახთან, თუმცა ყოველთვის რჩება სახლის ცენტრად. ამიტომ მისაღები ოთახის განლაგება ისეთი უნდა იყოს, რომ ოჯახი, სტუმრები და ავეჯი ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს.
მისაღები ოთახის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის იმის დავიწყება, თუ რისთვის გჭირდებათ კონკრეტული სავარძელი თუ დივანი. ალბათ იმისთვის, რომ დაისვენოთ: ტელეფონით, წიგნით, ფინჯანი ჩაით, ვაშლით ან ლუდით ხელში.
ამიტომ, სავარძლისა და დივანის გვერდით უნდა იყოს ადგილი, სადაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი დადოთ ან მოათავსოთ.
ყოველთვის დაიცავით ეს წესი:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ყავის მაგიდა შეიძლება არ იყოს საკმარისი. საჭირო იქნება გვერდითი მაგიდები.
დარწმუნდით, რომ თითოეულ დასაჯდომ ადგილს აქვს მაგიდა, რომ არსებობდეს წიგნების და ტელეფონის ადგილი .
მისაღები ოთახი ის ადგილია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ კომფორტულად ჩამოჯდომა და საუბარი. უფრო მოსახერხებელია სხვა ადამიანის პირისპირ ჯდომა. ყოველთვის მხოლოდ მაგიდასთან კომუნიკაცია არ ხდება, დივანზეც გვიწევს დაჯდომა. არადა, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ თქვენი დიდი და რბილი დივანი სრულიად შეუფერებელია ამისთვის. იდეალურია ტელევიზორის საყურებლად, მაგრამ არა საუბრისთვის. ამიტომ მოაწყეთ ავეჯი ისე, რომ მოსახერხებელი იყოს კომუნიკაციისთვის. დივნის მოპირდაპირედ მოათავსეთ რამდენიმე სავარძელი, ამ ვარიანტში შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი სავარძლები, სკამები, პუფები.
რაც შეეხება ხალიჩას, უმჯობესია გქონდეთ მისაღები ოთახი ხალიჩის გარეშე, ვიდრე შეუსაბამო ზომის ხალიჩა.
არ გადატვირთოთ პატარა ოთახში ბევრი ავეჯით. გამოიყენეთ პრაქტიკული წესები და მანძილი, რომელიც გამოითვლება ერგონომიკის კანონების მიხედვით რათა უზრუნველყოთ ავეჯის კომფორტული მოწყობა მისაღები ოთახში დასაჯდომი ადგილისთვის.
მისაღები ოთახში ავეჯის მოწყობის კიდევ ერთი პრობლემაა ყველა ავეჯის კედლების გასწვრივ განთავსება. ეს არის მარტივი გზა ოთახში ავეჯის მოსაწყობად, თუმცა ეს არ არ არის ლამაზი. ავეჯის ნაწილი მაინც გადაიტანეთ ცენტრში, ან მოაშორეთ კედელს, რომ არ შეიქმნას დისბალანსი.
ასევე აუცილებელია ოთახის ფუნქციურ ზონებად დაყოფა, იქნება ეს სასაუბრო ზონა, წასაკითხი თუ ტელევიზორის საყურებელი, ასევე სასადილო.
არავითარ შემთხვევაში არ განათავსოთ დივანი ზურგით შესასვლელისკენ, ეს ძალიან მოუხერხებელია. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახში იყოს თავისუფალი გასასვლელები.
თუ მისაღებს ამ წესების გათვალსიწინებით მოაწყობთ, გვერწმუნეთ, ფუნქციონალური, კომფორტული და მყუდრო ოთახი გარანტირებული გექნებათ.