ეს მცენარე ძალიან უყვართ მცენარეების მოყვარულებს, თუმცა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშად ითვლება - ის, რაც არ იცოდით როდოდენდრონზე

როდოდენდრონი ფლორისტებს ძალიან უყვართ და მართლაც ულამაზესი მცენარეა, თუმცა, ველურ ბუნებაში არც ისე უსაფრთხო ყოფილა...

ირლანდიაში, ჩრდილოეთით, ნოკლმელდაუნსის მთაზე, როდოდენდრონის ჯუნგლებში 5 საათს ეძებდნენ დაკარგულ წყვილს.
50 წელს გადაცილებული ტურისტების წყვილი მთის ბილიკით სასეირნოდ გაეშურა. ბილიკი ბეი ლოკის ტბაზე ადიოდა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, თუმცა მოულოდნელად დაბურულ ტყეში ამოყვეს თავი. მოგვიანებით ერთ-ერთმა მაშველმა ეს ტყე გაუვალ ჯუნგლებსაც კი შეადარა. იგივე მაშველი განმარტავს, რომ, ამ ტყეში ყველა ხმა იხშობა და ადამიანებს უბრალოდ არ ესმით ერთმანეთის ხმა, ანუ დახმარების თხოვნა არავის არ
ესმის.


- ეს საშინელებამ იყო, 15 წელია მაშველად ვმუშაობ და ადამიანების გადარჩენაზე ვზრუნავ, თუმცა მსგავს სახიფათო სიტუაციაში ჯერ არასდროს აღმოვჩენილვარ, - იხსენებს იგი.
საბედნიეროდ, მაშველებმა დაკარგული ტურისტები მალევე აღმოაჩინეს. მათ დაკარგულებისგან 400 მ.-ში მისვლა მოახერხეს, თუმცა ამაზე მეტად მიახლოება დაბურულ და გაუვალ ტყეში თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ როდოდენდრონი ისე იზრდება, ყველაფერს ჩრდილავს მის ქვემოთ და მის ქვეშ ვერც ერთი მცენარე ვერ ხარობს. სამაგიეროდ, როდოდენდრონი ედება მთელ ტერიტორიას და გაუვალ ტყედ აქცევს. მაშველებს ხოხვით უწევდათ ტერიტორიის გაკვალვა და აღჭურვილობაც ზურგზე ჰქონდათ მოკიდებული.
ასეთი ადგილები ირლანდიაში მრავლად არის. ირლანდიის ნოტიო და თბილ კლიმატში როდოდენდრონი, რომელიც ქვეყანაში მე-18 საუკუნეში შემოვიდა, იზრდება და ქმნის ფოთლების მკვრივ ფარდას, რომელიც არ უშვებს მზის სხივებს და კლავს ყველა სხვა მცენარეს.

"გვერდიდან ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ის სარეველაა, რომლის ადგილიც არ არის ბრიტანეთის კუნძულებზე, იმიტომ, რომ ის ანადგურებს ფლორას", - განმარტა მაშველმა, რომელიც სამაშველო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.
როდოდენდრონი ბუნებრივად აზიისა და სამხრეთ ევროპის ბევრ რაიონში იზრდება. ბრიტანეთის კუნძულებზე სავარაუდოდ მე-18 საუკუნის ბოლოს შეიტანეს ჩინეთიდან ან ინდოეთიდან. მას შემდეგ ის ეგრეთ წოდებული ინვაზიური სახეობა გახდა, რომელიც ბრიტანეთსა და ირლანდიაში ტყეების საკმაოდ დიდ ტერიტორიებს იკავებს.
"ამ ტიპის ტყე უკიდურესად საშიშია, განსაკუთრებით იქ, სადაც ის იზრდება მთებისა და ბორცვების ფერდობებზე," - განუცხადა ბარიმ რადიოს.


კომენტარები

იუგო 2023-09-16 07:00
ჯუნგლი არა სავანა.ჩრდილოეთში ჯუნგლს რა უნდა? როდოდენდრონის კორომი რომ დაგეწერათ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები