თუ ამ პატარა სოფელში გაისეირნებთ, აუცილებლად შენიშნავთ სიმწვანეში ჩაფლულ, ულამაზეს რანჩოს, რომელიც დანახვისთანავე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. როგორც კი მის ეზოში შეხვალთ და იქაურობას მოავლებთ თვალს, მაშინვე დაგეუფლებათ შეგრძნება, თითქოს წალკოტში მოხვდით... ამ ვინტაჟურ გარემოში თითოეული დეტალი - ხელით, დიდი სიყვარულითაა შექმნილი და სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს...
ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ძველი ნივთები და "უბრალო" დეკორი, ვინც ტყისპირა სახლში დაძინებაზე ოცნებობს, ვისაც ვერანდაზე, მოქანავე ხის სავარძელში, პლედშემოხვეულს - ცხელი ჩაი, წიგნის კითხვა, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა და მთების ყურება ყველაფერს ურჩევნია,
ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად ნახავს... ეს გიორგის რანჩოა - ასე ჰქვია ამ ადგილს. აქ სტუმართმოყვარე და საინტერესო ოჯახი ცხოვრობს: ქალბატონი მარინა სანადირაძე, რომელიც მთელი დღის მანძილზე, წუთითაც არ ჩერდება, ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს და მაინც წუხს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს... მისი მეუღლე, ბატონი გია ჩომახიძე, რომელიც ცხენებს უვლის და რანჩოზე საქმიანობს. მათ ორი შვილი ჰყავთ. ქალბატონი მარინა პროფესიით სტომატოლოგია. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად მოგზაურობა, ძველი, იშვიათი ნივთების პოვნა და მათგან საოცარი დეკორაციების შექმნა უყვარს... რანჩოზე თითქმის ყველაფერი მისი გემოვნებით და ფანტაზიითაა გაკეთებული. იქ არც ერთი ნივთი არ არის ჩვეულებრივი... უბრალო ბოთლი, ძველი ლამპის გატეხილი შუშაც კი ხელოვნების ნიმუშადაა ქცეული...
აქ ყველაფერს თავისი ისტორია აქვს, "გადასაგდებ ნივთებს" - მეორე სიცოცხლის შანსი.
უფრო დაწვრილებით ამ რანჩოს ამბები, ინტერვიუ ქალბატონ მარინასთან და ბევრი საოცარი ფოტო იხილეთ ჟურნალ "შინის" ახალ, ზაფხულის ნომერში.

კომენტარები