"ერთი საოცარი ქალბატონის შექმნილი სამოთხე, - წალენჯიხა, სოფელი ჩქვალერი " - ასეთი წარწერით ვრცელდება ფოტოები სოციალურ ქსელში, რომელმაც უამრავი მნახველი აღაფრთოვანა... დავინტერესდით ამ ულამაზესი ეზოთი და ქალბატონ ფასო ფიფიას გავესაუბრეთ...
- ამ ეზოს შექმნა ასაკში რომ შევედი, მერე გადვაწყვიტე... 55 წლის გახლავართ. ბევრი ფული ნამდვილად არ ჭირდება ადამიანს, რომ ეზო ასე მოაწყოს, მაგრამ შრომა და მონდომება აუცილებელია. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ეზოს ლამაზად მაქვს და ამიტომაც ვაკეთებ... თავდაპირველად ყვავილების მოშენება დავიწყე, შემდეგ ბუნგალო გავაკეთე, შემდეგ შადრევნები და ეტაპობრივად სულ რაღაცას ვამატებ...
- ამ ეზოს მუდმივად ცხოვრობთ თუ სეზონურად ჩადიხართ?
- ზაფხულში სულ აქ ვართ... მეუღლე რუსეთში მყავს და შვილები თბილისში. მეც თბილისში ვარ წელიწადის დანარჩენ დროს, ზაფხულში ყველა ჩამოვდივართ და ეზოს ვალამაზებთ. თუმცა ოჯახის წევრები ვერ მეხმარებიან, ძირითადად მე ვაკეთებ ყველაფერს! პროფესიით მედიცინის მუშაკი გახლავართ, დიზაინერი არ ვარ, მაგრამ რაღაც იდეები მომდის და ვახორციელებ... ჯერჯერობით რაც ამ ეზოში არის შექმნილი, ორი-სამი წელი დასჭირდა. ძალიან ბევრი შრომა მიწევს, რადგან ყველაფერს ერთმანეთისგან განსხავებული მოვლა ჭირდება. ყველაზე დიდ დროს ყვავილების მოვლა მოითხოვს, მცდელობა არ დამიკლია, მაგრამ წელს ოდნავ გვალვა იყო და ამან დაგვაზარალა.
- ყველა ოჯახში არის სათავსოში ძველი თიხის ჭურჭელი, რამდენად შეიძლება ადამიანმა ორიგინალურად გამოიყენოს ეზოში?
- რასაკვირველია, შეიძლება გამოყენება და ეზოს ძალიან გაალამაზებს. კარგია კენჭებით მორთვაც, მაგრამ მე ამისთვის ძალა აღარ მყოფნის... ჩემს ეზოში ყველაფერი ახალია, ახალი ქოთნები და ასე შემდეგ... მეუღლე ფიზიკურად ვერა, მგრამ ფინანსურად მეხმარება ეზო რომ კარგად გამოიყურებოდეს.
- ალბათ თქვენს ეზოს ბევრი მნახველიც ჰყავს...
- დიახ, უამრავი ხალხი მოდის და სელფებს იღებენ... სხვებსაც სურთ მოაწყონ, მაგრამ ჰგონიათ, ფულით გაკეთდა ეს ყველაფერი. სინამდვილეში მთავარი მონდომებაა და ბევრი შრომა, ყველას შეუძლია იგივე გააკეთოს.
სამომავლოდ აუზის მოწყობასაც ვგეგმავ და კიდევ რაღაც-რაღაცები მინდა მივუმატო.
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები