პაატა გოგელია პროფესიით დიზაინერია. ზუგდიდის რაიონში, სოფელ ახალაბასთუმანში ცხოვრობს. მის ულამაზეს ეზოს დამსახურებულად ერგო ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზოს ტიტული. საკუთარ ეზოში ბატონმა პაატამ 500 კვადრატულ მეტრზე საუცხოო ბაღი გააშენა, სადაც 100-მდე სახეობის, 1 000-ზე მეტ მცენარეს მოუყარა თავი. ამის მიუხედავად ამბობს, რომ შედეგით ჯერ კმაყოფილი არ არის და ბევრი საინტერესო იდეა აქვს განსახორციელებელი, რაც მის ბაღს ნამდვილ წალკოტად აქცევს.
- პროფესიით დიზაინერი ვარ. დიზაინში ძალიან ბევრი მიმართულებაა. მე ავირჩიე მწვანე სამყარო. თავდაპირველად მანქანების დიზაინზე ვმუშაობდით, მაგრამ ეს ჩემი მოწოდება არ
აღმოჩნდა. ჩემში რაღაც სხვა იყო და საბედნიეროდ, ეს "რაღაც" მალევე აღმოვაჩინე. ძალიან მესიამოვნა მცენარეებთან ურთიერთობა. ცოცხალი არსებაა და ალბათ ამიტომ. დიზაინერის პროფესიამ, მცენარეების მიმართ ჩემმა დამოკიდებულებამ განაპირობა, შემექმნა ეს ბაღი.
- რამდენი წლის შედეგია თქვენი ბაღი? როდის დაიწყეთ მისი გაშენება?
- სხვადასხვა ბაღზე ვმუშაობდი, ამიტომ როცა დრო მქონდა, მაშინ ვმუშაობდი ჩემს ბაღზე. დაახლოებით 7-8 წელია დავიწყე ამ ბაღის გაშენება. რასაც აქ ხედავთ, ეს არის ბაღის მხოლოდ 40%. ანუ ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. Kიდევ ბევრი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი.
თითქმის ყველანაირი მცენარე მაქვს. დაახლოებით 100-მდე სახეობის, 1 000-ზე მეტი მცენარე იქნება. ძალიან ბევრი მარადმწვანე მცენარეა. მარადმწვანე მცენარეები იმიტომ არის კარგი, რომ ზამთარშიც ინარჩუნებს სილამაზეს და თავისებურ ხიბლს მატებს ეზოს. გაფორმება შეიძლება ფერადი ყვავილებით.
თავიდან ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ფინიკის პალმა, რომელიც ისხამს ნაყოფს და არის ყინვაგამძლე. მეორე იყო ჰიდროკარპუსი და ეს მცენარეც მაქვს, ასევე სექვოია, ეს ყველაზე უიშვიათესი მცენარეებია. მაქვს ასევე კიპაროსების 8-9 სხვადასხვა სახეობა, ეს უკვე კოლექციაა, რადგან საქართველოში შესაძლოა ეზოებში მაქსიმუმ 2-3 კიპარისი ქონდეთ. ძალიან რთულია მსგავსი კოლექციის შეგროვება.
- რა სიხშირით და როგორ კრეჭთ მცენარეებს?
- მცენარის შეჭრას აქვს თავისი დრო, სჭირდება შესაბამისი ამინდი, შეწამვლა. კიდევ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. წელიწადში საშუალოდ 2-3-ჯერ მაინც სჭირდება მცენარეს შეჭრა.
- როგორ ახერხებთ, რომ მცენარეებს ასეთ იდეალურ ფორმებს უნარჩუნებთ?
- თავიდან ერთი და იგივე შაბლონური ფორმები იყო. დროთა განმავლობაში გადავწყვიტე, განსხვავებული, უცნაური ფორმები მიმეცა. ვცადე და გამომივიდა.
- ძვირი სიამოვნებაა მსგავსი ბაღის გაშენება?
- მოთხოვნებს გააჩნია. არის უბრალო დონის, საშუალო და უმაღლესი კლასის ბაღი. მე უმაღლესი კლასის ბაღი არ მაქვს გაშენებული, რადგან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. უნდა ვიყიდო დეკორატიული ქვები და სხვა დეტალები. დიდ თანხებთან რომ არის საქმე, ამიტომ თავს ვიკავებ და ვცდილობ ნელ-ნელა დავამუშავო.
- თქვენეული მოვლის მეთოდები თუ გაქვთ, რომლის საშუალებითაც ბაღს ხასხასა ფერს და სიჯანსაღეს უნარჩუნებთ?
- დიახ, ეს არის ბიოლოგიური სითხეები. ქიმიურ სითხეებს არ ვიყენებ, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება ავნოს ეკოლოგიას, წყალს, ნიადაგს, ადამიანს და ა.შ. ვცდილობ ბიოლოგიური წამლები გამოვიყენო. როგორც ადამიანის ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, ასეა მცენარეც. ვიტამინების ნაკლებობის დროს მცენარე ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დროს სჭირდება მინერალები. მინერალებით გამდიდრებულ სითხეებს ვამზადებ და ამით ვკვებავ. მთავარია მცენარეს არ დააკლდეს მინერალები და ეს პროცესი ვაკონტროლოთ. 18 წელია მცენარეებთან მაქვს კავშირი და სულ იმის ძიებაში ვარ, შევისწავლო ფესვთა სისტემა, როგორ განვკურნო, როგორ დავამუშაო და ა.შ. მცენარე გარკვეულ ზომამდე რომ მივა, შესაძლებელია მისი გაჩერება და სასურველი ფორმის მიცემა. სწორედ ამაზე ვმუშაობდი და ეტყობა ჩემს ბაღსაც.
- რა კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი ბაღის გაშენების დროს?
- როდესაც ბაღის გაშენებას გადაწყვეტთ, ჩემი რჩევაა მიმართოთ დიზაინერს. ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც შესაძლოა არ იცოდეს მოყვარულმა და იქ პროფესიონალის ჩარევა იყოს აუცილებელი. ეს არის მცენარეების შერჩევის, განლაგების, ჩარგვის მეთოდები. როცა დიზაინერი გარკვეულ მიმართულებას მოგცემთ, ასე უფრო გაგიმარტივდებათ ბაღის გაშენება და შედეგიც სასურველი იქნება. ბაღის გაშენების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება განლაგებას. მთავარია მცენარე სწორად იყოს განლაგებული.
- ეს ბაღი არის თქვენი საოცნებო ბაღი?
- ჯერჯერობით არა. ჩემს გაკეთებულს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები და არასოდეს ვარ კმაყოფილი. როგორც უკვე გითხარით ჯერ მხოლოდ 40%-ია გაკეთებული. როცა 70 %-ს გადავცილდები ვიტყვი, რომ ეს ჩემი საოცნებო ბაღია.
მერი ბლიაძე
თათია როგავას ფოტოები

კომენტარები