ხის მყუდრო სახლი სოფლად ქალაქური ცხოვრების რიტმით გადატვირთული ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა. მითუმეტეს, თუ ის ველურ ბუნებასთან ახლოსაა, შთაბეჭდილებები და სრული განტვირთვა გარანტირებულია. ერთ-ერთმა შვეიცარულმა კომპანიამ ხის ძელებისგან სწორედ ასეთი მინისახლი დააპროექტა, რომლის კომფორტულობა ფეშენებელურ ვილებსაც შეშურდებათ.
ასეთ ძელის სახლებზე შვეიცარიაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. მსოფლიო ბაზარზე მისმა გამოჩენამ კი ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მის ეკოლოგიურ სისუფთავეში ეჭვი არავის შეჰპარვია, სამაგიეროდ უჭირთ დაჯერება, რომ ასეთ პატარა სივრცეში ცხოვრება და დასვენება კომფორტული იქნება. ეჭვი მაშინვე გაგეფანტებათ, როცა მის ზღურბლს გადააბიჯებთ. ინტერიერი უმცირესი დეტალების დონეზეა გათვლილი. სპეციალისტებმა რაციონალურად გამოიყენეს შიდა სივრცის ყოველი სანტიმეტრი და ნამდვილედ ღირსეული ცხოვრების პირობები შექმნეს სულ რაღაც 27 კვადრატულ მეტრში.
სახლი ძალიან ნათელია, ფანჯრიდან შესული სინათლე ძელებზე თამაშობს, რაც ინგტერიერს ძალიან უხდება.
სასადილო ზონა სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორისაა. აქ 6-კაციანი მასიური ხის მაგიდა დგას და გარშემოც საკმარისი ადგილი რჩება. ორიგინალური ჭაღი და პატარა ხალიჩები ლამაზად აფორმებს ამ ოთახს.
საძინებელი ზედა სართულზეა, რომელზეც ხის ხელნაკეთი კიბით მოხვდებით. აქვეა საწოლი, კომოდი, ტუმბოები. ყველაფერი, რაც კომფორტულ ოთახს სჭირდება.

კომენტარები