ანა ჯოხარიძე პროფესიით ექიმი პედიატრია. ამჟამად ფარმაცევტული კომპანიის დირექტორია, თუმცა ამავდროულად არის ორი შვილის დედა და კარგი დიასახლისი. ცოტა ხნის წინ შესანიშნავი ეზო მოაწყო მეუღლესთან ერთად შუაგულ თბილისში, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.
- ჩვენი ეზო არის თბილისში, ისანში... მე და ჩემი მეუღლე კახელები ვართ, გვიყვარს სტუმრები და მეგობრებთან ერთად გართობა, განტვირთვის ლამაზი საღამოები... ამიტომ მოვიფიქრეთ, რაიმე განსხვავებული დიზაინის პატარა მოსასვენებელი და თან საქეიფო ოთახი მოგვეფიქრებინა, რომელიც იქნებოდა ლამაზიც და სასიამოვნოც.
- ვისია ეს ნაკეთობები, რა დრო დასჭირდა ამ ეზოს მოპირკეთებას, რა მასალებია
- დიზაინი ეკუთვნის უკრაინელ მხატვარ-დიზაინერს. რა თქმა უნდა, ერთად შევარჩიეთ სტილი და სივრცეც ერთად გადავანაწილეთ, რადგან ეზო არ გვაქვს ძალიან დიდი და ყველაფერი გვინდოდა მოთავსებულიყო... დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა პროცესს. რკინის ბადეებით არის აგებული და ვერ გეტყვით, რა რაოდენობის ცემენტი დასჭირდა... კეთების პროცესი იყო ძალიან შრომატევადი და ამავდროულად - საინტერესო. საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რაც გვინდოდა.
- მცენარეებს ვინ უვლის და რა მცენარეები გაქვთ დარგული?
- ძირითადად მე ვუვლი. დილა იწყება ყვავილების მოფერებით, ზოგს "ვეჩხუბები", რადგან მაბრაზებენ და დროულად არ ყვავილობენ... მეხმარებიან მეუღლე და ჩემი შვილები, რადგან ძნელია გაართვა თავი ყველაფერს ერთად... მაქვს ვარდები, მიხაკები, პასიფლორა, ბაიები და სხვადასხვა ეზოს პატარა ლამაზი ყვავილები... ვეძებ ყველგან ლამაზ ყვავილებს - ინტერნეტში, მეგობრებთან, სოფელში...
ანა მეუღლესა და შვილებთან ერთად
- რას ამბობენ ხოლმე სტუმრები?
- ჩვენი მთავარი იდეა იყო ზუსტად ის, რომ ყოფილიყო კომფორტული ჩვენთვის და სტუმრებისთვის... თავიდან ვერ ხვდებიან, რომ ხე არ არის, კითხულობენ, საიდან მოვიტანეთ ამხელა ხეები. არადა, ყველაფერი მხოლოდ ცემენტითაა შესრულებული... ღამე კიდევ უფრო ლამაზია და დროს ვეღარ ვგრძნობთ... გვიყვარს სტუმარი და გულიანი დახვედრა.
კომენტარები
love you my kakheti !