„ლანდშაფტის არქიტექტურაში 2003 წლიდან აქტიურად ვმუშაობ, ამ საქმიანობას სასიამოვნოს ვერ დავარქმევ, რადგან ის ჩემთვის ბევრად მეტია... ჩემი ცხოვრების ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გარეშეც სიცოცხლე უინტერესო და ერთფეროვანი იქნებოდა“, - ამბობს ლანდშაფტის არქიტექტორი თამარ თავართქილაძე, რომელსაც სწორედ მის საყვარელ საქმიანობაზე, ახალ პროექტებსა და ამ სფეროში ბოლოდროინდელ ტენდენციებზე ვესაუბრეთ.
- საინტერესოა, წლების განმავლობაში რა შეიცვალა ამ სფეროში საქართველოში - რამდენად მოდური გახდა, რამდენად უფრო ინფორმირებულნი არიან დამკვეთები, თუ შეიცვალა მიდგომები დიზაინერთან, მოთხოვნები?
- წლებია, ამ სფეროში ვსაქმიანობ, შესაბამისად, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია
თამამად განვაცხადო, რომ დღეს საკმაოდ გაზრდილია კულტურა და შეცვლილია დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ. შექმნილი ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, ქალაქის ხმაურისა და მტვრისგან დაღლილ ადამიანებს სულ უფრო ეზრდებათ მოთხოვნილება ბუნებასთან სიახლოვის, რის გამოც დღეს ხშირია ქალაქისგან მოშორებით საკუთარი ეზოების მოწყობა, სადაც ცდილობენ, შეიქმნან მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე გაჩნდა დიდი ინტერესი ბაღების გაშენების მიმართ, რაც თავისთავად გულისხმობს ცოდნის გაღრმავებას ამ კონკრეტული მიმართულებით და სპეციალისტის მომსახურების საჭიროებას. ასევე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ პროფესიონალის დახმარების საშუალებით თავიდანვე შეუძლიათ დაგეგმილად განსაზღვრონ ყველა შესაძლო დეტალი, რაც ამცირებს ხარჯს. სწორედ ამისთვის არსებობს ლანდშაფტური პროექტი, რომლის საშუალებითაც იცის დამკვეთმა, რა შედეგს მიიღებს საბოლოოდ.
- ბოლო დროის რომელ პროექტს გამოარჩევდით და რამდენად თავისუფალი ხართ ხოლმე, როგორც დიზაინერი, თუ გიწევთ კომპრომისებზე წასვლა - დამკვეთის მოთხოვნების ან გარემო პირობების შესაბამისად?
- რთულია პროექტების დასახელება, რადგან მათი რიცხვი დიდია და ყველა ინდივიდუალურად საინტერესოა ჩემთვის, თუმცა გამოვყოფდი ბაგებში ერთ-ერთ პროექტს, რომელზეც ახლახან დავამთავრე მუშაობა.
ხშირად მომმართავენ ისეთ დროს, როცა ტერიტორიაზე მცენარეების შერჩევის გარდა ყველა სამუშაო შესრულებულია, როგორც წესი, ასეთ ობიექტებს იშვიათად ვკიდებ ხელს, რადგან ჩემთვის, როგორც ლანდშაფტის არქიტეტორისთვის საინტერესოა მთლიანი კონცეფციის შექმნა, სივრცეების გადანაწილება, ლაქობრივი ეფექტები და ა.შ. მხოლოდ ამ ეტაპის შემდეგ ხდება დეტალიზაცია. ბაგების პროექტში სწორედ ამ ყველაფერზე მომიწია მუშაობამ, სადაც მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მქონდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიის ადამიანისთვის.
- არის თუ არა შესაძლებელი, ნებისმიერი ტიპის ნიადაგზე, ნებისმიერ სივრცეში შექმნას ადამიანმა ლამაზი ბაღი? რა არის ის აუცილებელი რამ, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სივრცე ბაღისთვის - ნიადაგი, მდებარეობა, ფართობი და ა.შ.?
- ალბათ მაინც ყველა სიტუაციაში შეიძლება, თუ არის ნება და საშუალება, ხელოვნურად შევქმნათ ის აუცილებელი პირობები, რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაშია საჭირო, მაგრამ ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ, მოვლის თვალსაზრისით, ის სირთულეები, რომელიც ახლავს ასეთი ტიპის ბაღებს.
- თუ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით ხრიოკ და სრულიად მოულოდნელ სივრცეში კარგი პროექტი განგიხორციელებიათ?
- დიახ, ბაღი არ არის მხოლოდ მცენარე. მოხრიოკებულ ადგილზეც არის შესაძლებელი სხვადასხვა ფაქტურით ეფექტების მიღება, ეგრეთ წოდებული მშრალი ბაღის გაშენება, დიზაინერული ხრიკების გამოყენება, ნიადაგის მომზადება და ა.შ. მხოლოდ სამუშაოების და სირთულეების სწორად განსაზღვრა არის საჭირო.
- რამდენად მნიშვნელოვანია კარგი ბაღი სახლისთვის და სხვა ქვეყნებში რამდენად აქტუალურია ლამაზი ბაღების შექმნა საკუთარ სახლებში, აგარაკებზე, ოფისებში და ა.შ.?
- მწვანე გარემო და ზოგადად, ბუნება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებაზე, ხსნის სტრესს და ზრდის ესთეტიკურ სიამოვნებას, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მწვანე ფერი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, მას ახასიათებს მარადისობისა და იმედის განცდა, რაც ოპტიმიზმის შეგრძნებას აძლიერებს. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, ჩვენი საუკუნისთვის დამახასიათებელი აქტიური ცხოვრების რიტმში, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მწვანე სივრცეების შექმნა.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში დიდი აქცენტები კეთდება ამ მიმართულებით. საკუთარი ბაღები მათთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომლითაც თავს იწონებენ.
- ბოლო დროს როგორი ტენდენციებია და როგორი ტიპის ბაღებია უფრო მოდური?
- მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ტრენდული იყო უფრო მინიმალისტური სტილი, ბალახოვანი და ბურთისებური ფორმის მცენარეები, დღეს უკვე, ბუნების პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს, უფრო ბუნებრივი გამწვანების ელემენტები შეიმჩნევა, რაც გულისხმობს მაქსიმალურად ველური ბუნების გამეორებას. ასევე მსხვილ ქალაქებში, სადაც დღითი დღე მატულობს დასახლებული პუნქტები, ძალიან ტენდენციურია როგორც ვერტიკალური, ისე სახურავების გამწვანება. ეს მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა ურბანული პრობლემების ეკოლოგიის კუთხით.
- თუ არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ყველა ტიპის ბაღს უხდება და ყველგან ხარობს, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ ლანდშაფტის დიზაინერები?
- რთულია ასეთი მცენარის გამოყოფა. მისი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, როგორც კონკრეტული ტერიტორიის პირობებიდან გამომდინარე (ნიადაგის მდგომარეობა, კლიმატური პირობები, მისი შემდგომი მოვლის პირობები), ასევე მისი ესთეტიკური მხარის გათვალისწინებით (ფორმით, ფერით, ფაქტურით, სტილისტიკურად). ამასთანავე აუცილებელია დამკვეთის ინტერესის გათვალისწინება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაღში ადამიანმაც და მცენარემაც ერთნაირად კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი.
- როდის არის ყველაზე უკეთესი ბაღის დაპროექტება და გაშენება, რომელი სეზონია ამისთვის საუკეთესო?
- ბაღის დაპროექტებაში დრო ხელს არ გვიშლის, მთელი წლის განმავლობაში შეგვიძლია პროექტებზე მუშაობა. დარგვითი სამუშაოებისთვის კი საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ძალებით, იდეებით ცდილობენ სახლის თუ აგარაკის ეზოში ლამაზი ბაღის მოწყობას?
- იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ლამაზი ბაღის მოწყობა, ვურჩევ, მიმართონ სპეციალისტს, რომელიც იქნება სასურველი პროფესიონალური შედეგის გარანტი, ააცილებს შეცდომებს, ზედმეტ ხარჯებს და ენერგიას.
ზოგად რჩევებს რაც შეეხება, პირველ რიგში ვურჩევდი, კარგად შეისწავლონ თავიანთი ტერიტორია, ასევე დააკვირდნენ, გარშემო როგორი ლანდშაფტია, რომელი კუთხიდან რა ხედი იშლება. შემდეგ განსაზღვრონ, რა ზონებს ისურვებდნენ, რომ ჰქონდეთ, მონიშნონ ეს სასურველი ზონები ტერიტორიაზე. მიაქციონ ყურადღება მზის ინტენსივობას და შესწავლილი დეტალების მიხედვით შეარჩიონ მცენარეები. მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ბაღის გაშენება ისე, რომ შეძლონ მომავალში მოვლა, რადგან ბაღის ღირსება მისი ასაკია და რაც უნდა ლამაზი ბაღი გავაშენოთ, თუ მას მოვლა აკლია, მალე დაკარგავს თავის სახეს და შრომაც დაიკარგება.
ლელა ზურებიანი