თუ აგარაკი გაქვთ, მიუხედავად იმისა, რამდენი დროის გატარება გიხდებათ იქ, არის ნივთები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ. მოდით ვნახოთ, რა დაგვეხმარება სიმყუდროვის შექმნაში და იქნება ასევე ძალიან პრაქტიკული და ფუნქციური.
გადასატანი ელექტროქურა
თუ აგარაკზე არ გაქვთ იმდენი ადგილი ან უბრალოდ ვერ ხერხდება სრულფასოვნი ქურის დამონტაჟება ან დადადგმა ,უმტკივნეულოდ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გადასატანი ელექტრო ქურით, რომელიც ჩვეულებრივ ქურას უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. ან ასეთივე არსებობს პატარა გაზქურები.
ტუმბო ან ყუთი რბილი ზედაპირით
შეზღუდული სივრცისთვის დიზაინერები ყოველთვის ტრანსფორმერი ავეჯის შეძენას გვირჩევენ. გთავაზობთ ტერასაზე ან შესავლელში იქონიოთ ყუთი ან ტუმბო, რომელსაც ექნება რბილი
ზედაპირი და რომელსაც გამოიყენებთ დასაჯდომადაც, თან აღნიშნული ნივთი შეასრულებს შესანახი სისტემის ფუნქციასაც და ძალიან მოსახერხებელი იქნება.
პატარა მაცივარი
მსგავსი მოდელები, როგორც წესი, გვხვდება ხოლმე სასტუმროებსა და ოფისებში. მაცივარი ის ნივთია, რომელიც ერთნაირად არის საჭირო როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. სანამ იყიდით, ჩამოყალიბდით, რისთვის გჭირდებათ, გაყინული პროდექტების შესანახად თუ ისე პრდუქტების და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი.
პეგბორდი
ეს გახლავთ ე.წ. ბორდი, სტენდი სხვადასხვა იარაღის შესანახად, დასახარისხებლად, მოსახერხებელია მისი გამოყენება როგორც სამზარეულოში, ისე ფარეხსა თუ ფარდულში.
კალათები და კონტეინერები
შესანახი სისტემა არასდროს არის ბევრი არც ქალაქის ბინაში და მით უმეტეს, არც აგარაკზე. სხვადასხვა ზომის კალათები და კონტეინერები დაგეხმარებათ იმაში, რომ ნივთები დაახარისხოთ და კომფორტულად დააბინავოთ.
ჰამაკი და ჩამოსაკიდი სავარძელი
სულ პატარა აგარაკზეც კი მოიძებნება ადგილი ჰაამაკისთვის, ასევე ჩამოსაკიდი სავარძლისთვის, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შექმნაში.
აგარაკის ავეჯი
თუ აგარაკზე გაქვთ აივანი ან ტერასა, მით უმეტეს - ეზო, ის აუცილებლად უნდა აითვისოთ. საამისოდ პირველ რიგში დაგჭირდებათ ავეჯი, იქნება ეს დაწნული, მეტალის თუ პლასტმასის. მთავარია იყოს გამძლე და მოსახერხებელი.
ბაღის სანათები
ბევრმა ადამიანმა შესაძლოა ქუჩის განათება ზედმეტ ხარჯად მიიჩნიოს, მაგრამ, გვერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სიმყუდროვისთვის.