რა უნდა იცოდეთ, თუ ეზოში გუბურის ან შადრევნის მოწყობა გინდათ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ­ში ლან­დ­შაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ახა­ლი დარ­გია, ნი­ნო შენ­გე­ლია ამ სფე­როს გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია და წლე­ბია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. სწო­რედ მას ვე­სა­უბ­რეთ თე­მა­ზე, თუ რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს წყალს ლან­დ­შაფ­ტ­ში და კერ­ძოდ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ წყა­ლი ჩვენს კარ-მი­და­მო­ში. ბაღ­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია წყა­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით, მოძ­რა­ვი წყა­ლი, რო­მე­ლიც ეზოს აგ­რი­ლებს და ბა­ღის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას ქმნის. მი­სი ჭვრე­ტა მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. ეზო­ში წყა­ლი შე­იძ­ლე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს რო­გორც ე.წ. "სარ­კე", ანუ უმოძ­რაო ზე­და­პი­რით. ასე­ვე პე­ი­ზა­ჟუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბით შემ­კუ­ლი ჩან­ჩ­ქე­რით, რაც კლა­სი­კუ­რი ბა­ღის ერთ-ერ­თი ელე­მენ­ტია

და გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია ტე­რა­სულ ფერ­დო­ბებ­ზე. ამ დროს კარ­გი წყალ­ვარ­დ­ნი­ლი იქ­მ­ნე­ბა, რაც იაპო­ნუ­რი ბა­ღე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მო­ჩუხ­ჩუ­ხე წყლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის "ფარ­და­სა­ვით" ჩა­მოშ­ლა, ერ­თი ქვი­დან მე­ო­რე­ზე მო­წან­წ­კა­რე წყა­როს შექ­მ­ნა. ამ დროს და­ხუ­რულ სის­ტე­მას ვა­კე­თებთ - წყა­ლი ძრა­ვას მეშ­ვე­ო­ბით ბრუ­ნავს და სიჩ­ქა­რეც მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს წყალ­ვარ­დ­ნას მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის.

- ალ­ბათ იმა­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, თუ რო­გო­რი გან­ლა­გე­ბა აქვს იქ ქვებს?
- ცხა­დია, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ იდენს წყა­ლი ქვებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს მთის მდი­ნა­რის შე­სატყ­ვი­სი, ან ფარ­დი­სე­ბუ­რი ვარ­დ­ნა, ან სა­ფე­ხუ­რებ­ზე მო­რაკ­რა­კე მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც გუ­ბუ­რა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა.

- გუ­ბუ­რა წყალ­ვარ­დ­ნი­ლის უფ­რო სტა­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტია, არა?
- დი­ახ, მას სტა­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და წყალ­ვარ­დ­ნი­ლის ზე­და­პი­რის ლო­გი­კუ­რი და­ბო­ლო­ე­ბაა. შიგ­ნით წყლის მცე­ნა­რე­ე­ბი უნ­და იზ­რ­დე­ბო­დეს.



- თუმ­ცა შე­საძ­ლოა გუ­ბუ­რის ნა­გე­ბო­ბა სულ სხვაგ­ვა­რიც იყოს...
- კი­დევ ერ­თი ვა­რი­ან­ტია, რო­დე­საც წყა­ლი ჩა­ე­დი­ნე­ბა პირ­და­პირ გუ­ბუ­რა­ში და იქ ხრე­ში ან კენ­ჭე­ბი ხვდე­ბა.

- ამ დროს წყა­ლი სად მი­დის?
- ქვე­მოთ მოწყო­ბილ კონ­ტე­ი­ნერ­ში დაგ­როვ­დე­ბა და ისევ უკან ამო­ვა.

- გუ­ბუ­რა წყალ­ვარ­დ­ნი­ლით რომ არ იყოს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კეთ­დეს?
- შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ იქ წყა­ლი დგას და ტრა­პი სჭირ­დე­ბა, რა­თა პე­რი­ო­დუ­ლად და­ი­ცა­ლოს. ამი­ტომ, რო­დე­საც ვაპ­რო­ექ­ტებთ, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მას ვუ­ერ­თებთ.

- გუ­ბუ­რას რო­გო­რი ეზო, რო­გო­რი ლან­დ­შაფ­ტი სჭირ­დე­ბა?
- ლან­შაფ­ტუ­რი სივ­რ­ცის მხატ­ვ­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტა კომ­პო­ზი­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­აჩ­ნია, რო­გორ გა­ნა­ლა­გებ ბა­ღის სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენტს. დატ­ვირ­თულ ად­გი­ლებს აუცი­ლებ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი უნ­და ენაც­ვ­ლე­ბო­დეს. წყლის ზე­და­პირს კო­ლო­რი­ტი შე­მო­აქვს და მი­სი ლო­კა­ლი­ზა­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. უნ­და იყოს ღია ად­გი­ლი, სა­დაც ჯერ გაკ­ვალ­ვას შევ­ძ­ლებთ და მე­რე ავა­შე­ნებთ. ზო­გა­დად სწო­რი ად­გი­ლი გვჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პა­ტა­რა ად­გი­ლას პა­ტა­რა გუ­ბუ­რაც გა­ა­კე­თოთ, მაგ­რამ გუ­ბუ­რებს შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი აუცილებლად უნ­და რჩე­ბო­დეს.

- ცხა­დია, წყა­ლიც უნ­და იყოს მიყ­ვა­ნი­ლი იმ ად­გი­ლებ­ში, ხომ?
- წყა­ლი შეგ­ვიძ­ლია მი­ვიყ­ვა­ნოთ "შლან­გი­თაც" და მო­შო­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მაც (ძრა­ვა) ჩავ­რ­თოთ. რო­ცა სის­ტე­მა სავ­სეა, წყლის ბრუნ­ვას იწყებს. წყა­ლი ად­გი­ლამ­დე მარ­ტი­ვი გზით უნ­და მი­ე­წო­დე­ბო­დეს. ხან­და­ხან წყა­ლი სის­ტე­მა­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით მცირ­დე­ბა - ორ­თ­ქ­ლ­დე­ბა ან ად­გილს პო­უ­ლობს და იპა­რე­ბა. სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად უნ­და ივ­სე­ბო­დეს. რო­გორც კი წყლის დო­ნე დაიკლებს, მიყ­ვა­ნი­ლი წყა­ლი მაშინვე ავტომატურად მიეწოდება სის­ტე­მას. თუ გვაქვს წყალ­ვარ­დ­ნი­ლი, რო­მე­ლიც გუ­ბუ­რით სრულ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, ის ბა­ღის ყვე­ლა­ზე და­ბალ ად­გილ­ზე იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი. ხან­და­ხან ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტაც გვი­წევს, რო­ცა გუ­ბუ­რის დო­ნე უფ­რო და­ბა­ლია; ამ შე­მ­თხ­ვე­ვა­ში, კედ­ლე­ბი ინ­ჟი­ნერ­მა ისე უნ­და გა­ნა­ლა­გოს, რომ არ ჩა­მო­ინ­გ­რეს.



- რა წყალ­მ­ცე­ნა­რე­ე­ბით უნ­და გა­ივ­სოს ის და რო­გორ?
- შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი წყალ­მ­ცე­ნა­რე ფსკერ­ზეც იდ­გას ქოთ­ნით ან ქვებ­ზე, ცო­ტა ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გუ­ბუ­რის სიღ­რ­მე. რაც უფ­რო ნაკ­ლე­ბია სიღ­რ­მე, უფ­რო სწრა­ფად თბე­ბა წყა­ლი და გუ­ბუ­რის გამ­წ­ვა­ნე­ბის პრო­ცე­სი უფ­რო სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც უფ­რო ღრმაა გუ­ბუ­რა, წყალ­მ­ცე­ნა­რე­ე­ბის­თ­ვის მე­ტად მი­სა­ღე­ბია. მათ შო­რის - დუმ­ფა­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც მი­ნი­მუმ 90 სან­ტი­მეტ­რი სიღ­რ­მის წყა­ლი სჭირ­დე­ბათ. უფ­რო და­ბა­ლი წყლის დუმ­ფა­რე­ბიც არ­სე­ბობს. უმ­ჯო­ბე­სია, რომ სიღ­რ­მე მეტ­რი იყოს. წყალ­ში თევ­ზე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია. მეტ­რი­ა­ნი სიღ­რ­მის გუ­ბუ­რა­ში თევ­ზის გა­შე­ნე­ბაც შეგ­ვიძ­ლია.

- რა მა­სა­ლის­გან უნ­და გა­კეთ­დეს გუ­ბუ­რა?
- შე­იძ­ლე­ბა იყოს ბე­ტო­ნის კონ­ს­ტ­რუქ­ცია, სა­ფუძ­ველ­ში არ­მა­ტუ­რის მოქ­სო­ვი­ლი ბა­დით, რაც აძ­ლი­ე­რებს ფსკერს. თა­ვად ძი­რი­თა­დად ბე­ტო­ნის ფსკერს ვი­ყე­ნებ, რად­გა­ნაც მასზე ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბის გან­ლა­გე­ბაც მი­სა­ღე­ბია. მე­ტად პე­ი­ზა­ჟუ­რი და ბუ­ნე­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სუ­რა­თი გა­მო­დის. მსოფ­ლი­ო­ში ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლია ფი­რი, რო­მე­ლიც წყალს არ ატა­რებს. იმ თარ­გ­ზე, რო­გორც არის ამოთხ­რი­ლი მი­წა, ფირს აფე­ნენ. მას ერ­თი მი­ნუ­სი აქვს - რო­გორც უნ­და და­ფა­რო, მა­ინც ჩანს თხე­ლი რე­ზი­ნი. თუმ­ცა მი­სი პლუ­სი ის არის, რომ თუ ასე­თი გუ­ბუ­რა მოგ­ვ­ბეზ­რ­დება, გავ­შ­ლით და მი­წას გა­ვას­წო­რებთ, თით­ქოს არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მე­ო­რე მხრივ, ბე­ტო­ნი უფ­რო ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მოკ­ლედ, ამ ორ მა­სა­ლას შო­რის შეგვიძლია არ­ჩე­ვანი გავაკეთოთ.

- რა მცე­ნა­რე­ე­ბი უნ­და გან­ვა­ლა­გოთ და რა ხა­რობს გუ­ბუ­რის სი­ახ­ლო­ვეს?
- წყლის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა კა­ლა, ის მის სი­ახ­ლო­ვე­საც შე­იძ­ლე­ბა დავ­რ­გოთ და პირ­და­პირ წყალ­შიც ჩავ­დ­გათ ქოთ­ნით. ასე­ვე ახ­ლოს შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­თავ­სოთ ბამ­ბუ­კი, ზამ­ბა­ხის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც წყლის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი არი­ან. ნეს­ტი უყ­ვართ გვიმ­რებ­საც. კარ­გად ხა­რობს ნე­კერ­ჩხა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზია იაპო­ნუ­რი ნე­კერ­ჩხა­ლი, მტი­რა­ლა ფორ­მის ტი­რი­ფი.

- რა დაგ­ვიჯ­დე­ბა ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა?
- ამის გან­საზღ­ვ­რა რთუ­ლია. სა­ჭი­როა მა­სა­ლის შე­ძე­ნა (ქვე­ბი, ძრა­ვა, სან­ტექ­ნი­კუ­რი მი­ლე­ბი), მუ­შა­ხე­ლი, მხატ­ვა­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად დი­ზა­ი­ნერ­მა ეს­კი­ზი უნ­და გააკეთოს. მხატ­ვა­რი კი ქვით ას­რუ­ლებს იმ კომ­პო­ზი­ცი­ას, რა­საც დი­ზა­ი­ნე­რი კარ­ნა­ხობს. სა­შუ­ა­ლოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი 3000-4000 ლა­რი ჯდე­ბა. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხა 1500-ც იყოს და უფ­რო ნაკ­ლე­ბიც.

- შად­რე­ვა­ნი ბა­ღის კლა­სი­კუ­რი ელე­მენ­ტია. იქ­ნებ ისიც გან­ვი­ხი­ლოთ?
- შად­რე­ვა­ნი უფ­რო აღ­მო­სავ­ლუ­რი ბა­ღე­ბის ელე­მენ­ტია. სა­თა­ვეს სპარ­სუ­ლი ბა­ღე­ბი­დან იღებს. მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით იტა­ლი­ური რენესანსის ხანის ბა­ღებ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა, სა­დაც ნამ­დ­ვილ სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს: ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ტე­რა­სი­დან, გა­და­დის შად­რე­ვან­ში, ხდე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი წყლის ამოფ­რ­ქ­ვე­ვე­ბიც. იტა­ლი­უ­რი ბა­ღე­ბი წყლის ფე­ი­ერ­ვერ­კის აპო­თე­ო­ზია. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა ფრან­გულ ბა­ღებ­შიც პო­ვა. იტა­ლი­უ­რი­დან იქ ბევ­რი რამ არის აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც საფ­რან­გე­თის ლან­დ­შაფ­ტ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც სივ­რ­ცე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად მთა­გო­რი­ა­ნია.



- რო­გო­რია შად­რე­ვა­ნი ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის ეზო­ში...
- გაგ­ვი­კე­თე­ბია პე­ი­ზა­ჟუ­რი წყალ­ვარ­დ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბის იმი­ტა­ცი­ას ახ­დენს. ისეთ ფორ­მა­სა და შე­სა­ხე­და­ო­ბას ვაძ­ლევთ, თით­ქოს ეს არ არის ხე­ლოვ­ნუ­რი. ეზოს ბუ­ნებ­რი­ვად უნ­და შე­ერ­წყას.

- წყა­რო რო­გო­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფორ­მაა?
- წყა­რო მცი­რე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფორ­მაა. სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის წყა­რო არ­სე­ბობს - ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი, რო­გორიც ტყე­ში შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხ­ვ­დეს, ქვა­ზე გად­მო­მა­ვა­ლი ან კო­ლო­ნე­ბად და კე­დელ­ში გად­მო­სუ­ლი. მთა­ვა­რია, რომ მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი იყოს ბუ­ნებ­რი­ვი ქვით. მოკ­ლედ, მრა­ვა­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხი არ­სე­ბობს წყა­როს შე­საქ­მ­ნე­ლად.

- რას იტყ­ვით ეზო­ში გა­მარ­თულ სა­ცუ­რაო აუზ­ზე?
- სა­ცუ­რაო აუზის მხატ­ვ­რუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა ლურ­ჯი წყა­ლია, რო­მე­ლიც გე­ო­მეტ­რი­ულ ფორ­მებ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. ეს ად­გი­ლი ზო­გა­დად ცურ­ვის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი, მაგ­რამ პრო­ექ­ტ­ში მხატ­ვ­რუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა აქვს და დი­დი ბა­ღის ცენ­ტ­რ­ში იგე­ბა. სა­ცუ­რაო აუზი ორ დიდ ნა­წილს აერ­თი­ა­ნებს, მაგ­რამ დე­კო­რა­ტი­ულ დატ­ვირ­თ­ვა­საც იძენს.

- შად­რე­ვა­ნი ეზო­ში ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს?
- არა, რა თქმა უნ­და. ად­გი­ლი ძა­ლი­ან ფა­ქი­ზად უნ­და შე­ირ­ჩეს, რად­გა­ნაც ფაქ­ტობ­რი­ვად, შად­რე­ვა­ნი ეზო­ში დო­მი­ნან­ტია და გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას უნ­და იყოს. სა­ჭი­როა, იყოს ტე­რა­სა, ან სწო­რი და არა­რე­ლი­ე­ფუ­რი ად­გი­ლი - ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. შად­რევ­ნის ტი­პე­ბიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი და ერ­თი ჭავ­ლით, გა­ფან­ტუ­ლი, კლა­სი­კუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე. არ­სე­ბობს კი­ნე­ტი­კუ­რიც. ეს მოძ­რა­ვი სკულ­პ­ტუ­რაა და წყა­ლი ერ­თი ნა­წი­ლი­დან მე­ო­ე­რე­ში ის­ხ­მე­ბა.

- შად­რე­ვან­საც ისე­თი­ვე მოვ­ლა უნ­და, რო­გორც გუ­ბუ­რას?
- გაწ­მენ­და უნ­და ქვას, ნა­დე­ბის მო­ცი­ლე­ბა, წყალს გა­მოც­ვ­ლა, შე­მოწ­მე­ბა.

- რო­გორ უნ­და მო­ვუ­ა­როთ წყლის ნე­ბის­მი­ერ ნა­გე­ბო­ბას ეზო­ში?
- რომ არ და­ი­ბინ­დოს და აიმ­ღ­ვ­რეს, გაწ­მენ­და უნ­და. ყუ­რადღე­ბით უნ­და ვი­ყოთ, რომ წყა­ლი არ და­აკ­ლ­დეს, რად­გა­ნაც რომ აკ­ლ­დე­ბა, ძრა­ვა ითი­შე­ბა. ასე­ვე უნ­და შე­ვა­მოწ­მოთ, წყა­ლი სად­მე ხომ არ იპა­რე­ბა, რა­ი­მე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა ხომ არ არის. გაწ­მენ­დი­სას წყალ­მ­ცე­ნა­რე­ე­ბი უნ­და ამო­ვი­ღოთ და გა­ვა­სუფ­თა­ოთ. თუ ფილ­ტ­რე­ბი არ აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, წყა­ლი ორ კვი­რა­ში ერ­თხელ უნ­და გა­იწ­მინ­დოს. ფილ­ტ­რე­ბი ცო­ტა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. წყალს კვი­რა­ში ერ­თხელ თუ გა­მოვ­ც­ვ­ლით, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შე­იქ­მ­ნე­ბა.

- თუ ფილ­ტ­რე­ბი აყე­ნია?
- ის თა­ვი­სით წმენდს. არ­სე­ბობს ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბი, ანუ მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც ტო­მა­რა­ში მო­თავ­სე­ბულს ჩა­აგ­დებ და ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას უშ­ლის ხელს. მოკ­ლედ, ზო­გი­ერთ მცე­ნა­რეს თვი­თონ აქვს გამ­წ­მენ­დი უნა­რე­ბი.

ლა­ლი ფა­ცია

კომენტარები

otojaj 2016-07-06 22:31
didi madloba am statistvis dzalian gamomadga

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები