ეს დეკორატიული ხახვია – იდეალური ყვავილი თქვენი ეზოსთვის

 

ყვავილებით მორთული ეზოსა და აგარაკის დანახვა ადამიანის თვალსაც ახარებს და კარგ ხასიათსაც განაპირობებს. ყველაზე მარტივი ლანდშაფტის დიზაინიც კი წარმოუდგენელია ყვავილების გარეშე. თავის მხრივ ყვავილების მოვლა ადვილი სულაც არ არის, მათ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ, თუმცა არსებობს სახეობა, რომელსაც მართლაც არ სჭირდება ბევრი ყურადღება, თუმცა მის დანახვას არაფერი სჯობს, ისეთი ლამაზია, გეგონება სხვა პლანეტიდან არის მოვლენილიო, ეს ყვავილი, ალიუმია, იგივე დეკორატიული ხახვი.

ალიუმი მშვენივრად გრძნობს თავს როგორც ჩრდილში, ისე მზეზე. გამოიყურება, როგორც ეგზოტიკური მცენარე.
ალიუმის დარგვა შეგიძლიათ როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომით. თუ

ისეთი ჯიშის ალიუმი გაქვთ, რომელიც ადრე ყვავილობს, მის დარგვას სექტემბერში გირჩევთ. ასე ბოლქვები მოასწრებენ კარგად დაფესვიანებას და ის გაზაფხულზე ლამაზად აყვავილდება. თუ ისეთი ჯიშის ალიუმი გაქვთ, რომელიც პირიქით, გვიან ყვავილობს, ის გაზაფხულზე უნდა დარგოთ.


იმისათვის, რომ მცენარემ თავი კომფორტულად იგრძნოის და არ დაიღუპოს მისი დარგვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სიღრმე. დარგვისას სიღრმე მცენარის ბოლქვზე ორჯერ მეტი უნდა იყოს. ერთმანეთისაგან დაშორება კი დაახლოებით ნახევარი მეტრი უნდა იყოს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ალიუმი 4-5 წელ გადარგვის გარეშე ხარობს.


საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ როდესაც ალიუმი იწყებს ყვავილობას, მას თავისთავად სცვივა ფოთლები.


სხვათა შორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეკორატიული ხახვის ფოთლებს ისეთივე გემო აქვს, როგორც ჩვეულებრივ ხახვს, თუმცა ამ დეკორატიულ ხახვში უფრო მეტი სასარგებლო მინერალებია. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ალიუმის ნებისმიერ კერძში გამოყენება.


რაც შეეხება ამ მცენარის მორწყვას, ის საჭიროების მიხედვით უნდა მოირწყას. ზედმეტი წყალი ალიუმს არ უყვარს.
ალიუმი მრავლდება ბოლქვებითა და თესლით. თუ ბოლქვებით გამრავლებას აპირებთ ეს შემოდგომაზე უნდა გააკეთოთ, თესლით გამრავლება კი უფრო მეტ მოთმინებასა და ძალისხმევას მოითხოვს. გგარდა იმისა, რომ უნდა შეარჩიოთ საუკეთესიო თესლები, საბოლოო შედეგს მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ ნახავთ.
დეკორატიული ხახვი ძალიან კარგად ერწყმის ნებისმიერ ლანდშაფტის დიზაინს. ასეთი ყვავილებით თქვენი აგარაკი შეუდარებელი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები