ქალბატონი ციცინო თაბუკაშვილი პროფესიით ფიზიოთერაპევტია, დიზაინთან არასოდეს ჰქონია შეხება, თუმცა თბილისთან ახლოს, სოფელ გიორგიწმინდაში ულამაზე ბაღი გააშენა, სადაც უამრავი ყვავილი, დეკორაცია, მცენარე, ბოსტნეული და ხეხილია თავმოყრილი.
- როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება მცენარეებს?
- ბუნება ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ხთის ხეობაში ვიყავი. ეს იყო ულამაზესი, ველური ბუნება, სადაც ადამიანს ფეხი იშვიათად დაუდგამს. ემოციებისგან მთელი ღამე გავათენე. ალბათ სამოთხე ასეთი იქნება. ამის მერე უფრო „მოვიწამლე“ ბუნების სიყვარულით. სად არ დავდივართ ქართველები, საზღვარგარეთ, ვმოგზაურობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არადა აქ, ყაზბეგში(და არამარტო) ასეთი
უნიკალური ადგილები გვაქვს. ბევრმა არც იცის ხთის ხეობის არსებობაც კი.
- ამის მერე მალევე შეიძინეთ ნაკვეთი?
- ეს ნაკვეთი დაახლოებით 30 წლის წინ შევიძინეთ და დიდი ხანი მიტოვებული გვქონდა. არ იყო წყალი, რის გამოც ძალიან ჭირდა ეზოს მოვლა. ბაღის გაშენება დიდი ხანი მინდოდა და როგორც იქნა ჩანაფიქრი განვახორციელე. 600 კვადრატული მეტრია ნაკვეთი. ჩემს ბაღში რამდენიმე ადგილზე არის დეკორატიული კუთხეები. ერთ-ერთ ასეთ ადგილას მთის ძირში გაშენებული მაქვს მინი-სოფელი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. ეზოში მაქვს აგრეთვე სხვადასხვა ყვავილი, პატარა ბოსტანიც მაქვს. მყავს, ქათმები, მწყრები. ბაღს კი ეზოს ,,პოლიცია’’ ციცარი იცავს. დიდი ხალისით გავაკეთე პატარა გუბურა, რომელიც თავის ჩანჩქერით მხოლოდ სტუმრიანობის დროს ირთვება.
ძალიან ბევრ საჩუქარს ვიღებ ჩემი შვილიშვილებისგან. ახლახან დაოჯახდა ჩემი შვილიშვილი თათა ჯაში და მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო მოგზაურობაში იყო, მაინც არ დაავიწყდა ბებიის ბაღისთვის საჩუქარი - ინდოეთის ოკეანიდან ულამაზესი ნიჟარები ჩამომიტანა. მეორე შვილიშვილი - დადუ ბაქრაძე ამჟამად ესპანეთშია და მისგანაც ველი საჩუქარს. ჩემი შვილიშვილების საჩუქარია აქ რასაც ხედავთ - წითელი ზღვის ფსკერიდან ამოღებული რიფების ნამტვრევები, უცნაური ნიჟარები და სხვა.
ამ ბაღის მოვლა ბედნიერს მხდის. ცხოვრებას მიხანგრძლივებს. აქ რომ ვმუშაობ, აღარც წნევა მაწუხებს, არც რაიმე სხვა საზრუნავი. ვეფერები ყვავილებს, მწყრებს და ეს სიამოვნებას მანიჭებს.
- ყველაფერს მარტო ართმევთ თავს თუ გეხმარებათ ვინმე?
- ბაღის მოსავლელ მძიმე სამუშაოებს მეუღლე უძღვება, თუმცა ზოგჯერ გახარებულ ყვავილს სარეველას ამსგავსებს და ძირიანად თხრის. ძალიან გამიჭირდებოდა სიძეების დახმარების გარეშეც. ჩემი მარჯვენა ხელი ისინი არიან. დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის.
ქალბატონი ციცინო მორიდებით და დიდი თავმდაბლობით გვესაუბრებოდა ბაღზე, რომელიც საკუთარი ხელით გააშენა. რამდენიმე კითხვით მის ქალიშვილს დიზაინერ ლიკა ყაზბეგს მივმართეთ, რომელიც იქვე დედის გახარებულ ყვავილებს რწყავდა.
- ძალიან მიხარია და მაბედნიერებს, რომ დედაჩემმა ჩვენგან, შვილებისგან განსხვავებით მიაგნო თავის მისწრაფებას და საოცარი ჰობი აქვს. ლამის ცხოვრების არსად გადაექცეს ეს გატაცება. ეს ძალიან კარგია, ძალიან პროგრესულია. მისმა ბუნებისადმი სიყვარულმა მეც შემაყვარა მცენარეები. ზოგადად სიყვარულის გაცემა შინაგანად ზრდის ადამიანს და არ აქვს მნიშვნელობა, ვექტორი საით ექნება ამ სიყვარულს: ადამიანების თუ ბუნების მიმართულებით. ამ სახლს ოდესღაც ვაქირავებდით, ერთ დღეს დედაჩემმა გამომიცხადა, რომ აღარ მომეძებნა დამქირავებელი. თავიდან გავაპროტესტე, ახლა კი მიხარია, რომ ასე გადაწყდა. რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს ასეთი საყვარელი ბაღი არ გვექნებოდა. სექტემბრიდან აქტიურ ცხოვრებას ვიწყებ სამოდელო სფეროში და რომ გადავიღლები, "ფაზენდას'' (ასე ვეძახით ჩვენს აგარაკს) მივაშურებ. ამ ზაფხულს ოჯახი ყაზბეგში წავიდა რამდენიმე დღით. მე დამტოვეს ,,მოურავად"... ახლა მოვყვები სხვა ადამიანზე, რადგან მეც არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებდი (იღიმის) - ვდგებოდი დილის შვიდ საათზე, ვრწყავდი ბაღ-ბოსტანს, ვკრეფდი ჟოლოს, ლეღვს. საკენკს ვუყრიდი ქათმებს, ვაჭმევდი მწყერებს. ვამზადებდი კერძებს, ვუმასპინძლდებოდი მეგობრებს. კორექტირებები შემქონდა დედაჩემის შექმნილ მინი-სოფლის დიზაინში და საღამოს რვა საათზე უკვე ისე მეძინებოდა, საწოლამდე ძლივს მივდიოდი. ასეთი რეჟიმით ვიცხოვრე ოთხი დღე.
- ალბათ ბევრი ტკბილი და სახალისო მოგონება გაკავშირებთ ამ ბაღთან.
- რა თქმა უნდა. ერთი სახალისო ამბავი კი ჩვენს ციცარს ეხება, ჩვენს ტაპუნას, რომელიც შემთხვევით „შემოგვეზარდა“ სახლში. ამბავი ასე დაიწყო. შარშან ციცარმა 15 კვერცხი დადო და მთელი მაქინაციები ჩაატარა, რომ დედაჩემს არ მიეგნო. ისე დროს გადაწყვიტა დედობა ფრინველმა, რომ უკვე სიცივეები დაიჭირა და მალევე დაეხოცა შვილები. ორი პატარა ციცარი გადავარჩინეთ და სახლში წავიყვანეთ, თბილისში. ვიფიქრე, რომ გამოვაცოცხლებდი და სანამ პატარა იყო ჩემთან მეყოლებოდა. გავიდა ერთი თვე, მეორე, მესამე... ოთხი, ხუთი. ციცარი იზრდებოდა და მასთან ერთად ჩემი მისდამი სიყვარულიც გაიზარდა. მოკლედ, ვერაფრით შეველიე ტაპუნას. ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ პარკეტზე ტაპა-ტუპით დადიოდა. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო რთული მოსავლელი იყო, მაგრამ არ მეზარებოდა, ისე მიყვარდა. დედაჩემსაც უყვარდა, ორჯერ გადაარჩინა, მაგრამ მერე საკითხი დამისვა და იძულებული ვიყავი ფაუნალენდში ჩამებარებინა - კონტაქტურ ზოოპარკში. არ ვაზვიადებ, პირველ დღეს ლამის რვა საათი ვიყავი მასთან ერთად. რა ტრაგედია იყო მისი იქ დატოვება, ვერ აღგიწერთ. არც ვიცოდი, ვერ წარმომედგინა, თუ ფრინველის მიმართ ასეთი სიყვარული შეიძლებოდა. ახლაც ხშირად მივდივარ სანახავ. აი, ასეთი დიდი სიყვარული დაიწყო ჩვენს ფაზენდაში.
მერი ბლიაძე