როცა სახლზეა საუბარი, ვფიქრობ, მთავარი ინტერიერი, ფარდის სტრუქტურა, შპალერის ფერი და განათება როდია, არამედ მთავარი აქ მცხოვრები ადამიანებია, მათი ისტორიები, თავგადასავლები, სიყვარული, მზრუნველობა ერთმანეთის და გარშემო მყოფების მიმართ. სწორედ ეს ყველაფერი აქცევს სახლს კომფორტულ სივრცედ და გიჩენს განცდას, რომ შინ ხარ. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანია. მისი სააგარაკო სახლი წავკისში ისეთივე დახვეწილი, ნათელი და თბილია, როგორიც თავად დიასახლისი.
- სახლი არის ჩემი ციხესიმაგრე. ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს. სამწუხაროდ, სახლში ცოტა დროს ვატარებ. ხშირად
მიწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა. თუ საქართველოში ვარ, მაინც ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ძალიან ცოტა დროს ვატარებ შინ. ამის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვებთან ურთიერთობისას ოჯახური გარემო შევინარჩუნო. დღის განმავლობაში ვცდილობთ, ერთხელ მაინც შევიკრიბოთ სადილზე და ოჯახური გარემო შევიქმნათ.
- წავკისის აგარაკი ახალი გარემონტებულია. რა გამოცდილება გაქვთ რემონტის საკითხში?
- წავკისის სახლი საკმაოდ დიდი ხნის წინ შევიძინეთ. ახლოს არის ქალაქთან და უფრო მარტივი იყო, აგარაკზე გაგზავნილი ბავშვები მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვენახა. წავკისის სახლს ადრე მხოლოდ აგარაკის ფუნქცია ჰქონდა. ახლა ვცდილობთ, უფრო მეტი დრო გავატაროთ აქ, სიწყნარეში და სუფთა ჰაერზე. უკვე გაუსაძლისია ქალაქში ცხოვრება, საშინლად დაბინძურებულია ქალაქის ჰაერი. წავკისში ცხოვრების გადაწყვეტილება პირველ რიგში ბავშვების ჯანმრთელობის გამო მივიღეთ. ვიცი, რომ ღამე ჩემი შვილები სუფთა ჰაერს სუნთქავენ და არა გამონაბოლქვს. აგარაკზე ცხოვრება ფიზიკურ ვარჯიშში ძალიან მიწყობს ხელს. აქ მეტი საშუალება მაქვს, თავისუფალ დროს ვივარჯიშო, ფეხით ვისეირნო სუფთა ჰაერზე, საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული აუზში ვცურავ, შემდეგ ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ და ასე ვცდილობ, მთელი დღის უმოძრაო რეჟიმი ფიზიკური აქტიურობით დავაბალანსო.
რაც შეეხება რემონტის საკითხს, ამ პროცესში ყოველთვის მე თვითონ ვარ ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სახლი იყო სააგარაკო და მხოლოდ ზაფხულისთვის განკუთვნილი, არ იყო გათბობა და სხვა დამატებითი პირობები, რაც ადამიანს ზამთარში სჭირდება. ზაფხულში დიდ დროს ვერანდაზე ვატარებთ, სადილითაც იქვე ვსადილობთ, ვისვენებთ და ა.შ. წელს უკვე მოგვიწია ბინის ინტერიერში მცირე კორექტირების შეტანა, რადგან ვაპირებთ ზამთარი აქ გავატაროთ და შესაბამისი პირობები გვქონდეს. აქტიურად ვიყავი ჩართული რემონტის პროცესში.
სახლი აუცილებლად უნდა იყოს ჩემი გემოვნებით მოწყობილი და ჩემთვის მისაღები. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემი შვილებისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი და ამას ვერავის ვანდობ.
- ანუ დიზაინერის მომსახურებით არ გისარგებლიათ?
- არა, არასოდეს მიმინდვია ჩემი სახლის დიზაინი დიზაინერისთვის.
- რემონტის დროს რა ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა?
- თბილი და ნათელი ფერები შევარჩიე, მეტ სიმყურდოვეს და სიმშვიდეს ქმნის. ხეს მივეცით ძალიან დიდი დატვირთვა. ხის დეტალები ძირითადად სამზარეულოში გამოვიყენეთ. ვფიქრობ, რომ ხე აგარაკს უხდება და რაც ყველაზე მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა. მე პირადად ძალიან მომწონს ქვისა და ხის შერწყმა, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე, ინტერიერში ორივე დეტალი გამომეყენებინა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია ვერანდა, სადაც დიდ დროს ვატარებთ. დასვენებისა და განმარტოებისთვის ეს შეუდარებელი ადგილია. ვერანდაზე მიდგას სარწეველა, სადაც შემიძლია მშვიდად მოვკალათდე და რამე სასიამოვნო წიგნი წავიკითხო, მივირთვა ჩაი და ა.შ.
- თბილისის და წავკისის სახლები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ ერთ სტილში გაქვთ მოწყობილი?
- აბსოლუტურად განსხვავებულია. თბილისის სახლი უფრო კლასიკურადაა მოწყობილი, რასაც ნამდვლად ვერ ვიტყვი წავკისზე. აქ უფრო შევინარჩუნეთ სტილი, რომელიც სააგარაკო სახლს მოუხდებოდა. შევეცადე, სახლი ყოფილიყო მინიმალისტური და სადა.
- სახლში თუ გაქვთ გამოყოფილი კონკრეტული ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს?
- ძალიან მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება, ამიტომ სამზარეულო ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. წავკისის სახლში ჩემთვის „არატრადიციული“ სამზარეულო მოვიწყვე, რომელიც მეტად კომფორტული და მოსახერხებელია. აქ გათვალისწინებულია ყველა ის პირობა, რომელიც მე მჭირდება სამზარეულოში.
- რომელი კერძი უყვართ განსაკუთრებით თქვენს მეუღლეს და შვილებს?
- ჩემს მეუღლეს და შვილებს განსაკუთრებით უყვართ ხორციანი კერძები. შესაბამისად, როცა მარხვა არ არის, ვცდილობ, ყოველთვის ხორციანი კერძები მოვამზადო. მრავალფეროვან კერძებს ვუმზადებ, შესაბამისად გამოცდილებაც დიდი მაქვს. ხორცს ვწვავ სხვადასხვანაირად. აუცილებლად სუნელებით უნდა იყოს შენელებული. მიყვარს ღორის ხორცის მომზადება, რომელსაც მთელი ღამით ფორთოხალსა და სხვადასხვა სუნელში ვტოვებ, მეორე დღეს კი ასევე ფორთოხლებში ვწვავ.
- მისაღები ოთახი როგორ მოაწყვეთ?
- შევეცადე, მისაღები ოთახი სადა და ფუნქციური ყოფილიყო. აქ გვაქვს ბუხარი, რომელიც ძალიან მომწონს. სასიამოვნოა, როცა ზამთარში დაღლილი ცეცხლთან ზიხარ და შეშის ტკაცატკუცს უსმენ, ძალიან გამშვიდებს. როცა ცეცხლს უყურებ, ბევრი უარყოფითი ენერგია მიდის შენგან. ამ ბუხარში ხშირად ვწვავთ მწვადებს, რაც ძალიან მოსწონთ ჩვენს მეგობრებს.
- ვერანდაზე და არა მარტო ვერანდაზე, ძალიან ლამაზი ყვავილები გაქვთ. ალბათ გიყვართ მცენარეები.
- ძალიან მიყვარს ყვავილები და ვცდილობ, ეზო მაქსიმალურად იყოს გალამაზებული. მხოლოდ ლამაზი ყვავილების ყურება არ მიყვარს. მათი მოვლაც მსიამოვნებს. ახლა აქცენტი ვარდებზე მაქვს გაკეთებული. წავკისის ყინვებს ბევრმა მცენარემ ვერ გაუძლო. გული მწყდება ხოლმე, როცა რომელიმე ყვავილი კვდება. ვარდი ყველანაირ ტემპერატურას უძლებს, ამიტომაც გადავიტანე ყურადღება მათზე. თითოეულ კოკორს ჩავყურებ, როდის გაიშლება და გაიფურჩქნება.
- მებაღეც გეხმარებათ თუ თქვენ თვითონ უვლით ამ ყველაფერს?
- ჩვენ თვითონ ვახერხებთ, თუმცა გვყავს დამხმარე, რომელიც უფრო რთული და სერიოზული სამუშაოების დროს გვეხმარება. ვარდების გასხვლა იქნება, გასუფთავება, მორწყვა თუ სხვა, მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით.
- სტუმრები ხშირად გყავთ ქალაქიდან?
- რა თქმა უნდა. შაბათ-კვირას მაქსიმალურად ვცდილობთ, დავრჩეთ წავკისში და არ ჩამოვიდეთ ქალაქში. ყველამ იცის, რომ ეს დღეები საოჯახო შეკრებისთვის, მეგობრებისთვის გვაქვს გამოყოფილი და ხშირად გვსტუმრობენ. ძალიან უყვართ ჩემი მომზადებულ კერძები, ამასთანავე ყველას უნდა ქალაქის ხმაურს და სიცხეს გაერიდოს. მეგობრები და ოჯახი ჩემთვის არის ის, რაც ადამიანს ასულდგმულებს და ძალას მატებს. მათ გარეშე არსებობა წარმოუდგენელია.
წავკისში გვაქვს აუზიც. ხშირად არიან აქ ჩემი შვილის მეგობრები, ერთობიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.
- ეს თქვენი საოცნებო სახლია?
- საოცნებო სახლი მაქვს, მაგრამ ეს ოცნება ჯერ არ განმიხორციელებია. თუმცა იმედი მაქვს, რომ ავაშენებ ისეთ სახლს, რომელიც ჩემი გემოვნებით იქნება მოწყობილი. ამ სახლს აუცილებლად ექნება დიდი ეზო და ვერანდა, სადაც მშვიდად შევძლებ თუნდაც ყავის დალევას. ვერანდა უნდა იყოს მზიანი და თბილი. მზე ჩემთვის არის ენერგიის წყარო. ვერანდაზე ზამთარ-ზაფხულს აუცილებლად უამრავი ყვავილი იქნება. დღეს არის იმის საშუალება, რომ შემინო აივანი, თუ ვერანდა და ყვავილებს სასურველი პირობები შეუქმნა. რაღაც განსაკუთრებულ სახლზე არ ვოცნებობ, მთავარია, ჩემმა შვილებმა კომფორტულად იგრძნონ თავი.
მერი ბლიაძე