ზაფხული კარს მოგვადგა. წარმოუდგენელია ზაფხული მზის, ზღვის და აუზის გარეშე. ყველას არ აქვს შესაძლებლობა და დრო, რომ ზაფხულის ცხელი დღეები ზღვაზე გაატაროს, ამიტომ დიდია მოთხოვნა აუზზე. აუზების ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი ზურა ღლონტი გაგიწევთ რეკომენდაციას, როგორ უნდა დაიგეგმოს აუზის მშენებლობა სწორად, რა უნდა იცოდეთ ნაგებობის და ამავე დროს წყლის ხარისხზე, მის მოვლასა და განახლებაზე.
- პირველ რიგში ვითვალისწინებთ დამკვეთის სურვილებს. შემდეგ ვაძლევთ რეკომენდაციებს. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ადგილი, გაკეთდეს ნახაზი, დიზაინი, შემდეგ მოდიან ჩვენთან დამკვეთი და ვუკეთებთ ტექნოლოგიურ ნახაზს. ამ ნახაზის
შემდეგ ხდება სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
- რას გულისხმობს საუკეთესო ტექნოლოგია?
- საუკეთესო ტექნოლოგია პირველ რიგში გულისხმობს აუზში საუკეთესო ხარისხის წყალს, მოპირკეთების მასალებს, ელექტროენერგიის ნაკლებ დანახარჯს. ჩვენ აუზში საღებავებს არ ვიყენებთ. გამოვიყენებთ სპეციალურ ფილებს, მოზაიკას, ან ჩვეულებრივ კერამიკულ ფილებს.
- რამდენი ხანი აქვს გარანტია ხარისხიანად გაკეთებულ აუზს?
- დაახლოებით 10-15 წელი.
- ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა მოუაროს აუზს. რას ურჩევთ მათ?
- ჩვენს ყველა მომხმარებელს დეტალურად ვაწვდით ინფორმაცია, როგორ უნდა მოუაროს, გაწმინდოს აუზი, რა ქიმიური საშუალებები იხმაროს. წყლის დამუშავების ქიმიური და ფიზიკური მეთოდები ერთდროულად აუცილებელია წყლის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის. მხოლოდ ფილტრაცია და ცირკულაცია საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შეაჩერო წყალში მიკროორგანიზმების განვითარება. ამიტომ არ შეიძლება ქიმიური საშუალებების უგულებელყოფა. ვირუსი, სოკო და ბაქტერია კვდება მხოლოდ წყლის დეზინფექციის დროს.
წყალმცენარეების წარმოქმნას ხელს უშლის ალგიციდი, ხოლო კუაგულანტი ხელს უწყობს წყლის და წვრილი ნაწილაკების დალექვას. ამრიგად, საცურაო აუზის ყველა მფლობელმა, უნდა გამოიყენოს ქიმიური პრეპარატები, რაც უზრუნველყოფს წყლის ხარისხს.
აუზის გასაწმენდად არაერთი საშუალება არსებობს. მაგალითად:
ქლორ – გრანულატი
ის არის სწრაფად ხსნადი სტაბილიზირებული ქლორის პრეპარატი გრანულებში, რომელიც გამოიყენება, როგორც სადეზინფექციო საშუალება ბაქტერიების სალიკვიდაციოდ და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, როგორც შოკური საშუალება.
ტაბლეტები BST
ტაბლეტები შეიცავს თავისუფალ ქლორს, ფლოკეულანტს და წყალმცენარეების წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებას. ის წარმოადგენს ნელა ხსნადი სტაბილიზირებული ქლორის პრეპარატს, რომელიც გამოიყენება აუზის წყლის ხანგრძლივი პროფილაქტიკური მოვლისათვის. სუფთა წყლის შესანარჩუნებლად ტაბლეტი უნდა მოთავსდეს სკიმერში.
ფლოკერიფხვნილი
იგი წარმოადგენს სწრაფად ხსნად ფხვნილს. გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ.
ფლოკულანტიტაბლეტები
125 გრამიანი ტაბლეტებია მოთავსებული ნაჭრის ტომსიკაში და გამოიყენება მცირედი დაბინძურებისა და შლამების საწინააღმდეგოდ.
PH პლუსი
არის ფხვნილის სახით, გამოიყენება PH დონის მოსამატებლად. PH-ის იდეალური დონეა 7,0-7,4. წარმოადგენს ტუტის შემცველ პრეპარატს. უნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ფართზე.
PH მინუსი
გრანულები გამოიყენება PH-ის დონის დასაწევად. უნდა გაიხსნას წყალში და თანაბრად მოისხას აუზის წყლის მთელ ზედაპირზე.
ალგექსი
ეს სითხე ხელს უშლის წყალმცენარეების წარმოქმნას. 100მლგ საჭიროა 10მ3 წყალზე, უნდა მოისხას აუზის წყლის პერიმეტრზე და ჩაირთოს ცირკულაცია.
ქიდს ქეარ
წყლის მოვლის საშუალება საბავშვო აუზებში, ქლორის შემცველობის გარეშე, უსაფრთხოა ბავშვის კანისათვის. არის ბაქტერიებისა და წყალმცენარეების საწინააღმდეგო. PH ნეიტრალურია.
არის კიდევ არაერთი საშულება, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
- აუზის არასწორმა მოვლამ რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს?
- ზიანი პირველ რიგში ადგება ორგანიზმს და ჯანმრთელობას. გადამეტებული ქლორი საზიანოა. აუზში ძალიან ბევრი ბაქტერია გროვდება. დაახლოებით 20-30 დაავადება გადადის წყლით. რა თქმა უნდა ეს იმ შემთხვევაში თუ არ მოვუვლით. თუ ადამიანმა არ იცის, როგორ მოუაროს აუზს და ზედმეტ ქიმიკატებს გამოიყენებს, ამან შესაძლოა ალერგიული ფონი გამოიწვიოს, ასევე კანის სხვადასხვა დაავადება და ა.შ. კარგი აუზი თუ გაქვს და იცი მისი მოვლა, ერთხელ ჩასხმული წყალი, შესაძლოა მთელი სეზონის განმავლობაში არ გამოცვალო.
წარმოიდგინეთ, ბევრი არ ითვლის წყლის ხარჯს, ჩაასხამენ და მალევე გადაღვრიან. საზღვარგარეთ, სადაც წყალი საკმაოდ ძვირი ღირს, იქ არავინ არ დაცლის აუზს ასე ხშირად. უფრთხილდებიან წყალსაც და ფულსაც.
- რამდენ ხანში ერთხელ არის მიზანშეწონილი აუზის განახლება?
- თუ აუზი ხარისხიანი მასალით არის გაკეთებული და თან სწორადაც უვლის მეპატრონე, 12-15 წელიწადი არ დასჭირდება განახლება.
- ხარჯები საიდან სადამდე მერყეობს?
- თითოეული აუზი ძალიან ინდივიდუალურია და შესაბამისად მისი გაკეთებისა და მოვლის ხარჯებიც ასევე განსხვავებულია. ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში მის ზომაზე, გამოყენებულ მოსაპირკეთებელ მასალებზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე, მის დანიშნულებაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე, სამშენებლო ნაწილის სირთულეზე და მრავალ სხვა პირობაზე.
მერი ბლიაძე