მსახიობმა ნინო კასრაძემ დიდი ხანია დედაქალაქის ხმაურს ქალაქგარეთ ცხოვრება არჩია. მან თავის კერძო სახლში გადაცემა "სხვა შუადღეს" უმასპინძლა და ინტერვიუც მისცა.
- დიდიხანია ქალაქგარეთ ცხოვრობთ?
- ალბათ, 14 წელი. მე ძალიან მომწონს აქ ცხოვრება და ახლა ვხედავ, რომ ნელ-ნელა სხვებსაც უფროდაუფრო მოსწონს ქალაქგარეთ ცხოვრება.
- მარტო ყოფნა გიყვართ?
-ხან კი, ხან არა.
-სახლის გარდა ყველაზე დიდ დროს სად ატარებთ?
-თეატრში, გადაღებებზე...
-მებაღეობითაც ხართ დაკავებული?
- დიახ, შეუძლებელია აქ იცხოვრო და არ იყო რაღაც დოზით ამ პროცესში ჩართული. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
-რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდით?
-რომ არა მსახიობი, ისევ მსახიობი ვიქნებოდი. რაც არ უნდა გამეკეთებინდა, აინც ვფიქრობ, რომ ხელოვნებასთან ახლოს ვიქნებოდი.
-გაქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რაც ცხოვრებაში გითამაშიათ?
-მე მგონია, რომ ყველა როლი, რაღაც ეტაპისთვის, მნიშვნელოვანი იყო. ყველამ დაამშვენა რაღაც პერიოდი.
-ზებუნებრივი ძალა რომ გქონდეთ, რა ძალა იქნებოდა?
-ზებუნებრივი არა, მაგრამ მე მინდა, რომ ვმღეროდე. ვიყო ოპერის მომღერალი.
-სახლში ცხოველები გყავთ?
-ორი ძაღლი მყავს.
-საჭმელს აკეთებთ?
-ვაკეთებ.
-ბოლოს რა გააკეთეთ?
-რავიცი, ყოველდღე ჩემს შვილს საუზმეს ვუმზადებ, ისე კარგად ვამზადებ.
-რომელ წიგნს გადაიკითხავდით ბევრჯერ?
-მე მგონია, რომ მარკესის მოთხრობებს, რაშიც ნობელი პრემია აიღო, აუცილებლად გადავიკითხავ.
-არის ისეთი წიგნი, რამაც ბავშვობაში თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
-ბავშვობაში არა, მაგრამ ცოტახნის წინ სალმან რუშდის ,,ეშმაკეული აიები" წავიკითხე და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
-რა გახარებთ ყველაზე მეტად?
-პირველ რიგში, ჯანმრთელობა, კარგი დიაგნოზი ცუდი შიშის დროს და ადამიანური გულმოწყალება.
-რას მიიჩნევთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ მიღწევად?
-ოჯახს.
-სიყვარული ყველას უნდა?
-კი, ვისაც არ უნდა, მათაც უნდათ, მაგრამ ეშინიათ.
-არის რამე, რასაც არასდროს გააკეთებთ?
-მემგონი უზნეობას არ ჩავიდენ. მაგრამ, ,,არასოდეს თქვა არასოდესო".
-რომელი მსახიობი იქნებოდა თქვენი ახლო მეგობარი?
- მერილ სტრიპი.
-ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ ადამიანებში
-გულწრფელობას.
-არის რამე, რასაც ნანობთ?
-დიახ, ძალიან ხშირად, უარს ვამბობდი რაღაც შემოთავაზებებზე. იქ ჩემი მეგობრები თამაშობდნენ, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები და კარგი იქნებოდა, მათთან ერთად მეთამაშა.
-საუკეთესო რჩევა, რაც მიგიღიათ
-ჩემმა მასწავლებელმა მითხრა ერთხელ, ,,ეჭვიანი ნუ იქნები ჩვენს პროფესიაში, ეს ძალიან ცუდიაო". არაჩვეულებრივი რჩევაა. ეჭვიანობა ყველასთვის საშინელებაა.
-ყველაზე ბედნიერი წუთი თქვენს ცხოვრებაში
-ჩემი შვილების დაბადება ბედნიერებაა. მე მგონია, რომ კიდევ გვექნება ბედნიერი წუთები.
- რა არის ბედნიერება?
-ჰარმონიის განცდა, სამყაროსთან ერთიანობა, როდესაც მეტი არაფერი გინდა და კარგად ხარ. შეიძლება ტახტზე იყო წამოგორებული ახლობელ ადამიანთან ერთად და ტელევიზორს უყურებდე. სიმშვიდის განცდა არის ბედნიერება.
კომენტარები