ჩვენ გარშემო არიან პოზიტიური, ნიჭიერი, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყოველთვის საინტერესო და სასურველია... მედიკო ქორთუშვილი უცხო ენების სპეციალისტია. ზუგდიდში ერთ ძალიან მყუდრო და ლამაზ სახლში ცხოვრობს. წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად საკუთარი სახლის ეზოში ულამაზესი ბაღი გააშენა და პატარა ყვავილნარი მოაწყო. დღეს მისი სახლი და ეზო მათთან მისულ სტუმრებს სასიამოვნო განწყობას უქმნის და ბევრ სითბოს გვრის.
– პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ვცხოვრობ ზუგდიდში. ჩემი მეუღლე საერთაშორისო წითელი ჯვრის დელეგაციაშია და საზღვარგარეთ იმყოფება. მე და ჩემი ვაჟი ვცხოვრობთ ერთად, მეუღლე სამ
თვეში ერთხელ ჩამოდის შვებულებით. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, 2008 წელს ავაშენეთ. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი. პატარა ეზოა, მეტი გაქანების საშუალება არ გვქონდა. აგურის ფილები, კენჭები, ყველაფერი ჩემი მეუღლის ხელით არის გაკეთებული. ქვების და კენჭების ნაწილი შავი ზღვის სანაპიროდან გვაქვს ჩამოტანილი.
– ალბათ არ იყო ეს გზა მარტივი....
– რა თქმა უნდა, ბაღის გაშენება არ არის მარტივი. საკმაოდ დიდი დრო და შრომაა ჩადებული ამ პატარა ბაღში. ჩვენ იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ ჩემი მეუღლე სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდა. იყო გვინეაში, მიანმაში, კენიაში, ისრაელში, ახლა იემენშია. ყველა ქვეყნიდან მოჰქონდა სხვადასხვა სახეობის, იშვიათი მცენარეები. გავახარეთ, მოვუარეთ ამ მცენარეებს და დღეს ჩვენს ბაღს ალამაზებენ.
– როგორ შეეგუვნენ საქართველოს ჰავასა და ნიადაგს?
– სხვათა შორის, პრეტენზიულბი იყვნენ, მაგრამ ასე თუ ისე შეეგუვნენ. ერთი-ორი გამიხმა კიდეც, ვერ მოვუარე სათანადოდ. უმრავლესობამ იხარა. შვილივით ვუვლიდით თითოეულ ძირს. ზამთარში შიგნით შემომაქვს. იმდენია, რომ ოთახები ყვავილებით ივსება. ამ მხრივ ცოტა გვიჭირს გამოზამთრება, მაგრამ მაინც ვახერხებ.
– ბაღის გაშენება არ არის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია მისი მოვლა. მარტო ართმევთ ამ საქმეს თავს, თუ მებაღე გეხმარებათ?
– როცა ჩემი მეუღლეც აქაა, ერთად ვუვლით, დანარჩენ დროს მარტო ვუძღვები. დილით ადგომა მიხარია და მათთან ურთიერთობა მაბედნიერებს. თავიდან დილეტანტი ვიყავი, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფერი მაინტერესებდა. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე. ახლა უკვე, როცა ჩემი მეუღლე საქართველოში არ არის, ყველაფერს მე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დამღლელი პროცესია, მაგრამ ამ დროს დაღლაც სასიამოვნოა.
– მარადმწვანე მცენარეები ჭარბობს თქვენს ბაღში. რატომ მიანიჭეთ მათ უპირატესობა?
– ვინაიდან ყველა სეზონზე მწვანეა, ეზოს განსაკუთრებულ ხიბლს და სიცოცხლეს სძენს. ჩემი უსაყვარლესი ხეა ნეკერჩხალი. ოთხი ხე მაქვს ეზოში, ორი წითელი და ორი მწვანე.
– ეზოში ხეხილიც გაქვთ?
– სამწუხაროდ, ხეხილი არ მაქვს. ადგილი აღარ არის და არ მაქვს ამის საშუალება. ძალიან ბევრი რაღაცა მიმწონს, მინდა დარგვა, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ეტევა. ძალიან განვიცდი, რომ ბევრს ვერაფერს ვამატებ. თუ რამეს ვყიდულობ, ქოთნებში ვრგავ.
– ახლა ისეთი პერიოდია, რომ ბაღში ნაკლებად არის სამუშაო. როდის და როგორ დაიწყებთ ბაღის განახლებას?
– წელს ჩვენთან თბილი ამინდები იყო და ვარდები კიდევ ყვავილობენ, ამიტომ მათი გასხვლა დამენანა. თებერვლის დასაწყისში ვარდებს და ჭანჭყატებს გადავჭრი. ფორმას მივცემ, მიწას გავუფხვიერებ, შევწამლავ, რომ სოკო და ნაცარი არ გაუჩდეთ. ჭანჭყატები ძალიან ჭირვეულები არიან და განსაკუთრებული მოვლა უნდათ. თვეში დაახლოებით სამჯერ სჭირდებათ შეწამვლა. თუ გულდასმით არ მოუარე, ისე სასურველ შედეგს ვერ მიიღებ.
– როგორ ანოყივრებთ ნიადაგს?
– მიწაში გაფხვიერებულ ნაკელს ვყრი. ასევე, ვიყენებ ორგანულ სასუქს.
– ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებით?
– როგორც გითხარით, ჭანჭყატები ძალიან რთული მოსავლელია. ხშირად უჩნდება ისეთი მწერები, რომელიც ჭამს ფოთლებს და ახმობს მცენარეს. ბაღებში ხშირია სარეველების პრობლემა, მაგრამ ჩემს ბაღს ეს დიდად არ აწუხებს, რადგან ბაღი მაქსიმალურად არის დატვირთული და სარეველა იშვიათად ამოდის. არასოდე ვხმარობ შხამქიმიკატებს, რადგან მცენარეებსაც აზიანებს. თუ სადმე სარეველა ამოვიდა, ძირითადად ხელით ვებრძვი. ხშირად მაქვს ხავსის პრობლემა. საიდან მოდის ვერ გავარკვიე.
– არის ეს ის ბაღი, რომელზეც ოცნებობდით?
– ძალიან მიყვარს ჩემი ბაღი, დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი მოვლა, ცქერა, მაგრამ სულ ვნატრობ, რომ უფრო დიდი ეზო მქონდეს, რათა ჩემს ფანტაზიას და სურველებს მეტი გასაქანი მივცე. ჩემს მეუღლეს დიზაინის საოცარი ნიჭი აქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი ეზო რომ გვქონდეს, უფრო ლამაზ ბაღს გავაკეთებდით ერთად.
მერი ბლიაძე

კომენტარები