ანუკი ნოზაძე მოყვარული დამწყები მებაღეა. ხაშურში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად. სულ მალე მესამე ვაჯის მოლოდინშია. საოჯახო საქმეების გარდა, ოჯახურ ბიზნესს უძღვება მეუღლესთან ერთად, თუმცა ამ ბაღის ასე მოვლა-გალამაზებასაც ახერხებს.
- სახლი ავაშენეთ უკვე სამი წელია და თავიდან ბოლომდე არის დაგეგმარებული ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ. გვაქვს საერთო ინტერესები და შევძელით ამ სამ წელიწადში მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რაც ახლა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამის მოწყობა გვსურს, მაგრამ ნელი ნაბიჯებით მივიწევთ წინ.
- არის ის, რაც
თავიდან იყო ჩაფიქრებული?
- რა თქმა უნდა. წინასწარ თუ არ დაიგეგმა თუნდაც მცენარეების, ხეების დარგვა სწორ ადგილას, ისე არაფერი გამოვა. ჩვენც, სანამ სახლის მშენებლობას დავიწყებდით, უკვე ვიცოდით, სად რა უნდა გაგვეკეთებინა, სულ ამაზე ვსაუბრობდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე. სახლი სადაც გვიდგას, ეს ეზო ჩემი უძვირფასესი დედამთილის და მამამთილის დამსახურებაა. წლების წინ შეუძენიათ, მაშინ, როცა ჩემი მეუღლე პატარა იყო.
- ვინ უვლის, რა მცენარეები გაქვთ დარგული?
- მოვლით, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მე ვარ ჩართული. ძირითადად მაქვს ვარდები, ზამბახები, ვერცხლისფერი ნაძვები, ხვიარა ვარდები, ქოთნის მცენარეები ვერანდაზე, ხეხილიც, ვაზიც. მაქვს პატარა ბოსტანი, სადაც მომყავს ნატურალური მწვანილი, კიტრი, პომიდორი.
- მოვლის განსაკუთრებული მეთოდები თუ გაქვთ?
- არა, თქვენ წარმოიდგინეთ. უბრალოდ ვრწყავ წყლით და ვწამლავ სხვადასხვა დაავადებასა და მავნებლებზე. მე უბრალოდ ძალიან მიყვარს ჩემი მცენარეები და ისინი ამას გრძნობენ.
- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს?
- რას ვურჩევდი და მოეფერონ თავიანთ მცენარეებს, მათაც სტკივათ და გრძნობენ. გაილამაზონ ცხოვრება მათი მოვლით და დამიჯერეთ, ძალიან ბედნიერები იქნებით.

კომენტარები