"თუ გიყვართ მცენარეები, ყველაფერი გამოგივათ" - ლამაზი ბაღი მარტვილიდან

თეა კოკაია მარტვილის რაიონში სოფელ დიდჭყონში ცხოვრობს. პროფესიით ექთანი და სტილისტია, ამჟამად დიასახლისია და აქვს ორი დიდი გატაცება - მებაღეობა და კულინარია. სწორედ თავის ბაღზე გვესაუბრება.

- ყვავილების გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. სადმე რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს სახლში დავბრუნდე და ვნახო, როგორ არიან. ბავშობიდანვე მიყვარდა ყვავილები. გარდა ეზოსი, სახლშიც მაქვს ქოთნის ყვავილები და მათაც ვუვლი.

ბაღში მაქვს პიონები, გლადიოლუსები, ფლოქსები, მიხაკი, ტეკომა, პასიფლორა, ცინიები და კიდევ ბევრი რამ. ძირითადად მე ვუვლი, ჩემი მთავარი გატაცებაა.

არანაირი განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. ვრწყავ და
სასუქს ვაძლევ.

დამწყებ მებაღეებს ვურჩევდი, თუ გიყვართ მცენარეები, ყველაფერი გამოგივათ. ესაუბრეთ, მოეფერეთ მცენარეს და აუცილებლად გაგახარებენ.






თეას კულინარიული ნამუშევრები

კომენტარები

ეკა 2020-12-13 01:22
ულამაზესი ბაღი გაქვთ და ძალიან მაგარი გოგო ხარ წარმატებებიიი
ლიანა 2020-07-29 14:03
ძალიან მომეწონა თეაკოს ბაღნარი.
წარმატებები ცხოვრების გზაზე- მეყვავილეობაში და კულინარიაში.პირად ცხოვრებაში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები