საინტერესო იდეები აგარაკზე მწვადის შესაწვავად


ნახეთ, როგორ შეიძლება გააკეთოთ თიხის კაშპოსგან მაყალი ან გრილი. გთავაზობთ გრილის ზონის მოწყობის საინტერესო და მოსახერხებელ იდეებს.
დიახ, არ არის აუცილებელი მწვადის შესაწვავად ძვირადღირებული გრილის შეძენა ან ტრადიციული მაყალის მოწყობა. შეგიძლიათ ისინი ღირსეულად ჩანააცვლოთ სხვა, უფრო მარტივი და თანამედროვე საშუალებებით.


შვედური ნათურა მოგცემთ საშუალებას გემრიელი და სასარგებლო საკვები ბუნებაში მოამზადოთ.
საამისოდ დაგჭირდებათ ხის მორი, რომელსაც ჩაჭრით, როგორც ტორტს, სექციებად, თუმცა არა ბოლომდე, დაახლოებით მის მეხუთედს. გაჭრილ ადგილებში მოათავსებთ ადვილად აალებად მასალას, იქნება ეს თივა, ხმელი ხის ტოტები
თუ სხვა რამ. თუ ხის მორს გარშემო მავთულს შემოავლებთ მასზე მძიმე რამის დადგმასაც მოახერხებთ.


დასაკიდი გრილი ჯაჭვებზე - ძალიან კარგი ვარიანტია მაშინ, როდესაც საკვების მომზადების დროს ტემპერატურის რეგულირებაა საჭირო.

ეს მაყალი კი ორი ძველი ბორბლის დისკისგან არის დამზადებული. მასზე შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც მწვადი შამფურზე ისე ბარბექიუ.

ეს აგურის კონსტრუქცია კი ძალიან მარტივად კეთდება და დიდხანს გემსახურებათ.

ყვავილების ქოთნით ხორცს, რა თქმა უნდა, ვერ მოამზადებთ, თუმცა თიხის ქოთანი სერვირებისთვის და ტემპერატურის შესანრჩუნებლად ძალიან კარგი საშუალებაა.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როდესაც ძველი ბორბლის დისკი შესაძლოა აქციოთ გაკვეული კონსტრუქციის მთავარ ნაწილად.

ეს მაყალი კი ძველი სარეცხის მნქანის მბრუნავი ნაწილისგან არის გაკეთებული. ის განსაკუთრებულად ლამაზად ღამით, სიბნელეში გამოიყურება.

მსგავსი ბუხრის გაკეთებას ბუნებაში ცოტა დიდი დრო სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს, ჩათავალეთ, რომ ეზოში სრულყოფილი სამზარეულო გაქვთ.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები