ხელსაბანი აგარაკისთვის - საინტერესო იდეები

ცენტრალური წყალსადენი ყველა აგარაკზე არ არის. ამის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, არადა, აგარაკზე მუდმივად არის ხელების დაბანის თუ რამის გარეცხვის საჭიროება, გამდინარე წყლის გარეშე ამის გაკეთება ძალიან მოუხერხებელია.

სწორედ მსგავს სიტუაციებში გამოიყენება ხელსაბანი, რომლის არსებობაც საგრძნობლად ამარტივებს თუნდაც ხელის დაბანის პროცესს. მოდით ვნახოთ, რას წარმოადგეს ეს კონსტრუქცია და შესაძლებელია თუ არა მისი საკუთარი ხელით გაკეთება.

ხელსაბანის ფუნქციას ამ შემთხვევაში ასრულებს ორი ჭურჭელი. თავად კონსტრუქცია ძალიან მარტივია. ჭურჭელში ასხამენ სუფთა წყალს, შემდეგ ატრიალებენ ონკანს ან ხელს აჭერენ სპეციალურ "ღილაკს ", რომელიც გზას
უხსნის წყალს და წყლის ნაკადის მოედინება, რაც იძლევა ხელის დაბანის ან ჭურჭლის გარეცხვის საშუალებას. ჭუჭყიანი წყალი ჩაედინება ნიჟარაში, იქიდან გაედინება მეორე ჭურჭელში, როდესაც ეს ჭურჭელი ივსება, მას ცლიან და ხელახლა ათავსებენ ნიჟარის ქვემოთ.

ამ სისტემის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მაგალითად, ნიჟარის ქვემოთ ათავსებენ ჩვეულებრივ სათლს. ზოგჯერ ნიჟარის ქვემოთ ამაგრებენ სპეციალურ მილს, რომლის საშუალებითაც წყალი სადმე გაედინება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უხერხდება აგარაკის მესაკუთრეს.
მსგავს ხელსაბანს, როგორც წესი, ეზოში აკეთებენ ხოლმე, თუმცა სახლშიც კეთდება, სამზარეულოში ან აბანოში.

ჭურჭელი წყლისთვის შესაძლოა იყოს პლასტმასის, ალუმინის, ხისაც კი. სურვილის შემთხვევაში რეზერვუარის გაცხელებაც არის შესაძლებელი. ეს ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით ზამთარში.

მსგავსი მოწყობილობები იყიდება მაღაზიებში. მისი დამონტაჟება კი ძალიან მარტივია. ასეთ ხელსაბანის გაკეთება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი.

მსგავსი მოწყობილობის დადებითი მხარეებია მცირე გაბარიტები, საკუთარი ხელით აწყობის და მონტაჟის შესაძლებლობა, მარტივად დემონტაჟი და გადატანა სხვა ადგილას, მისი ნებისმიერ ადგილას დამონტაჟება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, გახლავთ ის, რომ პერიოდულად საჭიროებს ბაკის შევსებას და რეზერვუარის დაცლას. შეუძლებელია მისი კანალიზაციასთან ან წყლის მილთან მიერთება.



მოდით განვიხილოთ ყველაზე მარტივი კონსტრუქციები:

დასაკიდი
ეს გახლავთ ნებისმიერი სახის ჭურჭელი, რომელსაც აქვს ონკანი და ღილაკი წყლის გამოსაშვებად. იკიდება ვერტიკალურად, პერიოდულად ივსება წყლით. თუ ქუჩაშია დამონტაჟებული, ზამთარში უმჯობესია მოხსნათ და სახლში შეიტანოთ ან შიგნით წყალი არ დატოვოთ, რათა არ გაიყინოს.
მსგავსი მოწყობილობის ყიდვა არ დაგჭირდებათ, მას თავადაც გააკეთებთ ძალიან მარტივად.

კონსტრუქცია დიდი არ არის. როგორც წესი, ჭურჭელი 3-5 ლიტრიანია. ეს რაოდენობა საკმარისია ხელების დასაბანად.
თუმცა არსებობს უფრო დიდი ზომის მოწყობილობებიც, მაგალითად - 15-18 ლ. მის დამონტაჟებას სჭირდება ბაზა და გამოიყენება არა მარტო ხელების დასაბანად, არამედ ჭურჭლის გასარეცხადაც.
ამ შემთხვევაში წყლის ნაკადის გამოსაშვებად მხოლოდ ონკანი გამოიყენება. ამ შემთხვევაში წყალი ჩაედინება პირდაპირ გრუნტში ან სპეციალურად ამოთხრილ ორმოში.


ტუმბო
ამ კონსტრუქციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ტუმბოა, რომელშიც მოთავსებულია ნიჟარა. ტუმბოს მოჰყვება ვერტიკალური კონსტრუქცია, რომელზეც მაგრდება ბაკი. ტუმბოს ზომა შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭიროებისამებრ.

იმისათვის, რომ მსგავსი კონსტრუქცია თავად გააკეთოთ, დაგჭირდებათ კანისტრა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის - ზეთის, საღებავის, და ა.შ. მთავარია, კარად გარეცხოთ. ასევე დაგჭირდებათ ონკანი.

კანისტრის ქვედა ნაწილში კეთდება ხვრელი. ქვემოთ კი მოათავსეთ ავზი, რომელშიც უნდა ჩავიდეს წყალი. ძალიან მარტივია.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები