ოხრახუშის მოყვანის ყველაზე სწრაფი მეთოდი - პირველ ყლორტებს სამ საათში ნახავთ

ოხრახუში ძალიან ბევრი კერძის ერთ-ერთი შეუცველელი ინგრედიენტია, მას ძალიან სასარგებლო თვისებები აქვს და ამასთანავე, საოცრად ალამაზებს ნებისმიერ საკვებს. ამ მცენარეს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ და ძალიან აფასებდნენ მის სამკურნალო თვისებებს.
ქვაზე მზარდი – ასე ითარგმნება ლათინურიდან ოხრახუშის ლათინური სახელწოდება. მართლაც, ეს გახლავთ აბსოლუტურად უპრეტენზიო მცენარე, რომელიც არ მოითხოვს არანაირ განსაკუთრებულ პირობებს, უპრობლემოდ იზრდება ნებისმიერ ნიადაგზე და ახარებს ადამიანებს გვიან შემოდგომამდე.
გაზრდით კი იზრდება, თუმცა ვისაც ერთხელ მაინც მოუყვანია ოხრახუში თესლის საშუალებით, დაგვეთანხმება, რომ მისი ამოსვლის პროცესი ცოტა დიდხანს გრძელდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ოხრახუშის თესლს, ისევე როგორც სტაფილოსი, კამის და ნიახურის, აქვს საკმაოდ მკვრივი გარსი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს. ეს კი ხელს უშლის წყლის შეწოვას.


როგორ დავთესოთ ოხრახუში
ჩვენ კი გაგიმხელთ საიდუმლოს, რომლის მეშვეობითაც თქვენ სულ რაღაც 3 საათში შეძლებთ ოხრახუშის გახარებას.
დაახლოებით 37 გრადუსამდე გააცხელეთ ახალი რძე და ოხრახუშის თესლები მასში 12 საათის განმავლობაში დაალბეთ.


დასათესად განკუთვნილი მიწა კარგად დაბარეთ და გააფხვიერეთ.
თესლები დაალაგეთ პერგამენტზე და შეაშრეთ, შემდეგ კი ჩარგეთ მიწაში. მორწყეთ ზომიერად და დაელოდეთ შედეგს.


იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამ მეთოდის ეფექტურობაში, გირჩევთ ექსპერიმენტი სახლის პირობებში ჩაატაროთ და რამდენიმე თესლი ჯერ ფანჯრის რაფაზე გაახაროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები