გაზაფხული მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლებიდან მალე ეზოებში გადავინაცვლებთ, დავტკბებით პეიზაჟებით, განვმარტოვდებით ფინჯანი ყავით ხელში ან ვუმასპინძლებთ საყვარელ ადამიანებს. ეზო სწორედ ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ, ამიტომ მისი მოწყობისას არაერთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. ამ ბლოგში კი ისეთ რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც ეზოს მოწყობის ან განახლების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის.
განსაზღვრეთ თქვენი მიზანი
სანამ უშუალოდ დიზაინზე დაიწყებთ ფიქრს, დაფიქრდით, როგორ წარმოგიდგენიათ სივრცის ათვისება. რა გსურთ - მყუდრო ადგილი დილის ყავისთვის, ბაღი ბოსტნეულისა და ყვავილების მოსაყვანად
შეაფასეთ თქვენი სივრცე
შემდეგი ნაბიჯი ეზოს ზომისა და ფორმის შეფასებაა. გაითვალისწინეთ ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ხეები, ბუჩქები, ღობეები და სხვა ელემენტები. ეზოს დაგეგმვისას გაითვალისწინეთ მზის სხივების ზემოქმედება და დრენაჟიც.
დაყავით სივრცე ზონებად
იმისათვის, რომ სივრცე სრულად აითვისოთ, დაყავით ეზო ზონებად. იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობის შექმნა გსურთ, შეგიძლიათ გააკეთოთ დასასვენებელი სივრცე, სასადილო ადგილი ან სათამაშო კუთხე. ზონებს შორის საზღვრების დასადგენად გამოიყენეთ ბილიკები, ღობეები ან გარე ავეჯი.
შეარჩიეთ მცენარეები
ეზოს მოწყობის აუცილებელი კომპონენტია მცენარეების შერჩევაც. არჩევანი გააკეთეთ ისეთ მცენარეებზე, რომლებიც შეესაბამება თქვენს კლიმატსა და ნიადაგს. ეზოსთვის გამწვანებისას გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მზის შუქი, მორწყვის საჭიროება და მოვლის სირთულე. იმისათვის, რომ ეზოში მრავალფეროვანი გარემო შექმნათ, კარგი იქნება თუ ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების კომბინაციით გაამწვანებთ სივრცეს.
აირჩიეთ შესაბამისი ავეჯი
არ უნდა გამოგვრჩეს ავეჯიც, რომელიც ეზოში კომფორტს განაპირობებს. შეიძინეთ ავეჯი ეზოსთვის, რომელიც შეესაბამება ექსტერიერს. კარგი იქნება თუ აქცენტს ისეთ მასალებზე გააკეთებთ, რომლებიც ცუდ ამინდსაც გაუძლებს. გაითვალისწინეთ თქვენი ეზოს მასშტაბიც და შეარჩიეთ მასთან შესაბამისი, პროპორციული ავეჯი და აქსესუარები.
დააყენეთ განათება
იმისათვის, რომ თქვენი ეზოთი როგორც დღისით, ასევე საღამოს საათებშიც დატკბეთ, აუცილებელია, რომ განათებები დააყენოთ. განათეთ ბილიკები, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები. სასურველი განწყობის მისაღწევად სცადეთ განათების სხვადასხვა ტექნიკა. შეგიძლიათ დააყენოთ მზის ენერგიაზე მომუშავე განათებაც, რომელიც როგორც ეკომეგობრული, ასევე ეკონომიური ვარიანტია.
შეიტანეთ პირადი შტრიხები
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, იმისათვის რომ თქვენს ეზოს ხასიათი შესძინოთ, შეიტანეთ პირადი შტრიხები, რომლებიც თქვენს გემოვნებასა და პიროვნებას ასახავს. ეს შეძლება იყოს ნებისმიერი ელემენტი, რომელიც თქვენთან ასოცირდება. არ შეგეშინდეთ იყოთ შემოქმედებითი და ჩაატარეთ ექსპერიმენტები.
შეჯამება
ეზოს მოწყობისას სამი კომპონენტი უნდა გაითვალისწინო: ფუნქციურობა, ესთეტიკა და პრაქტიკულობა. თქვენი პრიორიტეტების დალაგებით, სივრცის სწორად შეფასებით, ზონებად დაყოფითა და შესაბამისი მცენარეებისა და ავეჯის შერჩევით, შეძლებთ სივრცე მაქსიმალურად აითვისოთ და შექმნათ გარემო, სადაც როგორც განმარტოებასა და განტვირთვას, ასევე საყვარელ ადამიანებთან ერთად ხმაურიანი საღამოებით დატკბობას შეძლებთ.
R