ბაღი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ნამდვილად გაგაოცებთ და თქვენს აღფრთოვანებას გამოიწვევს. მისი შემქმნელი 85 წლის ქალბატონი, ნუნუ გოგოხიაა. ის სამი შვილის დედა, შვიდი შვილიშვილის და ერთი შვილთაშვილის ბებია გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი ნუნუს ბაღი რაიონის სავიზიტო ბარათია და ადგილობრივების გარდა, ხშირად ტურისტებიც კი სტუმრობენ. ბაღი სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, სამარგულიანის ქუჩაზე მდებარეობს და თუ სტუმრობის სურვილი გაგიჩნდებათ, დამერწმუნეთ, გულთბილად გიმასპინძლებენ.
- აფხაზეთში ისეთი კარ-მიდამო დავტოვე, აქაურობა არც შეედრება. ყოველთვის მიყვარდა მცენარეები, ყვავილები, მათი მოვლა და გახრება. აქ რომ დავსახლდი გახსენებაც
არ მინდა ისეთი იყო ყველაფერი, ნაგავსაყრელს ჰგავდა. მაგრამ ვთქვი, აუცილებლდ გავალამაზებ და გავამწვანებ-თქო. უკვე 10 წლისაა ჩემი ბაღი, თუმცა მაინც ყოველწლიურად ვავსებ და ვცვლი.
- ალბათ ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დაგჭირდათ ხრიოკი ადგილი ასეთ წალკოტად გექციათ.
- ნამდვილად ასე იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა, პატარა აფხაზეთი მომეწყო აქ, არაფერს ვუშინდებოდი. მინდოდა თითოეული მეზობლისთვის, უბრალო გამვლელისთვის, თანაქალაქელისთვის ლამაზი გარემო შემექმნა და მგონი გამომივიდა. ნიადაგი იყო ძალიან ცუდი, ქვიანი. დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რომ გამენოყივრებინა, აუარება მიწა შემოვიტანე, თუმცა დღემდე მაწუხებს ეს პრობლემა.
- ეზო არ გაქვთ შემოსაზღვრული, ღია სივრცეა, არ აზიანებენ?
- თუ მცირედით დაზიანდა რამე, ისევ ვაკეთებ. ზოგადად ყველას მოსწონს და უფრთხილდებიან. დიდად არაფერს არ აფუჭებენ, არ იპარავენ და არ აზიანებენ მცენარეებს, რაც ძალიან მახარებს. დილით ადრიანად ვდგები. ჯერ ფანჯარიდან გადმოვხედავ ჩემს ეზოს და ვტკბები, მერე ვიწყებ საქმიანობას. მეამაყება ეს ყველაფერი. ძალიან მიხარია, რომ ბევრს მოსწონს. მთავრობიდანაც მეხმარებიან, განათება გამიკეთეს. ზოგჯერ მსტუმრობენ კიდეც და მადლიერი ვარ მათი. მეც მინდა ჩემი საქმით ჩვენი ქალაქი წარმოვაჩინო.
ძალიან მიყვარს მარადმწვანე მცენარეები. ადვილი მოსავლელია და მთელი წლის განმავლობაში არ კარგავს სილამაზეს. თუმცა რა თქმა უნდა ეზოს ამშვენებს მოყვავილე ყვავილებიც.
- ეზოს ძალიან ალამაზებს აუზი. თქვენი ხელით გააკეთეთ?
- აუზი ჩემმა შვილმა გამიკეთა. მეც ძალიან მომწონს, ვფიქრობ ეზოს მშვენებაა, თან აგრილებს აქაურობას, წყლის ხმა კი სასიამოვნო მოსასმენია, ამშვიდებს კიდეც. ჩემი პენსია სულ ამ ეზოს მოწყობაში მიდის. ჩაის დავლევ, მაგრამ ეზოს არაფერს მოვაკლებ.
- ძალიან ბევრი დეკორაციაა ეზოში. ყიდულობთ, თუ თქვენ აკთებთ?
- ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. ეზოში გამოყოფოლი მაქვს სამუშაო სივრცე, ხუმრობით ჩემს კაბინეტს ვუძახი. სწორედ აქ იქმნება თითოული დეკორაცია. განსაკუთრებით მიყვარს ფარშევანგი, რომელიც ეზოს მშვენებაა.
- მოვლაში ვინ გეხმარებათ?
- როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვუვლი ამათაც. შეძლებისდაგვარად ყველა მეხმარება, შვილები, რძალი, შვილიშვილები. მაგრამ ძირითადი საქმე მირჩევნია მე გავაკეთო. მე ის უფრო მიხარია, მოვლილ და სუფთა ბაღში რომ სხედან და ტკბებიან ამ სილამაზით. სულ მეუბნებიან, დაისვენე, დაისვენეო. როცა არაფერს ვაკეთებ და აქ არ ვფუსფუსებ, ყველაფერი მაწუხებს და მტკივა. თუ საქმეში ვარ, ცუდად ყოფნა არც მახსენდება. მორწყვა, გაკრეჭვა, მცენარეების ფორმირება, სარეველებისგან გასუფთავება, ყველაფერს მე ვაკეთებ და ამ დროს სულაც არ ვგრძნობ დაღლას.
- უცხო ადამიანებიც გსტუმრობენ?
- ძალიან ხშირად. აქვე ეკლესიაა, ზოგჯერ წირვის შემდეგ შემოდიან, ზოგიც უბრალო გამვლელია, მოსწონთ და ჩერდებიან, ან ვიღაცისგან სმენიათ და სპეციალურად მოდიან სანახავად. ბევრი უცხოელი სტუმარიც მყოლია, აი ტურისტებად რომ ჩამოდიან თბილისში. მეუბნებიან რომ ყველაფერი ძალიან ლამაზია და მოსწონთ, იმედია, არ მატყუებენ (იღიმის).
მერი ბლიაძე