მაიკო ბუცხრიკიძე მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილის დედაა, ყოველთვის ახერხებს, გამონახოს დრო ყვავილების და ულამაზესი ეზოს მოსავლელად. როგორც თვითონ ამბობს, ოჯახის ყველაზე პატარა წევრიდან დაწყებული, ყველა აქტიურადაა ჩართული ეზოს მოწყობა გალამაზებაში. ეს მისი მეგორების საყვარელი მოსასვენებელი ადგილია, ფინჯან ყავასთან ერთად აქ ბევრ საჭირბოროტო თემებზე საუბრობენ და დრო სასიამოვნოდ გაჰყავთ.
- პროფესიით ექიმი ვარ. ოჯახი 19 წლის ასაკში შევქმენი. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. ჩემს მეუღლეს არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. დღემდე ერთად ვცხოვრობთ, მყავს სამი ვაჟი, ორი სკოლის მოსწავლეა, პატარა ბაღში დადის.
თითქმის ყველა ოჯახის
ჩემს დედამთილს ეკუთვნის სუროს იდეა, რომელიც ღობედ არის შემოვლებული. ჩემი ხუთი წლის შვილიც ჩართულია ამ საქმეში. მან სათამაშო სახლი მაჩუქა, რომლისგანაც დეკორაცია შევქმენი. ეზო არც ისე დიდია, მაგრამ ვცდილობ ყველა დეტალი გამოვიყენო.
მაქვს მარადმწვანე ხე ყვავილები, ასე რომ, ეზო ზამთარშიც გამწვანებულია. ეზოში რამდენიმე ხე-ყავილია, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს. მაგალითად, „ირმის რქა” ულამაზესია, როცა ყვავის. მყავს სუკულენტებიც, ყველას ვეფერები. დილით რომ ვიღვიძებ, პირველად ეზოში გავრბივარ, რაც ძალიან სასიამოვნო განწყობას მიქმნის მთელი დღის განმავლობაში. მოვლაც შრომატევადია, სუროს ყოველ სამ კვირაში უნდა გაკრეჭვა, სიმეტრია და სილამაზე რომ არ დაირღვეს. მიწას ორგანული სასუქით ვანოყიერებ (ნაკელით).
წარმოშობით ასპინძიდან ვარ, მამას მთიდან ყვავილების ნაირსახეობა ჩამოჰქონდა დედასთვის, საუცხოო ეზო გვქონდა, დედაჩემსაც უყვარს ყვავილები და ალბათ ამან იქონია ჩემზე დიდი გავლენა. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემთან სტუმრობა “მაიკოს გარდენია“ - ასე ეძახიან ჩემს ეზოს, ასე რომ ვთქვათ, დასასვენებლად შემოირბენენ ხოლმე.
მერი ბლიაძე
კომენტარები