ეს ქალბატონი აუდიტორიას კულინარიულ რეცეპტებს უზიარებს, ცეცხლზე მომზადებულ სხვადასხვა კერძს სთავაზობ, გადმოსცემს სოფლის ატმოსფეროს და ყველაზე ცუდი გურმანების ყურადღებასაც კი იპყრობს. ამ დროისთვის მის ვიდეო ბლოგს იუთუბზე 6 მილიონზე მეტი ჰყავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. პოპულარულ ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს.
ვიდეოების ავტორი და მემონტაჟე ცნობილი აზერბაიჯანელი ქალის შვილი, ამირასლან რამიხანოვია, რომელიც თითქმის ყოველთვის კულისებს მიღმაა. მან ჟურნალისტებთან ბლოგის შექმნის იდეაზე ისაუბრა, ასევე მოულოდნელ რეიტინგზე, ასევე გამომწერებს სოფლის ცხოვრების შესახებ გაუზიარა ინფორმცია.
"დავიბადე და ვცხოვრობ გუსარში, სოფელ გილში. პროფესიით
შეფ-მზარეული ვარ. პანდემიამდე ბაქოში ვმუშაობდი, მაგრამ კარანტინმა უმუშევროდ დამტოვა. 2019 წელს დედაჩემთან, აზიზა ხანუმთან ერთად, ბლოგი გავაკეთე, თუმცა, გადატვირთული გრაფიკის გამო, ბოლომდე ვერ ჩავერთე. მერე, მოულოდნელად გამოჩენილი თავისუფალი დროის გამო, მომეცა შესაძლებლობა მასთან ერთად ვაკეთოს ეს საინტერესო საქმე. დედაჩემი ძალიან დაკავებულია, გარდა იმისა, რომ სახლის საქმეებს უძღვება, ცხოველები და ბაღიც მისი მოსავლელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც პოულობს დროს ჩვენი ბლოგისთვის", - ამბობს ამირასლანი.
შვილის თქმით, დედამ სიამოვნებით გაიზიარა შვილის იდეა, იუთუბზე ეცადა თავი, ამიტომ მისი დაყოლიება არ გასჭირვებია, მართლაც ეს საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი ტანდემი აღმოჩნდა. წარმატებამ არ დააყოვნა და ყოველი ახალი ატვირთული ვიდეო გამომწერების რაოდენობის ზრდას იწვევს.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ფეისბუქ გვერდმა 25 მილიონიანი აუდიტორიით, გაავრცელა ვიდეო კლიპი, რომელშიც აზიზა ხანუმი კუტაბებს ამზადებს. ამირასლანი ამბობს, რომ ამ გვერდის მოდერატორი მას ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა და არხის სახელის მითითებით სამი ვიდეოს გამოყენების ნებართვა სთხოვა, რასაც იგი სიხარულით დათანხმდა.
"ბევრ ადამიქნს მიაჩნია, რომ სოფლის მკვიდრნი ქალაქელებს ჩამორჩებიან, არ ესმით მაღალი ტექნოლოგიები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტის წყალობით, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს, ამ მხრივ შანსები თანაბარია. თუ მოინდომებ, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი. მთავარია სურვილი, გამოსავალს და შესაძლებლობას კი ყოველთვის იპოვი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს", - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.
გარდა აზერბაიჯანული სამზარეულოს ტრადიციული კერძებისა, ვიდეოებში შეგიძლიათ იხილოთ სპაგეტის ბოლონეზის, ესპანური ტორტილას, პაელას, ბურგერების, პიცის და მრავალი სხვა კერძის მომზადების პროცესი. გამოცდილ ქალბატონს, ეტყობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში უყვარს ექსპერიმენტები და სხვადასხვა კერძის მომზადება, მთავარია, რომ მისი სურვილები ემთხვეოდეს მის მაცივარში არსებული პროდუქციის ასორტიმენტს. ეს კი, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოადგენს, სოფელში ხომ ყველაფერი მარტივად იშოვება.
"სოფელში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს. გამთენიისას ვიღვიძებთ და ძროხებს ნახირში ვაგზავნით. შემდეგ საღამომდე ბაღში ვმუშაობთ. სოფლის ცხოვრებას, ქალაქურ ცხოვრებასთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად, მთელი ოჯახი შეგვიძლია ვუზრუნველყოთ საკმაო რაოდენობის ხილითა და ბოსტნეულით. ყველაფერთან ერთდ, აქ ვტკბებით სიჩუმით, სუფთა ჰაერით და გაქვთ შესაძლებლობა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. კიდევ ბევრი რამ არის, რაზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს", - აღნიშნავს ბლოგის შემქმნელი.
ვიდეოების ავტორი და მემონტაჟე ცნობილი აზერბაიჯანელი ქალის შვილი, ამირასლან რამიხანოვია, რომელიც თითქმის ყოველთვის კულისებს მიღმაა. მან ჟურნალისტებთან ბლოგის შექმნის იდეაზე ისაუბრა, ასევე მოულოდნელ რეიტინგზე, ასევე გამომწერებს სოფლის ცხოვრების შესახებ გაუზიარა ინფორმცია.
"დავიბადე და ვცხოვრობ გუსარში, სოფელ გილში. პროფესიით
შვილის თქმით, დედამ სიამოვნებით გაიზიარა შვილის იდეა, იუთუბზე ეცადა თავი, ამიტომ მისი დაყოლიება არ გასჭირვებია, მართლაც ეს საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი ტანდემი აღმოჩნდა. წარმატებამ არ დააყოვნა და ყოველი ახალი ატვირთული ვიდეო გამომწერების რაოდენობის ზრდას იწვევს.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ფეისბუქ გვერდმა 25 მილიონიანი აუდიტორიით, გაავრცელა ვიდეო კლიპი, რომელშიც აზიზა ხანუმი კუტაბებს ამზადებს. ამირასლანი ამბობს, რომ ამ გვერდის მოდერატორი მას ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა და არხის სახელის მითითებით სამი ვიდეოს გამოყენების ნებართვა სთხოვა, რასაც იგი სიხარულით დათანხმდა.
"ბევრ ადამიქნს მიაჩნია, რომ სოფლის მკვიდრნი ქალაქელებს ჩამორჩებიან, არ ესმით მაღალი ტექნოლოგიები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტის წყალობით, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს, ამ მხრივ შანსები თანაბარია. თუ მოინდომებ, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი. მთავარია სურვილი, გამოსავალს და შესაძლებლობას კი ყოველთვის იპოვი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს", - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.
გარდა აზერბაიჯანული სამზარეულოს ტრადიციული კერძებისა, ვიდეოებში შეგიძლიათ იხილოთ სპაგეტის ბოლონეზის, ესპანური ტორტილას, პაელას, ბურგერების, პიცის და მრავალი სხვა კერძის მომზადების პროცესი. გამოცდილ ქალბატონს, ეტყობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში უყვარს ექსპერიმენტები და სხვადასხვა კერძის მომზადება, მთავარია, რომ მისი სურვილები ემთხვეოდეს მის მაცივარში არსებული პროდუქციის ასორტიმენტს. ეს კი, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოადგენს, სოფელში ხომ ყველაფერი მარტივად იშოვება.
"სოფელში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს. გამთენიისას ვიღვიძებთ და ძროხებს ნახირში ვაგზავნით. შემდეგ საღამომდე ბაღში ვმუშაობთ. სოფლის ცხოვრებას, ქალაქურ ცხოვრებასთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად, მთელი ოჯახი შეგვიძლია ვუზრუნველყოთ საკმაო რაოდენობის ხილითა და ბოსტნეულით. ყველაფერთან ერთდ, აქ ვტკბებით სიჩუმით, სუფთა ჰაერით და გაქვთ შესაძლებლობა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. კიდევ ბევრი რამ არის, რაზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს", - აღნიშნავს ბლოგის შემქმნელი.
კომენტარები
ბევრი ვცადე კიდეც.გამომივდა.ხშირად ვუყურებ.მადლობა მას.