შეფერდია - C ვიტამინის საბადო

შეფერდია - დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას და ძალიან სასარგებლოა იმუნიტეტისთვის. უხდება სისხლძარღვებს - ხელს უწყობს მათ გამტარიანობას და ელასტიკურობას. მასში შემავალი კაროტინი კი მხედველობას აუმჯობესებს და ორგანიზმს ოფთალმოლოგიური პრობლემებისგან იცავს. ითვლება საუკეთესო სისხლმბად და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. ის დიეტურ პროდუქტადაა მიჩნეული და კუჭ-ნაწლავიც ძალიან ადვილად ითვისებს მას. 


უკეთესია, უმად მიირთვათ. საკმაოდ გემრიელია და ეგზოტიკური არომატი დაჰკრავს. ასევე შეგიძლიათ, პროპორციით 1/1 დაშაქროთ და მთელი ზამთრის განმავლობაში მაცივარში გედგათ. შეგიძლიათ, მურაბის ნაცვლად ჩაიში გაურიოთ ან ჯემივით მიირთვათ. შეფერდიის მურაბაც კეთდება, ხოლო

ნაყენისგან - არომატული კისელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები