"დალიეს და ყველას სისხლში შაქარი ნორმის ფარგლებში დადგა" - დიაბეტის მკურნალი წყარო აჭარაში


თუ შესაბამისმა გამოკვლევებმაც დაადასტურა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან გამოგზავნილი შეტყობინება შესაძლოა, უნიკალური მოვლენის სათავედ იქცეს - მოსახლეობის თქმით, სოფელში შემთხვევით აღმოჩენილმა წყარომ უამრავი ადამიანი განკურნა დიაბეტისაგან. ჩვენც დავინტერესდით და სოფელ ბუთურაულის რწმუნებულ ამირან მახაჩაძეს ვესაუბრეთ.

- ამ წყაროს ძალა საკუთარ ჯანმრთელობაზე გამოვცადე და მართლაც სასწაული ქნა.

- წყარო როგორ აღმოაჩინეთ?
- სოფელში ერთი ვაკე ადგილია, ნატბეურებს ვეძახით, ირგვლივ ფერდობებზე მშვენიერი ფიჭვის ტყეებია. სწორედ აქ მინდოდა სიმინდის დათესვა. რახან ყამირი იყო, ფერდობზე ტრაქტორი ჩავიყვანე, მაგრამ ტრაქტორს მიწა ჩაექცა და უზარმაზარი ღრმული გაჩნდა.
შევნიშნე, რომ ღრმული შიგნით ნელ-ნელა სველდებოდა წყლით. მივხვდით, რომ მიწისქვეშა წყალს მივადექით.

ტექნიკაზე უარი ვთქვი და ხელით შევუდექი მიწის დამუშავებას. მუშაობისას ბუნებრივია, დაღლილ კაცს წყალი მოუნდება. ჩემს თავს ვუთხარი, რაღა შინიდან წამოღებული გამთბარი წყალი ვსვათ, აგერ, ეს წყალი დავლიოთ-მეთქი. ცივი წყალი იყო, ოღონდ, ბოლო ყლუპზე გადაყლაპვისას ვიგრძენი, რომ წყალი ჩვეულებრივთან შედარებით, თითქოს ბლანტი იყო. ეს ბიჭებმაც თქვეს, - თითქოს სქელია, მაგრამ, გემრიელია და სანამ ვმუშაობთ, ვსვათო. მაშინ განსაკუთრებული არაფერი მიფიქრია, მაგრამ ერთი ეგ კი იყო, რომ რაღაცნაირად ჩიტივით შევმსუბუქდი. დიაბეტი მაქვს და ხშირად ვგრძნობ სისუსტეს. მოკლედ, სისხლში შაქრის დონე საგანგებოდ გავიზომე და 85 ნიშნულზე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, იმწამს არ დავიჯერე, რომ ეს წყაროს მოქმედებით მოხდა, მაგრამ რაღაც ეჭვმა გამკრა და შაქრიანი დიაბეტი ვისაც აქვს, ყველას ვთხოვე, - ჩვენი წყაროს წყალი დალიეთ-მეთქი. დალიეს და ყველას სისხლში შაქარი ნორმის ფარგლებში დადგა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ვალიკო 2020-07-30 23:23
არანაირი "ლაბორატრორიული კვლევა" არ არსებობს, ტყუილია, სრული აფიორაა, ამათი უნამუსო დედა ვატირე მე!
ავადმყოფ ხალხზე აკეთებენ დიდძალ ფულს, ეს უნამუსოები!
არაფერს არ შველის, თვეები ვსვი, დიდძალი ფულიც დამიჯდა, ამიწია პირიქით შაქარმა (საგრძნობლად!) და როცა პასუხი მოვკითხე, რაღაცა სირობები მომიკიბეს.
ჰყავთ საკუთარი, აგენტურის მაგვარი ხალხის ჯგუფი, ვინც ამათ რეკლამას ეწევა და ხალხში ხმას უვრცელებს, საკმაოდ კარგად ორგანიზებული.
არ გაისულელოთ თავი ჩემსავით და ამ აფერისტ ამირანა მახაჭაძეს და მის ამფსონებს ნუ ჩააყრით თქვენს სიმწრით ნაშოვნ ფულს!
maia ugulava 2019-05-04 18:28
es ara da sxva wyalia kidev,imereshi ,da bevrs mouxda.cems cmas ar mouxda,magram danrcens yvelas.axla am wyaros imedi makvs,seicleba es ufro mouxdes,ase rom imeds nu dakargavt.
ლელა 2019-03-15 20:40
ტყუილია.არ დაიჯეროთ.ფულის მახეა
marine 2018-04-19 11:54
tyuilia am wyalis ambavi, ar shvelis diabets sakutar tavze gamovcade
kaxeli 2018-04-17 10:29
დღევანდელი ინტერნეტი გახდა თაღლითებისა და შარლატანების ნოყიერი ნიადაგი. ერთხელ მოსული ქონიკული დაავადება არსად არ მიდის,ამიტომ სანამ რამეს დაიჯერებთ ჯერ სპეციალისტებს შეეკიღხეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები