ჩვენი ბებიები სარგებლობდნენ ხალხური მედიცინით, სამკურნალოდ ათასგვარ ბალახს იყენებდნენ. რამდენად შველოდათ ეს მეთოდი?
გვირილისა და ლავანდას ორთქლის აბაზანები
ხალხური მედიცინს თანახმად ეს საშუალება ყოველთვის ამართლებს. ძალიანი ეფექტურია მენსტრუალური ტკივილების დროს, ანთებების დროს, ამბობენ, უშვილობასაც კი შველისო.
ექსპერტების დასკვნა
პრინციპში ამ მცენარეების გამოყენება მართლაც აჩქარებს მკურნალობის პროცესს, ის მედიკამენტების მოქმედებას უფრო ეფექტურს ხდის, თუმცა ექიმები ირწმუნებიან, რომ მეთოდი გამართლებული მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მკურნალობის მთავარი ეტაპი ჩავლილია. ორთქლის აბაზანებმა მკურნალობის მწვავე პერიოდში შესაძლოა ინფექცია უფრო შორს წაიყვანოს, რადგან სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს.
ასე რომ, გახსოვდეთ, ეს საშუალება მხოლოდ მკურნალობის დასკვნით ფაზაზეა გამართლებული.
თუმცა ისიცი კარგად უნდა ვიცოდეთ, რას ვმკურნალობთ კონკრეტულად, მტკივნეული მენსტრუაციაც კი შეიძლება სულ სხვა დაავადების ნიშანი იყოს და საერთოდ, ტკივილი მუცლის ღრუში ბრმანაწლავის შეტევაც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ მას ყოველთვის დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. კარგად გაერკვიეთ დიაგნოზში და ნუ დაივიწყებთ, რომ არსებობს ბევრად ეფექტური თანამედროვე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, მაგალითად მაგნიტოთერაპია, რომელიც კარგად მოქმედებს ანთებით პროცესზე.
კეფირისა და იოგურტის ტამპონები რძიანის საწინააღმდეგოდ
ითვლება, რომ რძის პროდუქტებში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები დადებითად მოქმედებს კანდიდოზის დროს, თუმცა ექიმები ამ დროს მაინც მედიკამენტოზურ მკურნალობას ანიჭებენ უპირატესობას.
ექსპერტების აზრით, კეფირითა და იოგურტით გაჟღენთილი ტამპონის საშოში მოთავსებით შესაძლოა გამოიწვიოთ ანთებითი პროცესის უფრო გამწვავება. ამ დროს სტერილური სანთლების გამოყენება ჯობს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, თუ დისბიოზს თან ახლავს ინფექცია, ჯერ უნდა გათავისუფლდეთ პათოგენური მიკროორგანიზმებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ სასრგებლო. სწორედ მაშინ იქნება მკურნალობა ეფექტური.
ფიტოთერაპია კლიმაქსისი სიმპტომების საწინააღმდეგოდ
მრავალი მცენარე შეიცავს ესტროგენებს. ის ქალის ჰორმონის ანალოგია. ექიმები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში პოტოთერაპია შესაძლოა მართლაც ეფექტური იყოს. ასეთი მცენარეები მართლაც დადებითად მოქმედებენ ქალის ორგანიზმზე. თუმცა არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ ფიტოთერაპიით მკურნალობა 500-1000-ჯერ დაბალეფექტურია, ვიდრე ტაბლეტური.
ლიმონის წვენი ჩასახვის საწინაღმდეგოდ
ეს ძველი მეთოდი დღესაც ცნობილია. ითვლება, რომ მისის საშოში შესხურებით სპერმატოზოიდები იღუპებიან, თუმცა გახსოვდეთ ისიც, რომ მან შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაწვა და გაღიზიანება.
ღვინისა და ბოსტნეულის ნაყენი მასტოპათიის სამკურნალოდ
მასტოპათია ჰორმონალური დაღღვევის შედეგია, ამიტომ ვერანაირი მცენარე ვერ შველის მას. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობა შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს პაციენტზე.
საბოლოოდ ექიმები ასკვნიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მცენარეები მართლაც შველიან სამკურნალო პროცესს, გირჩევთ მიმართოთ თანამედროვე მედიკამენტოზურ საშუალებებს.