თურმე, სახლში ეს ნივთები დეპრესიას იწვევს - გადახედეთ და გააახლეთ სივრცე

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ სახლის ინტერიერი და ნივთები ადამიანზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს, შესაძლოა დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ადამიანს არაფრის კეთება არ უნდა, არის უხასიათოდ, ამის მიზეზს კი ხშირად ვერც ხვდება. რაშია საქმე?
ხშირად საკმარისია სახლში შეიცვალოს ინტერიერი, მოაშოროთ რამდენიმე ნივთი და მიხვდებით, რომ უკეთ ხართ. მოდით ვნახოთ, რომელმა ნივთებმა შესაძლოა იმოქმედოს უარყოფითად ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

უსარგებლო სარკე

სარკე მაგიური ძალის მატარებელი ნივთია. ითვლება, რომ ის იმახსოვრებს ადამიანებს, მათ გამოსახულებას, და აქედან გამომდინარე ნეგატიურ ინფორმაციას ინახავს. ამიტომ არ გირჩევთ სახლში ანტიკვარული
სარკეების შეძენას და მიტანას, ეცადეთ ის ახალი იყოს.

ავეჯის ზომა

ადამიანის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს ავეჯმა, რომლის გაბარიტები არ შეესაბამება მოცემულ ინტერიერს. თუ ატყობთ, რომ პატარა სახლში დიდი ზომის ავეჯი გაქვთ და ეს გაღიზიანებთ, აუცილებლად ჩაანაცვლეთ სათანადო მოდელით.

ძველი ქაღალდები

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე უსარგებლო ქაღალდების გროვამ. თუ თქვენს სახლშიც არის ეს პრობლემა, გირჩევთ გადაარჩიოთ და რაც არ გჭირდებათ სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან.

გატეხილი ნივთები და დამჭკნარი ყვავილები

თუ ისეთი ნივთები გაქვთ, რომელსაც ვეღარაფერში იყენებთ, გირჩევთ სასწრაფოდ გადააგდოთ ან გააჩუქოთ. ის უბრალოდ ადგილს იკავებს თქვენს სახლში და უარყოფითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე, ასევე სასწრაფოდ გადაყარეთ დამჭკნარი, გამხმარი ყვავილები, მათ აღარანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია თქვენთვის.

კომენტარის დამატება