სახლში რომ ყოველთვის იყოს ფული - ფენ-შუის წესები


ფენ-შუის ფილოსოფიის თანახმად, ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საპირფარეშოს ადგილმდებარეობაც.
სველი წერტილის გადატანა-გადმოტანა ადვილი საქმე რომ არ არის, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა სიტუაციის გაუმჯობესება და ნეგატივის ნეიტრალიზაცია შესაძლებელია.

ფენ შუის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ საპირფარეშოს მდებარეობის ენერგია ოჯახის ყველა წევრზე აისახება. გავლენას ახდენს ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი მამაკაცის განწყობასა და წარმატებაზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე.
ფენ-შუი ასევე გვირჩევს, რომ უნიტაზის ჩარეცხვის დროს უმჯობესია მას თავზე დახურული ჰქონდეს, რომ თქვენი ფული წყალმა არ წაიღოს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია ფულის მოზიდვისთვის სურნელს.
ამ მიმდინარეობის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფულს კარგი სურნელი იზიდავს, ამიტომ საპირფარეშო ყოველთვის ძალიან სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს, მასში ყოველთვის კარგი სურნელი უნდა იდგას.
სასურველია, რომ საპირფარეშო არ მდებარეობდეს სახლის ცენტრში, ასევე სახლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ითვლება, რომ თუ ასეთ მდებარეობა ექნება სახლში საპირფარეშოს, ოჯახი ფინანსურად  სუსტი იქნება.




ბევრს აინტერესებ ასევე, შეიძლება თუ არა საპირფარეშოს გაკეთება საძინებელში, რაზეც ცალსახა უარყოფითი პასუხი იყო, რომ საძინებელში საპირფარეშოს ქონა იყო დაუშვებელი, რა თქმა უნდა, ფენ-შუის სწავლების მიხედვით, თუმცა ეს იყო ადრე, თანამედროვე სამყაროში კი დასაშვებად მიიჩნევა, რადგან ისეთი ლამაზი საპირფარეშოების გაკეთებაა შესაძლებელი, რომ ამ წესმა ძალა დაკარგა.
მიუხედავად ამ მიმდინარეობის დასკვნებისა, ჩვენს ქვეყანაში ფენ-შუი არ არის ის მიმდინარეობა, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს და მისი დასკვნები მნიშვნელოვანია, თუმცა ის, რომ საპირფარეშო უნდა იყოს ყოველთვის მოწესრიგებული, სუფთა და სასიამოვნო, ყველამ კარგად ვიცით, სასიამოვნო გარემოში კი ადამიანები თავს ყოველთვის ბედნიერად და ლაღად გრძნობენ, სილაღე და ბედნიერება კი ადამიანს იმ პოზიტივს და დადებით ენერგიას აძლევს, რომელიც შემდეგში განაპირობებს ადამიანების, ამა თუ იმ ოჯახის და მისი წევრების სულიერ, ფსიქოლოგიურ და მატერიალურ კეთილდღეობას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები