"არ შეიძლება სახლის ღამით დალაგება, მტვერი კი ჯობს, წითელი ტილოთი გადაწმინდოთ" - უძველესი რჩევები ბარაქის მოსაზიდად


სახლის დალაგებას ძალიან ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცრურწმენები ადამიანების ირაციონალურ ზრახვებზე არის დაფუძნებული ათასობით წლის წინ. ზოგს სჯერა ამ ცრურწმენების, ზოგს - არა, თუმცა არსებობს იმდენად გავრცელებული მოსაზრებები, რომლებიც თითქოს წესად არის ქცეული და არც არის მოწყვეტილი საღ აზრს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახლის დალაგება ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ, რადგან ამ დროს შესაძლოა სახლში შემოაღწიონ ბოროტმა სულებმა და მოიტანონ უბედურება. გარდა ამისა, სახლის სველი წესით დალაგების დროს თქვენ რეცხავთ ოჯახის კეთილდღეობას და ბედნიერებას. ერთი სიტყვით, ღამის საათები უმჯობესია
ადამიანმა დასასვენებლად გამოიყენოს.

არ ვარგა ერთდროულად საჭმლის მომზადება და თან სახლის დალაგება. ითვლება, რომ მომავალში ოჯახს საჭმელი აღარ ეყოფა. თან, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების დროს შეიძლება უბრალოდ დაგავიწყდეთ, მაგალითად, ქურაზე დადგმული რძე ამ ღუმელში შედგმული ხორცი.
არ შეიძლება სახლის დალაგება რელიგიურ დღესასწაულებზეც. დღესასწაულებზე ფიზიკური აქტივობით შესაძლოა უბედურება მიიზიდოთ.
კატეგორიულად იკრძალება სახლის დალაგება იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია, ან სტუმრები გყავდათ და დაიშალნენ. ჯერ დარწმუნდით, რომ მშვიდობით მივიდნენ სახლებში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სუფრის ალაგება და სახლის დალაგება.

რაც შეეხება ცოცხს, რომლის შესახებ თანამედროვე დიასახლისებმა დაივიწყეს და აღარც კი სჭირდებათ, ჩვენი წინაპრებისთვის ის ერთგვარ მისტიკურ საგანს წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო სახლში ბედნიერება და კეთილდღეობა შემოეტანა. ამიტომაც ცდილობდნენ, რომ ეს ნივთი ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონოდათ, ის არ უნდა ყოფილიყო გაქუცული და ჭუჭყიანი. ცოცხი აუცილებლად სახელურით ქვემოთ უნდა იდოს, რათა მან ოჯახში კეთილდღეობა და წარმატება შემოიტანოს.
რაც შეეხება ნაგავს, ნაგვის სახლიდან მზის ჩასვლის შემდეგ გატანა რეკომენდებული არ არის. ძველად სჯეროდათ, რომ ამით სახლში ნეგატივი შემოჰქონდათ.
ასევე არ შეიძლება მტვრის ძველი, ჭუჭყიანი და დახეული ტილოთი გადაწმენდა. ამან უფულობა იცის. უმჯობესია მტვერი წითელი ფერის ტილოთი გადაწმინდოთ, თუ გინდათ, რომ სახლში ბედნიერება მიიზიდოთ.
იატაკის წმენდა კი სახლის შესასვლელიდან უნდა დაიწყოთ და არა პირიქით. ასე სახლის მყუდრო ატმოსფეროს შეინარჩუნებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იატაკის მოწმენდა სხვის სახლში, ასე შეიძლება სხვისი პრობლემები ან უბედურება მიიზიდოთ.
ზემოთ ჩამოთვლილი წესები თუ ჩვევები, რა თქმა უნდა მათთვის არის აქტუალური, ვისაც ამის სჯერა და სწამს. რაც შეეხება დაჯერებას, ეს ყველა ადამიანის თავისუფალი ნებაა, ზოგს სწამს, რომ ამ წესებით უნდა იცხოვროს, ზოგს კი უბრალოდ ეცინება და ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დაიჯეროს მსგავსი რამ.

კომენტარის დამატება