ალბათ ყველა ადამიანს აინტერესებს, როგორ უნდა მიაღწიოს აბსოლუტური კომფორტის შეგრძნებას საკუთარ საძინებელში. ასტროლოგები თვლიან, რომ საამისოდ საკმარისია შეარჩიოთ ნივთები და ესთეტიკის საგნებია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მოდით ვნახოთ თქვენი აუცილებელი ნივთი.
ვერძი - წყლიანი ჭურჭელი
ენერგიული მარსის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვერძი ძალიან აქტიურია და დღის ინტენსიური რეჟიმით გამოირჩევა. წყალი მას გაგრილების, აზრზე მოსვლის საშუალებას მისცემს. ამიტომ წყლიანი ჭურჭელი საძინებელში საწოლის გვერდით ტუმბოზე ან ტუალეტის მაგიდაზე მისთვის მისწრებაა.
კურო - არომატული სანთლები
კუროს სიყვარულის პლანეტა, ვენერა მართავს, ამიტომ ის ეთაყვანები ნივთებს, რომლებიც მასში რომანტიკულ
გრძნობებს აღძრავს. ეცადეთ და დაძინებამდე დასვენების დრო მულტისენსორულ გამოცდილებად აქციეთ. დაანთეთ ერთი-ორი არომატული სანთელი ტუმბოზე ან კომოდზე, თქვენს საძინებელში და ძილის წინ ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ.
ტყუპები - დღიური
ყველაზე ჭკვიანი, კომუნიკაბელური და მსუბუქი ტყუპი ძილის წინ ყოველთვის რაღაცაზე ფიქრობს, რაღაცას გეგმავს. ხშირ შემთხვევაში მათი გონება იმდენად დაკავებულია, რომ ჩაძინება უჭირთ. დაფიქრდით საძინებელში დღიურის წარმოებაზე, რათა განტვირთოთ გონება. თქვენი დასვენება სრულფასოვანი გახდება, თუ გეგმების ნაწილს ფურცელზე გადაიტანთ და გონებას დაასვენებთ.
კირჩხიბი - აბრეშუმის ლოგინის თეთრეული
ულტრა მგრძნობიარე მთვარის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კირჩხიბი პირველ რიგში ფიზიკურ და ემოციურ კომფორტზეა ორიენტირებული. იდეალური ატმოსფეროს მისაღებად სცადეთ და ერთხელ მაინც ჩაწექით რბილ და ნაზ აბრეშუმის თეთრეულში.
ლომი - დიდი სარკე
პლანეტა მზემ ლომები უხვად დააჯილდოვა ეგოცენტრიზმით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება, განსაკუთრებით, სახლიდან გასვლის წინ. არ დაზოგოთ ფული სარკეში, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი, სადაც თავიდან ფეხებამდე სრულად გამოჩნდებით. შეაფასეთ საკუთარი დიდება!
ქალწული - წიგნი
ისევე, როგორც ტყუპებს, ქალწულებსაც ჭკვიანი მერკური მართავს, ამიტომ მათთვის ინტელექტუალური სტიმულაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ქალწულის მთავარი ნივთი წიგნია. არ აქვს მნიშვნელობა, რომანი იქნება ეს თუ სამეცნიერო ნაშრომი, მთავარი ის არის, რომ ძილის წინ ერთი-ორი თავის წაკითხვა დაგამშვიდებთ და თავს ვალმოხდილად გაგრძნობინებთ, რაც თქვენთვის სრულფასოვანი ძილის გარანტია იქნება.
სასწორი - დახვეწილი ნივთები
ვენერის გავლენის ქვეშ მყოფი სასწორი ესთეტიკით არის მოცული. სცადეთ და დაამატეთ ინტერიერში რამდენიმე დახვეწილი ნივთი, აქსესუარი. ეს შეიძლება იყოს დაწნული ზარდახშა ან ხავერდის საკიდი. მთავარი, რომ მან სიამოვნება მოგანიჭოთ.
მორიელი - სენტიმენტალური სუვენირები
მორიელს, ისევე, როგორც წყლის სხვა ნიშნებს, სენტიმენტალიზმი ახასიათებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები საყვარელი ხალხის მიმართ ძალიან ლოიალურები არიან. საძინებელში ადგილი გამოუყავით ახლობლების და ოჯახის წევრების ფოტოებს. ნახავთ, რომ მიუხედავად იმისა, ესთეტიკურად გამოიყურება თუ არა ეს ფოტოები თქვენს კედელზე, თავს ბევრად კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ.
მშვილდოსანი - საწოლის თავი
მშვილდოსანს ცეცხლოვანი იუპიტერი, გულუხვი კოსმოსური გიგანტი მართავს. როგორ აისახება ეს მშვილდოსანზე? მშვილდოსანს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა. დაე ხასიათის ეს თვისება თქვენს ინტერიერზეც აისახოს, მაგალითად, საწოლის თავში. დაფიქრდით თამამ ფერებზე და მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე ინტერიერში.
თხის რქა - სქელი ფარდები
პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე სატურნის მმართველობის ქვეშ მყოფი თხის რქა ძალიან აფასებს პრაქტიკულობასა და კომფორტს. თუ ძილის ხარისხის გაუმჯობესება გსურთ, იფიქრეთ სქელ ფარდებზე საძინებელში, როგორც მიწის ნიშანი, თქვენ შესაძლოა ძალიან მგრძნობიარე იყოთ გარე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. სქელი ფარდა დაბლოკავს შემომავალ შუქს, რაც სრულფასოვნად გამოძინების საშუალებას მოგცემთ.
მერწყული - საინტერესო მაგიდა საწოლთან
ისევე, როგორც თხის რქას, მერწყულსაც სატურნი მართვას, რაც განაპირობებს ზოდიაქოს ამ ნიშნის სიყვარულს პრაქტიკული ნივთების მიმართ, თუმცა მერწყულები ბევრად კრეატიულები და უკონტროლოები არიან. მათთვის საძინებელში გამოდგება მაგიდა საწოლთან თამამი და მკვეთრი დიზაინით. მაგიდაზე შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერ ნივთი, რაც იქნება ფუნქციონალური და ხაზს გაუსვამს თქვენს სტილსა და ინდივიდუალიზმს.
თევზები - სიზმრების დღიური
ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე მეტად არის დაჯილდოებული ინტუიციის გრძნობით და ყველაზე ხშირად ხედავს ფერად სიზმრებს. ისარგებლეთ და იქონიეთ საკუთარი სიზმრების დღიური, ჩაწერეთ ყველაზე შთამბეჭდავი სიზმრები.