რატომ არ არის სასურველი ფოტოს დახევა და მძინარისთვის ფოტოს გადაღება... - უცნაური ცრურწმენები ფოტოებზე

ფოტოებთან დაკავშირებული ცრურწმენები მოძველებულად ითვლება, თუმცა ზოგიერთი მათგან გონებაში ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი და ჩვენდა უნებურად ვახორციელებთ კიდეც. მოდით ვნახოთ, რის გაკეთებას ვერიდებით ხოლმე, როდესაც საქმე ფოტოებს ეხება. რამდენად გამართლებულია ეს მოსაზრებები, განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, ვიღაცას სჯერა, ვიღაცას სასაცილოდაც კი არ ყოფნის, თუმცა ფაქტია, რომ ვერსია არსებობს და თან უკვე მრავალი ასწლეულის განმავლობაში.

ამბობენ რომ:
არ შეიძლება ფოტოების დახევა. თუ ამა თუ იმ ფოტოზე საკუთარი თავი არ მოგწონთ, შეგიძლიათ უბრალოდ შეინახოთ ისე, რომ ის არავინ ნახოს, დახევა კი არ შეიძლება, ეს
ცუდის მომასწავებელია. 

ამბობენ, რომ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო ნეგატიურ გავლენას ახდენს ენერგეტიკაზე და უმჯობესია ის შენახული იყოს და არ იდოს გამოსაჩენ ადგილას. თუმცა, ბევრი შეეწინააღმდეგება ამ აზრს, რადგან სწორედ ფოტოა ის, რაც საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ გვიკლავს მონატრების სურვილს და ასე თუ ისე გვამშვიდებს.

ამბობენ, რომ არ შეიძლება მძინარე ადამიანის გადაღება.

ადრე ითვლებოდა, რომ მძინარე ადამიანი წარმოადგენდა მხოლოდ სხეულს სულის გარეშე და მისთვის ფოტოს გადაღება კარგად ნამდვილად არ დამთავრდებოდა, თუმცა დღესდღეობით ათასობით ადამიანის მძინარე ფოტო არსებობს და ამ ადამიანებს არც არაფერი დამართნიათ.


ჯობს ახალშობილი უცხო თვალს მოარიდოთ - ითვლება, რომ ჩვილის ფოტოს გასაჯაროება სახიფათოა, ასე სწამდათ ადრე, თუმცა დღესდღეობით ესეც მოძველებული ცრურწმენაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები