პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი კარტოფილის მოსავალი აიღო. ამის შესახებ მან სოციალრ ქსელში დაწერა. ერთი ტომარა სათესლე კარტოფილიდან მან ექვსი ტომარა კარტოფილი მიიღო. პრეზიდენტმა იმ კარტოფილის მოსავალი აიღო, რომლის თესლი ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თბილისში ვიზიტისას აჩუქა:
„ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ! ბელორუსული სათესლე კარტოფილის გამოყენებით, დაცულ აგროვადებში, უხვი მოსავალი - 1 ტომრიდან 6 ტომარა კარტოფილი მივიღეთ. მადლობა მეგობრებს!“ - წერს გიორგი მარგველაშვილი.
მერი ბლიაძე