არც ისე დიდი ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ვირის რძის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარი გამოცდილებით წერდნენ, თუ როგორ განიკურნენ ბრონქიტის, ასთმის, ყივანახველის და სხვა დაავდებებისგან ვირის რძის დახმარებით. ამ ერთი შეხედვით უცნაურმა ფაქტმა ბევრი კითხვა გააჩინა, დავინტერესდით, რა განსაკუთრებულ ნივთიერებებს შეიცავდა ეს ძვირად ღირებული პროდუქტი ისეთს, რომ იმუნიტეტზე თუ ჯანმრთელობის პრობლემებზე დადებით გავლენას ახდენდა და თუ არსებობდა ჩვენს ქევყანაში ვირის რძით მკურნლობის პრაქტიკა.
ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვირის რძე მთელ მსოფლიოში პოპულარული სასმელია და
მეზობელ აზერბაიჯანშიც და რუსეთშიც საკმაოდ ძვირად ფასობს, სადაც როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური დანიშნულებით იყენებენ. ის ძალიან ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში კი ყველაზე ძვირად ღირებულ ბავშვის საკვებს სწორედ ამ რძისგან ამზადებენ.
ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6, ის ასევე დატვირთულია ლაქტოზით და შეიცავს მინიმალურ ცხიმებს. გარდა ამისა, ვირის რძეში შედის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო სამასამდე სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის ანტიოქსიდანტები, ფერმენტები, დიდი ოდენობით კალცი, ვიტამინები და მინერალები.
ვირის რძეს აქტიურად იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებშიც, მეტიც - მას კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოდაც მიიჩნევდნენ.
ვირის რძის მოპოვება მაინცდამიანც ადვილი საქმე არაა, თითო ვირი დაახლოებით 250-300 გრამს იწველება. გვესაუბრება ვირების ფერმი დირექტორი თემურ ლომიძე.
- აქ გვაქვს საძოვრებიც და აქ დგას პირუტყვიც. ამჟამად 80 სახედარი გვყავს, აქედან 21 მეწველია.
- რითი კვებავთ სახედრებს და რამდენად დიდია მოთხოვნა რძეზე?
- ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა, თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ, იმიტომ, რომ ინფორმაცია ვირის რძის სარგებლიანობის შესახებ არ იყო გავრცელებული. არადა იტალიაში აპრობირებულია მისი მიღება, მეტიც, ყველაზე ძვირად ღირებულია ის პროდუქტი ბავშვთა კვებიდან, რომელიც ვირის რძეზეა დამზადებული. ასევე იყენებენ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რძეს უარყოფითი ბაქტერია არ აქვს, მას მოდუღება არ სჭირდება, ნედლად მიიღება, ვადა 5 იდან 7 დღემდე აქვს 2-5 გრადსუზე. ვინაიდან ცხიმიანობა ნაკლები აქვს, ცოტა ძნელად ფუჭდება, ყველიც ამიტომ ამოდის ასე რთულად, რომ ცხიმიანობა აქვს დაბალი, 25 ლიტრია საჭირო ერთი კილო ყველის ამოსაყვანად. თავად პირუტყვს ვკებავთ ბუნებრივად სუფთა გზით - თივით, შემომთავაზეს დანამატი მიმეცა ვირებისთვის, რაც წველადობასაც გაზრდიდა, მაგრამ ამას აზრი აქვს, წველადობა კი გაიზრდება, მაგრამ შეიძლება ისეთი რამე დაარღვიოს რძის შემცველობაში, რაც ხარისხს და სამკურნალო თვისებებს დაუკარგავს.
- ქართველბი ექიმების მხრიდან რამდენად მოთხოვნადი და გამოყენებადია ვირის რძე, თუ ნერგავენ პრაქტიკაში ამ გზით მკურნალობას?
- ხალხური მედიციდან გამომდინარე, ვირის რძე ფართო მოხამრების პროდუქტი იყო, იმ ბავშვებსაც კი უნიშნავდნენ, ვისაც დედის რძეზე ალერგია ჰქონდა, იმიტომ, რომ ძალიან მიახლოებულია დედის რძესთან. თავიდან მხლოდ ექიმი ვიტალი ხარაშვილი დაგვიდგა გვერდით და მხარი დაგვიჭირა, ის იყენებს ვირის რძეს სამკურნალო მიზნებისთვის, გამოგვიგზავნა პაციენტები და ყველა მათაგანზე დადებითად იმოქმედა ჩვენმა პროდუქტმა, ამის შემდეგ კიდევ რამდენიმდე ექიმმა დაიწყო მისი გამოყენება.
- როგორც ვიცი, ერთი ლიტრი რძის ფასი 60 ლარია...
- კი, ჩვენ ფასი დავადგინეთ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ევროპაში ერთ ლიტრი 60 ევრო ღირს, ჩვენ კი 60 ლარი დავაფასეთ, ყველი ევროპაში ძალიან ძვირი - 1500 ევროც კი ღირს, ჩვენც ამოვიყავენთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ და მერე ჩვენ თვითონ გავსინჯეთ.
- თუ არის დადგენილი, ვთქვათ, რამდენი კურსია საკმარისი შედეგის მისაღებად?
- კურსი ჯერ ვერც მე დავადგინე და ექიმებისგანაც არ მაქვს ინფორმაცია, ინდივიდუალრია. იმუნიტეტის თვალსაზრისით როცა აძლევენ ბავშვს, შედეგი არ აყოვნებს, ერთ თვის განმავლობაში კვირაში ერთი ლიტრი რომ დალიოს, უკვე დიდი შედეგი ექნება. ჩემი მეგობრები თავისი შვილებისთვის, შილიშვილებისთვის იყენებნ და ძალიან კმაყოფილები არიან. თუმცა, შედეგი გვაქვს ისეთ დაავადებებზეც, რომლებიც რთულად განკურნებადია. ახლა ისეთ რამეს მოგიყვებით, რითაც მეც გაოცებულ დავრჩი. 7-8 წლის ბავშვს ჰქონდა სისხლის გათეთრება, მეშვიდე ქიმიოთერაპიას რომ უკეთებდნენ, პირველად მაშინ მისცეს ვირის რძე დასალევად, თვეზე მეტხანს სვამდა, რის შემდეგაც გაუკეთეს ანალიზი და გაოცდნენ, არც ერთი თეთრი ფერმენტი აღარ ჰქონდა სისხლში. მეტიც, 62 წლის კაცი გვყავდა ლეიკემიით დაავადებული, რომლის სისხლის შემადგენლობაშიც 94% თეთრი ფერმენტი იყო, ვირის რძის მიღების შემდეგ კი, თვენახევარში, 24-ზე ჩამოვიდა მაჩვენებელი, დადგა ეს ადამიანი ფეხზე, მუშაობს კიდეც. სამეგრელოში ცხოვრობს გოგო, რომელსაც სიმსივნის პირველი სტადია ჰქონდა, ორი თვის განვალობაში იღებდა ვირის რძეს და დღეს საერთოდ აღარ აქვს სიმსივნური არაფერი. როდესაც ასეთ დააავადებებზე მოქმედებს დადებითად, ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ყივანახველა, ხველა ამასთან არაფერია. ვინც მოდის ჩვენთან, მიაქვს რძე და იკურნება, ყველას საკონტაქტო მაქვს ჩაწერილი და დაინტერესების შემთხვევაში, დაკავშირებაც შესაძლებელია.
ციცი ომანიძე

კომენტარები