"ბასტი ბუბუს სტუდიის" დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე პანდემიის გამოცხადების შემდეგ მეუღლესთან, პაატა ამონაშვილთან ერთად კახეთში, თავის კარ-მიდამოში ჩავიდა და დღემდე იქ არის. წლევანდელ საგაზაფხულო სამუშაოებში ოჯახი აქტიურად ჩაერთო, ახლა უკვე მოსავალს აბინავებენ.
თამარ სხვიტარიძე:
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევქმენით "ბასტი ბუბუს სტუდია", თუმცა პაატამ მერე სოციოლოგიაში გადაინაცვლა, პედაგოგიკაში აქტიურად ჩაერთო, მამას, შალვა ამონაშვილს დაუდგა გვერდით და ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი გახდა. ამას მოჰყვა მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, შეხვედრები. უამრავ ოჯახს, მშობელს, ბავშვს შალვა და პაატა სემინარებს
უტარებდნენ ბავშვის აღზრდის შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში, ჩვენს კარ-მიდამოში წამითაც არ შეგვიჩერებია საქმიანობა. იქ რამდენიმე ჰექტარი გვაქვს. უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და აქაც უსმენდნენ სემინარებს აღზრდის საკითხებზე. წლეულს მარტში ამ საქმეებში მეც აქტიურად ჩავერთე. სემინარები გვქონდა ბევრ ქართველ პედაგოგთან, გაკვეთილები ჩავატარეთ სხვადასხვა კლასის ბავშვებთან, მაგრამ კორონავირუსმა ყველას ხელი შეგვიშალა...
ბუშეტში 1000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, ღარიბი სოფელია. წარმოიდგინეთ, აქ ხალხს წყალიც კი არ ჰქონდა. მერე პაატამ ნიადაგი ღრმად დააბურღვინა, წყალი ამოიყვანა და მოსახლეობასაც გავუყვანეთ. არადა, რომ ბურღავდნენ, სოფლის მოსახლეობას ეჭვი ეპარებოდა, არ ეგონათ, რომ წყალი ამოვიდოდა. ამის გარდა, სოფლის მოსახლეობა ჩვენთან დასაქმებულიც არის, მუშაობენ მზარეულებად, დამლაგებლებად, პედაგოგებად, ვისაც რა შეუძლია...
- მამულში სამუშაო ადგილებიც შეგიქმნიათ...
- დიახ, ასეა. პაატამ 15 წლის წინ დაიწყო ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა. დილის 5 საათიდან ნაკვეთში იყო, ხეხილს რგავდა, ბოსტნეულს თესავდა. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი შხამქიმიკატების გარეშე გაიხარებდა და ხარისხიან მოსავალს მივიღებდით. სოფლის მოსახლეობა ურჩევდა, ნათესების, ნარგავების ნახევარი მაინც მოეწამლა, მაგრამ მათ ეუბნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს, შხამი მიწაში ხომ ჩადისო... დიდხანს ვერავინ იჯერებდა, რომ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ყველაფერს მაინც ჯიუტად, თავისი ხელით აკეთებდა და ბოლოს თავისი გაიტანა. ახლა ჩვენი ღვინოც გვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტიც და სტუმრები ჩვენს ეზო-კარმიდამოში მოყვანილ სუფთა პროდუქტს მიირთმევენ. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ ვრცლად - ამონაშვილების კარმიდამო კახეთში, რომელიც უამრავ სტუმარს მასპინძლობს