შალვა ამონაშვილის სახელი ყველამ იცის, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან, როდესაც თავისი პროგრესული აზროვნებითა და იდეებით დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. მასსა და მის ახლებურ მეთოდებზე განათლების სისტემაში, მთელ რეგიონში საუბრობდნენ. დღეს ბატონი შალვას ლექციებზე, სხვადასხვა ქვეყნის უზარმაზარ აუდიტორიებში ტევა არ არის, ბევრ ქვეყანაში მის მიერ დანერგილი სისტემით სკოლები და უნივერსიტეტები იხსნება, უამრავი მიმდევარი ჰყავს... თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არც ისე კარგად იცნობენ და მის დიდ გამოცდილებას, კონტაქტებს, ცოდნას ჩვენს განათლების სისტემაში არ იყენებენ...
ბატონ შალვას მის კარ-მიდამოში ვესტუმრეთ, თელავთან ახლოს, ბუშეტში. ეს
არის საოცრად ლამაზი, საინტერესო, მშვიდი და შინაარსიანი გარემო, სადაც ადამიანი წყდება ყოველდღიურ სტრესს და სხვა სამყაროში იძირება. ყოველ ზაფხულს ტარდება სემინარები პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ატარებენ თავად ბატონი შალვა, მისი ვაჟი - პროფესორი პაატა ამონაშვილი და მოწვეული ლექტორები. მათ კარ-მიდამოს მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ ოჯახები, რჩებიან აქ გარკვეულ ხანს და არა მხოლოდ ამონაშვილების მიერ გადმოცემულ ჰუმანური პედაგოგიკის არსს ეცნობიან, არამედ, თავად მათი თქმით, პოულობენ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე. თითქმის დანგრეული ოჯახები აქ ერთიანდებიან, მშობლები შვილებთან გაწყვეტილ კავშირს პოულობენ, ოჯახურ ჰარმონიას ეზიარებიან, საქართველოს ეცნობიან და ჩვენი ქვეყნიდან დადებითი შთაბეჭდილებებით დამუხტულები მიდიან.
ამ დიდ სივრცეში ყველაფრისთვის არის განკუთვნილი ადგილი: სახელოსნო, თეატრი, ლექტორიუმი, საბავშვო მოედანი, აუზი, პატარა ტაძარიც კი. აქ ჩამოსული უცხოელები, ზოგი საქართველოში ჯვარსაც იწერს და ზოგიც ინათლება. ბევრის ნათლიები თავად ბატონი შალვა და ბატონი პაატა არიან. სტუმრებს საკუთარი ფერმიდან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს სთავაზობენ. ეს ადგილი ერთგვარ ოაზისად იქცა, რომელსაც უცხოელები ეტანებიან, ქართველებმა კი არც იციან.
ბუშეტის ცენტრზე, აღზრდის საკითხებზე, ქართველ მშობლებზე ექსკლუზიურად ვისაუბრეთ ბატონ შალვა ამონაშვილთან:
- მე აქ დავიბადე და ზაფხულობით ბებიასთან ჩამოვდიოდი ხოლმე. მერე კი მე და ჩემმა მეუღლემ ავაშენეთ სახლი და აქ ზაფხულობით ბევრ დროს ვატარებდით. პირველი შეხვედრა 2011 წელს ჩავატარეთ, სადაც შევიმუშავეთ ჰუმანური პედაგოგიკის მანიფესტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია და მრავალ ენაზეა თარგმნილი. შემდეგ უკვე დავიწყეთ შეკრებები. მაშინ არ გვქონდა ასეთი პირობები, აუზის გარშემო ვიკრიბებოდით, აუდიტორიად გაშლილ მინდორს ვიყენებდით. მერე გავფართოვდით, მეორე წელია, საკონფერენციო სივრცეც გავაფართოეთ... ადრე აქ ჩვეულებრივი უდაბნო იყო, არც ერთი ხე არ იდგა, ერთი ცაცხვის გარდა. ამ ადგილას, სადაც ახლა ვსხედვართ, საერთოდაც ღორების ფერმა იყო... ეს ყველაფერი ავითვისეთ, გადავაკეთეთ, გავაახლეთ, გავაშენეთ და ახლა მშვენიერი კომპლექსია. რასაკვირველია, კიდევ გვაქვს გეგმები, არის აუთვისებელი ტერიტორიებიც და მასაც ფუნქციურად დავტვირთავთ. კოტეჯებიც გვინდა დავამატოთ, რადგან აქ რამდენიმე დღის გატარების მსურველი ბევრია, ადგილი კი ყველას არ ჰყოფნის.
- ალბათ ძალიან დიდი შრომის ფასად მიიღეთ ეს შედეგი. თავიდანვე გჯეროდათ, რომ ამხელა კომპლექსს გააკეთებდით, სადაც ამდენი ადამიანი ივლიდა?
- შეიძლება ააშენო, მაგრამ არავინ მოდიოდეს. ხალხი რომ მოდიოდა, იმიტომაც გაჩნდა ამის გაკეთების, გაფართოების იდეა. მე და ჩემმა მეუღლემ დავაარსეთ ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრი. შემდეგ გაჩნდა ცენტრები სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, უკრაინაში, ლატვიაში, ფინეთში, ყაზახეთში და ა.შ. რამდენიმე ცენტრმა დამფუძნებელთა კრება ჩაატარა და ყველაფერი იურიდიულად გავაფორმეთ. როცა ეს ცენტრი გაძლიერდა, საზოგადოების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა სულიერი ცხოვრების მიმართ. აინტერესებთ, რა არის სულიერი ცხოვრების არსი, ოჯახი როგორ შევქმნათ, რა მოჰყვება ამას, ან რატომ იშლება ოჯახი, ბავშვს რა ემართება ამ დროს. ჩვენს საქმიანობასაც ეს დატვირთვა აქვს, რომ ყველაფერი ერთმანეთს შეერწყას. ბავშვის აღზრდა დიდების აღზრდიდან იწყება. თუ არ ზრდი შენს თავს, მაშინ ვერც ბავშვს გაზრდი... ყვირილით, ზედმეტი მოთხოვნებითა და კონტროლით ბავშვს არ შეუყვარდები. ამას სწავლა უნდა და ვცდილობთ, ვასწავლოთ.
დავიწყეთ სემინარები და მოზღვავდა ხალხი. მეექვსე წელია, ასე გრძელდება. წელს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მივიღეთ, 1200 კაცი ჩამოვიდა 34 ქვეყნიდან.
- ეს, რა თქმა უნდა, რეგიონალურ განვითარებასაც უწყობს ხელს...
- რასაკვირველია. როცა უცხოეთიდან ჩამოსული 1200 კაცი მოხიბლული დარჩება, ისინი მეორედ და მესამედაც ჩამოვლენ. ამავე დროს, ჩვენ ყოველდღე რაღაცას ვაშენებთ, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული. სეზონზე 40-მდე ადგილობრივი მუშაობს ჩვენთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენმა ცენტრმა სოფლის განვითარებასაც შეუწყო ხელი. სოფელი ჩვენგან წყალს იღებს. იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვერ ვაბინავებთ, სოფლის მცხოვრებლები უმასპინძლდებიან. როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით სოფლის მოსახლეობას. ზოგჯერ აქაური ორი-სამი ბავშვი მოგვყავს, რომ ისწავლონ რუსული, ადამიანური ურთიერთობები, იარონ ლაშქრობაში. სოფელი ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილია. სივრცე დახურულია, თუმცა, როცა არავინ არის, მაშინ მოდიან ადგილობრივები, აქ სეირნობენ, რჩევებს გვეკითხებიან.
- ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში მომრავლდა აგრესია, თვითმკვლელობები, ნეგატიური ინფორმაცია. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
- ჰუმანური პედაგოგიკის დიდი ნაწილი დამყარებულია რწმენაზე. თუ რწმენა არ აქვს ადამიანს, არც ერთი მეთოდი არ გამოადგება. სიტყვა „ჰუმანური“ ნიშნავს თავის თავში ღმერთის ძიებას, თავის შემეცნებას. ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ თავად არის ამ ქვეყნის ფასი და არა ის, რასაც ქვეყანა აძლევს მას. ფასი შენშია. სწორედ მაშინ დაერქმევა ჰუმანური პედაგოგიკა, როცა ამას გავაგებინებთ ბავშვს. ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უნდა ჩაუღრმავდეს: შენ ის დედა ხარ, რომელიც შენს ბავშვს სჭირდება? უნდა გაგეჩინა ბავშვი? ბავშვის გაჩენამდე უნდა დაფიქრდე, შეესაბამები მის აღზრდას? თუ არა და, ნუ გააწვალებ ბავშვს. მზად უნდა იყო დედობისთვის ან მამობისთვის. უნდა იცოდე, როგორ მიიღო ბავშვი. ამას ვუხსნი ადამიანებს. ეს ცოტა რთულად გასაგებია, ამიტომაც ჩამოდიან მეორედ, მესამედ.
ბატონი შალვას შემდეგ მის ვაჟსა და რძალს ვესაუბრეთ. ბატონი პაატას მეუღლე ქალბატონი თამარ სხვიტარიძეა, „ბასტი-ბუბუს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ დიდი სახლ-კარის დიასახლისი. მისი გემოვნება და დიზაინერული ხედვა განსაკუთრებულად იმ სახლს ეტყობა, რომელიც ამონაშვილებმა პირად სივრცედ აირჩიეს. სახლი ოთხივე მხრიდან შემკულია სხვადასხვა სტიქიის სიმბოლოებით და მზის გულზეა, ამიტომ მზის სახლს ეძახიან. ამ სახლშია ბატონი შალვას კაბინეტი, მისი პირადი ნივთებით და გარდაცვლილი მეუღლის ფოტოებით, პაატას და თამრიკოს საერთო კაბინეტი - მათი კუთხეებითა და საყვარელი ნივთებით. საძინებელიც, ისევე როგორც მთელი სახლი, ხით არის მოპირკეთებული და ძალიან საინტერესოდაა შემკული თამარის მიერ. კედლები მისი მოხატულია და ორიგინალურად ერწყმის ვინტაჟურ სტილს, რომელიც საძინებლის გარდა, მთელ სახლს გასდევს. ვინტაჟურია ასევე სახლის მისაღები, ხეზე დახატული ორიგინალური თაროებით და სამზარეულო, რომლის დეკორშიც დიასახლისის ხელი იგრძნობა.
პაატას და თამარს ბუშეტზე, მეურნეობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე ვესაუბრეთ.
- თავიდანვე გჯეროდათ, რომ ამ ერთ დროს საკმაოდ უდაბურ ტერიტორიაზე ამხელა კომპლექსი გაშენდებოდა?
თამარი:
- მე და პაატას სხვადასხვა ტემპერამენტი გვაქვს. პაატას თავიდანვე სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ ვიცხოვრებდით ბუშეტში. ეს იყო სრული მოულოდნელობა, პაატასთვის კი ეს იყო მიზანი, რომელსაც მიაღწია. ამ საქმეში ოჯახურ ერთიანობას და მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველანი გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. ეს ცენტრი ახლა ძირითადად უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს, თუმცა ჩვენი ქალიშვილი ნინო პაატასა და შალვასთან ერთად ცდილობს, ქართული აუდიტორიისთვის, ქართველი მშობლებისა და პედაგოგებისთვისაც პოპულარული გახადოს აქაურობა და ეს სივრცე მათაც გავუზიაროთ.
პაატა:
- მე თავიდანვე ვგრძნობდი, რომ გაამართლებდა ეს ჩანაფიქრი, რადგან უკვე ვიცოდით, რომ დიდი იყო მოთხოვნა მსგავსი ცენტრის მიმართ. ამის საჭიროება უკვე იდგა. წლიდან წლამდე მატულობდა მსურველთა რიცხვი. ადრე სემინარების 90 პროცენტს დედაჩემი და მამაჩემი მასწავლებლებისთვის ატარებდნენ. შემდეგ კი იმატა მსურველთა რიცხვმა, არა მხოლოდ მასწავლებლების - უბრალოდ ოჯახების მხრიდან, ძირითადად საზღვრებს გარეთ ვატარებდით ლექციებს, ვხვდებოდით ხალხს და გაგვიჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც გვეცადა. პირველ წელს გვყავდა ორი ჯგუფი. მარტო ჩვენი სახლი იდგა ეზოში და ყველა იქ ვერ განთავსდებოდა, ამიტომ მეზობლების სახლებში დავასახლეთ. სემინარები კოშკურის ქვეშ მიშენებულ ბიბლიოთეკაში იმართებოდა, სადაც 15-20 კაცი ეტეოდა. მეორე წელს ბევრად მეტი ადამიანი ჩამოვიდა და ასე გრძელდება დღემდე, რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, ჩვენც ვფართოვდებით. თითოეულ ადამიანს გულითადად ვმასპინძლობთ. ჩვენ რომ ისინი კლიენტებად და მომხმარებლებად აღვიქვათ, აქ აღარავინ მოვა. ხალხი ჩვენთან ემოციისთვის ჩამოდის, რომ იგრძნოს სხვა აურა, განსაკუთრებული დამოკიდებულება. თავიდან უმეტესობას ჰგონია, რომ ინფორმაციისა და ცოდნის მისაღებად ჩამოდის, თუმცა პირველ დღესვე ხვდებიან, რომ შთაგონებისთვის არიან ჩამოსული.
როცა ადამიანობაზეა საუბარი, მხოლოდ წიგნიდან მიღებული ცოდნა არ არის საკმარისი, ამ დროს აუცილებელია განცდა. ადამიანების უმეტესობა სწორედ ამისთვის მოდის. სურთ დაინახონ გზა, როგორ მივიდნენ იგივე განცდებამდე, რის მაგალითებსაც აქ ხედავენ.
არა მგონია საქართველოში მსგავსი ტურისტული ან კულტურული ცენტრი მოიპოვებოდეს, სადაც 1500-მდე ადამიანი ჩამოდის არა იმისთვის, რომ დაისვენოს, ღვინო დალიოს, არამედ იმისთვის, რომ შეიძინოს ემოცია, ცოდნა და გამოცდილება. მერე მიდიან თავის ქვეყანაში და ჰყვებიან, რომ იყვნენ ბუშეტში, საქართველოს ერთ პატარა სოფელში, სადაც საოცრებები ხდება. შემდეგ მათი მეგობრები ინტერესდებიან და ახლა ისინი მოდიან. კისისხევის, ვანთასა და კალაურის მთებში ისეთი ადგილებია, რომელიც არც ერთმა სხვა ტურისტმა არ იცის. რომ ახვიდე იქ, გაოცებული დარჩები. დგას მეხუთე საუკუნის ისტორიული ძეგლი, გვერდზე უდგას მეცხრე საუკუნის უშველებელი ციხესიმაგრე, რომელშიც ცხოვრობდა ილარიონ ქართველი. ჩემი სტუმრები თავად დამყავს ამ ადგილებში და თან ვუხსნი, ვუყვები ისტორიას. ეს ემოციები სამუდამოდ ამახსოვრდებათ. ამ დროს ვგრძნობთ, რომ დიდ კულტურულ საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ვეწევით.
- როგორც ვიცი, მეურნეობა გაქვთ, სადაც ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა მოგყავთ და სოფლის მცხოვრებლებსაც ასწავლეთ, როგორ მოიყვანონ მოსავალი შხამქიმიკატებისა და ნიტრატების გარეშე...
- იმდენად გამჯდარია სტერეოტიპები, რომ ძნელია ადამიანებს რამე ასწავლო. ჩვენ აქ გვაქვს ორ-ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ვამუშავებთ, გვაქვს ხილი, ბოსტნეული. ამ საქმიანობაში გვეხმარებიან თანასოფლელები. წარმოიდგინეთ, დღემდე მიდის დავა, ბალახი შევწამლოთ თუ არა. წლებია ვცდილობ ავხსნა, რატომ არ უნდა შევწამლო ბალახი და რა უნდა გავაკეთო ამისთვის. როცა ვახერხებდი, მუშებთან ერთად ყველა სამუშაოს საკუთარი ხელით ვასრულებდი. სარეველას მოსპობის მარტივი გზაა, დაასხა ისეთი შხამი, რომ მოკვდეს და იმედი ვიქონიოთ, მცენარე გადარჩება. ეს ილუზოროლი გზაა, ვინაიდან სადაც შხამია, იქ სიკვდილია და სადაც სიკვდილია, იქ აღარაფერი იქნება. ამ საკითხს ცოტა გონივრულად უნდა მივუდგეთ. ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ შხამქიმიკატები, მაგრამ მოჰყავდათ მოსავალი. სარეველა უნდა დაგლიჯო ხელით, ან ტრაქტორით. არსებობს საშუალებები, რომ არ მოწამლო, არ გაანადგურო და არ გააუბედურო მიწა შხამებით. არსებობს მიდგომა, რომელსაც პერმაკულტურა ჰქვია, რაც გულისხმობს ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ კულტივირებას. რას ნიშნავს ეს: ვთქვათ ლობიოს უფრო ჩრდილი უყვარს, საზამთროს კი - მზე და კაკლის ხე იზრდება მაღალი. პრინციპია ასეთი, მაღალი მცენარის ქვეშ დავრგოთ ის მცენარე, რომელსაც ჩრდილი უყვარს. ეს მცენარეები ერთმანეთს იცავენ. ასეა ტყეშიც. იქ არავინ არაფერს რწყავს, დაბარვა და კულტივირება არაფერს სჭირდება, მცენარეებიც ერთმანეთს ასასუქებენ. ეს პერმაკულუტურა მიწის გამოფიტვას კი არ იწვევს, პირიქით, ასასუქიანებს მას. ოცნება მაქვს, ოდესმე ასეთი რაღაც დავინახო აქაც.
მაღაზიის სასუქის ნაცვლად ვშოულობთ ნაკელს და ვულაგებთ მცენარეებს. ჰერბიციდის ნაცვლად, დავირაზმებით და მუშებთან ერთად ვგლეჯთ ამ ბალახებს თვეში ერთხელ, ან ორჯერ. ვაკეთებთ კომპოსტს. სამზარეულოში ძალიან ბევრი ნარჩენია, ვყრით ორმოებში და ზემოდან მიწას ვაყრით. ადრე აქ ბალახს რომ ვთიბავდით, მიგვქონდა და ხევში ვყრიდით. ახლა ასე აღარ ვიქცევი, მიმაქვს თივა და ვულაგებ ხეებს ძირში. ამ დროს ხეებს ფესვები სიგრილეში აქვთ, მეტად უნარჩუნდებათ ნესტი. თავიდან დისკუსიას იწვევდა ეს, მეუბნებოდნენ, რომ ხეებს ვღუპავ. ახლა მოსახლეობა თავადაც ასე აკეთებს. ამას მულჩირების პროცესი ჰქვია. ჩვენი მამა-პაპა ბალახთან საბრძოლველად მხოლოდ მულჩირებას იყენებდა. სადაც ბალახს ალაგებ, იმის ქვეშ აღარ იზრდება სხვა ბალახი, თივა კი ნელ-ნელა ლპება და სასუქად იქცევა.
რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ადამიანები ბუნებას, მით უკეთესი იქნება და სწორედ ამაშია გადარჩენის გზაც. და არა ამერიკიდან მასობრივად შემოტანილი გენმოდიფიცირებული ხორბალი და მისგან დამზადებული ფქვილი, რომელიც ფაქტობრივად, უამრავი დაავადების მთავარი მიზეზია...
- როგორ ფიქრობთ, დღეს შესაძლებელია ადამიანი ნატურალური, ბიოპროდუქტებით იკვებებოდეს?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მე, მაგალითად, თბილისში მივაგენი სათბურს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იყიდება. შესაძლოა ვინმემ იანგარიშოს, რომ ჩვეულებრივ ბაზარში პომიდორი ღირს, ვთქვათ, ორი ლარი და ამ სათბურში ოთხი ლარი. მე ვითვლი არა იმ წუთას გადახდილ თანხას, არამედ შემდეგ წამლებში დახარჯულ თანხას. დღესდღეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, როგორც ბიზნესი, ხარობს სააფთიაქო ბიზნესი. ბოლო დროს არ მახსოვს, შევიდე აფთიაქში და რიგში დგომა არ მომიხდეს. წარმოიდგინეთ, რამდენი ავადმყოფი ადამიანი დადის. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არაჯანსაღი საკვებია. ჯანსაღი კვება ყველას თავისებურად ესმის. ჩემი შეხედულებით, თანამედროვე ბიზნესი, თანამედროვე ინდუსტრია, მათ შორის კვების ინდუსტრია მომართულია ადამიანების მასიური ავადმყოფობებისკენ. დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც ადამიანებმა უარი რომ თქვან ფქვილზე, განსაკუთრებით უცხოეთიდან შემოტანილზე და შაქარზე, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ავადმყოფობები განახევრდება და საგრძნობლად მოიმატებს სიცოცხლის ხანგრძლივობა.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ჰარმონიული ცხოვრების რეცეპტი?
თამარი:
- ყველას ცხოვრებაშია რთული პერიოდები, წყენა ოჯახის წევრების მხრიდან, თუმცა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარება. ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში ადამიანი უნდა იზრდებოდეს. ყველა დაბრკოლება აუცილებელია იმისთვის, რომ მიხვდე, რა დააშავე, რა შეგეშალა, წინ როგორ წახვიდე, რა გამოასწორო. და რაც მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ, არ უნდა ვეცადოთ ეთმანეთის შეცვლას. ასე სიყვარული უფრო გამყარდება და ბედნიერებაც მოვა. ორი ბედნიერი ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უკვე ჰარმონიაა.
ლელა ზურებიანი
მერი ბლიაძე

კომენტარები