ამერიკული მარკეტების დახლებზე ჩვენი თანამემამულის, გიორგი მაისურაძის წარმოებული თაფლი გამოჩნდა. გიორგიმ პენსილვანიის შტატში მოაშენა ფუტკარი და თაფლის წარმოება ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომით განავითარა. თაფლის გარდა, ამზადებს საკვების დანამატ პროდუქტს, აგრეთვე სანთელსა და სანთლის კომპოზიციებს. ამბობს, რომ მისი თაფლი ამერიკელებსა და ქართველ ემიგრანტებს ძალიან მოსწონთ, თავად მას კი ზოგიერთი სახეობა წინაპრების კუთხის, დუშეთის თაფლის გემოს ახსენებს.
გიორგი მაისურაძე:
- 14 წლის ასაკში ჰეპატიტი დამემართა და ღვიძლის გამორეცხვებისთვის ნატურალური თაფლი გახდა საჭირო. მარტყოფში მამას მეგობარს ფუტკარი ჰყავდა და თაფლთან ერთად მამას ორი სკაც
აჩუქა, მოუარე და იმდენი თაფლი გექნება, ნათესავებსაც უწილადებო. დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში გვქონდა მამაპაპისეული სახლი. მამამ წამოიღო ნაჩუქარი სკები, მაგრამ რადგან ამ სასარგებლო მწერის მოვლა არ ვიცოდით, ფუტკარი დაგვეხოცა. მერე ვიყიდეთ ორი სკა. მამა ფუტკარს უვლიდა, მე კი მეფუტკრეობაზე ვკითხულობდი წიგნებს და ცოდნას მას ვუზიარებდი. ერთხელ ისეთი პრობლემა შეგვექმნა, წიგნების დახმარებით ვერ გამოვასწორეთ. გავიგე, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილში აკადემიკოს არჩილ ლოლუას ფუტკარი ჰყავდა. მასთან კონსულტაციაზე მისულმა პირველად ვნახე ფუტკრის შხამის მიღების პროცესი. ვიყიდე აპარატი და ჩავერთე მეფუტკრეობის ფერხულში. როცა ამერიკაში წავედი, ფუტკრის 120-მდე არასტანდარტული ოჯახი დავტოვე საქართველოში.
ამერიკამდე იტალიასა და საბერძნეთში მომიხდა ცხოვრება. ყველგან ვეძებდი მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციას. იტალიაში დავდიოდი გამოფენებზე, ბაზრობებზე და მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ყველა რჩევას ვიმახსოვრებდი.
პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი ვარ. რამდენიმე წელი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიურ ლაბორატორიაში ვიმუშავე. დისერტაცია დაწერილი მქონდა, მაგრამ სამეცნიერო მუშაობის მიტოვება მომიხდა. სამაგიეროდ, ჩემი პროფესია მეფუტკრეობაში დამეხმარა. ჩვეულებრივ, თუ მეფუტკრეს პრეპარატების შერჩევაში სხვა უწევს კონსულტაციას, მე თავად ვაფასებ სიტუაციას და პირადად ვარჩევ, რომელი პრეპარატი გამოვიყენო ამა თუ იმ პრობლემის დასაძლევად.
ფუტკრის შხამის მიღების ექსპერტის სტატუსი მაქვს, საქართველოში მეფუტკრეებს ტრენინგებს ვუტარებდი. თავადაც ვიღებდი ფუტკრის შხამს, მაგრამ როგორც ყველაფერი, ეს სფეროც ჩვენს ქვეყანაში მონოპოლიზებულია და აქედან გამომდინარე, არასტაბილური. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამერიკაში დარჩენა.
- ამერიკაში ფუტკრის მოვლა ემიგრანტისთვის იოლია?
- ამერიკაში ჩასვლისთანავე მივაკითხე მეფუტკრეთა ფედერაციას. პარალელურად, სამუშაო ვიზის მოპოვებას ვცდილობდი და საემიგრაციო სამსახურში საბუთები შევიტანე, როგორც ექსტრაორდინარულმა ადამიანმა, 10-წლიანი ცხოვრებისა და საქმიანობის უფლება მომცეს. განაგრძეთ კითხვა