„ხუთვარსკვლავიანი“ სანერგე ვარციხიდან - "თუ რამ არსებობს, რაზეც ხელი მიმიწვდება, ყველაფერი გამომყავს"

ვარციხე იმერეთის ლამაზი სოფელია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ისტორიული წყაროს თანახმად, ამ სოფლის ადგილას ადრეულ შუა საუკუნეებში ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ყოფილა (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარდციხე ანუ ვარციხე). ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია გახლდათ, XIX საუკუნეში კი უკვე სოფელი იყო, სადაც სიმინდი მოჰყავდათ და მევენახეობას მისდევდნენ. გენო ჩუბინიძე ვარციხელია და 90-იანი წლებიდან მეურნეობას მისდევს. მის სანერგეში გამოყვანილი ნერგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეზოებსა თუ ნაკვეთებში ხარობს,
უმეტესად კი იმერეთში.

გენო ჩუბინიძე:

- ვარციხიდან გახლავართ, სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის ინსტიტუტში საინჟინრო განათლება მივიღე და იქვე ვსაქმიანობდი. ქალაქიდან ვარციხემდე 12 კილომეტრია და 25 წლის წინ, როცა გადავწყვიტეთ, სოფლის მეურნეობისთვის ბიზნესის სახე მიგვეცა, ვარციხეში გადმოვედით. ოთხი შვილი მყავს, მშობლებისგან მეტი ხელშეწყობა სჭირდებოდათ. ამიტომ სოფელში შრომა შემოსავლის წყაროდ ვაქციეთ.
ადრე აქ მევენახეობასა და მესიმინდეობას მისდევდნენ, დიდი მეურნეობები იყო. ამჟამად ყველაფერი მხოლოდ კერძო სტრუქტურებშია და კერძო ფერმერები უვლიან.

ჩემი იდეაც იმ წლების დამსახურებაა - მამაჩემი ერთ-ერთ სანერგე მეურნეობაში მენერგე-მევენახე იყო. ბავშვობაში მეც ვეხმარებოდი. ახლა საოჯახო პირობებში ჩვენს სანერგე მეურნეობას ვამუშავებთ. გამოგვყავს ხეხილის, დეკორატიული მცენარეებისა და ვაზის ნერგები. დეკორატიულ მცენარეებში ბევრი მიმართულებაა. გვაქვს ვარდის სანერგე, მწვანე ნარგავების, ფინიკის პალმისა და არაერთი დეკორატიული მცენარის. თავიდან ვაზის ნერგებით დავიწყეთ. შემდეგ ხეხილისა და ვარდის ნერგების გამოყვანას შევუდექით, ბოლო დროს კი მწვანე ნარგავებისა და დეკორატიული მცენარეების...


- საქმე გამოგივიდათ და მეურნეობაც გააფართოვეთ, მაგრამ ამდენ სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული მოვლა უნდა. ეს ცოდნა სად დააგროვეთ?

- თითქმის არ ყოფილა აქ ისეთი საქმე, პირველ წელიწადს გამოსულიყო. ერთი ცდა ერთ გაცდენილ წელიწადს უდრის. ვარდის გამოყვანას ორი წელიწადი შევალიე და მესამე წელს 1000 ვარდი გამოვიყვანე ასკილის საძირეზე, მასზე დავამყნე და ნერგი მივიღე. ასე რომ, ცოდნა ჯერ ლიტერატურიდან და შემდეგ გამოცდილებიდან მოდის, თუმცა პრაქტიკით მიღებული მეტია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები