ამ ახალგაზრდა წყვილმა ცხოვრება ორიგინალურად დაიწყო. გიორგი ბექაურმა და ხატია სუხაშვილმა ერთმანეთი მთაში გაიცნეს, შემდეგ კი ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, მყინვარწვერზე პატარა სამლოცველოში დაიწერეს, სადაც ღმერთს სიყვარული შეჰფიცეს.
გიორგი და ხატია რამდენიმე წლის წინ ამ თემაზე სასაუბროდ კიდევაც იყვნენ ჩვენი რესპონდენტები. ინტერვიუს ჩასაწერად ახალდაქორწინებულ წყვილს გუდამაყარში, სოფელ გამსში ვესტუმრეთ. გიორგი წარმოშობით გუდამაყრიდან არის, იმის მიუხედავად, რომ ქალაქში ცხოვრობდა, მუდმივად იმას ცდილობდა, იქაურობა არ დაევიწყებინა და ისე ეცხოვრა, როგორც ამას მისი წინაპრები ახერხებდნენ...
ჩვენი ინტერვიუდან რამდენიმე წელი გავიდა. ისინი უკვე
სამნი არიან, - ჰყავთ 6 წლის გოგონა, ელენე. მთის სიყვარულმა ისე იმძლავრა, რომ ისინი საცხოვრებლად ქალაქიდან ხეობაში გადავიდნენ. ააშენეს კოტეჯი და უნდათ, რომ ფაქტობრივად, ხალხისგან დაცლილი გუდამაყარი, ტურისტულად მაინც გააცოცხლონ... AMBEBI.GE-ს რესპონდენტი ამჯერად ხატიაა და ახლა უკვე მათი ოჯახის სერიოზულ გადაწყვეტილებაზე გვიამბობს.
- თქვენი მთის სიყვარულის ამბავი კი ვიცოდი, მაგრამ ახლა იქ უკვე ცხოვრებაც გადაგიწყვეტიათ. როგორ მოხდა ეს?
- გიორგის ძალიან უყვარს აქაურობა, მისი მხარეა და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველიც ზუსტად ეს გახდა. ყოველ დასვენების დღეს, თავისუფალ დროს გული აქეთ მოუწევდა. საბოლოოდ კი გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ამ ხეობისთვის ჩვენი საქმიანობაც დაგვეკავშირებინა... ამაზე ფიქრი რამდენიმე წელი გრძელდებოდა, ვგეგმავდით, რაღაც ვარიანტებს განვიხილავდით. შემდეგ კი იმაზე შევჯერდით, რომ აქეთ წამოვსულიყავით და საქმიანობასთან ერთად, ცხოვრება აქ გაგვეგრძელებინა.
- ე.ი. გინდოდათ გუდამაყართან კიდევ მეტი კავშირი გქონოდათ...
- კი, მჭიდრო და საფუძვლიანი კავშირი, მუდმივად აქეთ ვყოფილიყავით და კოტეჯი ავაშენეთ, რომელსაც დღეს უკვე სტუმრებზე, ტურისტებზე ვაქირავებთ. ამ საქმის კეთება კი შორიდან არ გამოვიდოდა. ამას მაშინ მივხვდით, როცა მშენებლობას ვიწყებდით. მშენებლობა კლიმატის და სხვადასხვა წვრილ-წვრილი პრობლემის გამო დიდხანს გაგრძელდა, რამაც შეგვაფერხა. მუშაობა უკვე ამ გაზაფხულზე დავიწყეთ... იცით, რომ აქეთ რთული ზამთარიც იცის და ამის გამოც გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ნელ-ნელა ავმუშავდით და საინტერესო რაღაცებს ვფიქრობთ.
- კი, ზამთარი მთაში მართლაც მკაცრია - ყინვიანი და თოვლიანი... გზაც დიდად სახარბიელო არ არის...
- მაღალმთიანი რეგიონია, გზაც არ არის მოასფალტებული. ისე თბილისთან ახლოს კია, - აქ ამოსვლას მაქსიმუმ 2 საათი უნდა. ამ მხარეს ცოტა ცნობადობაც აკლია და ამის გამო ტურისტულად აქტიური არ არის. კოტეჯის აშენება ამიტომ უფრო გადავწყვიტეთ, რომ ხეობისთვის რამე გაგვეკეთებინა. ასე რომ, აქაურობა ძალიან გვიყვარს, დავდივართ, აქტიურად ვმოძრაობთ და ვარჩიეთ, ამ ყველაფრისთვის საქმეც მიგვება, რომ უფრო ჩვენი მხარე ცნობადი გაგვეხადა. განაგრძეთ კითხვა