საბერძნეთი ის ქვეყანაა, რომელიც ოდითგანვე იყო განთქმული თავისი არქიტექტურით. სახლების ინტერიერს ამ ქვეყანაში, ისევე, როგორც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სახლებს, თავისი საიდუმლოებები აქვს.
საბერძნეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ათენია. აქ 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ათენს მოჰყვება სალონიკი მილიონი მაცხოვრებლით. სახლები ამ ქალაქებში, როგორც წესი, 6-7 სართულიანია, იმიტომ, რომ, აქ მიწისძვრები ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ არ არის საბერძნეთში მრავალსართულიანი სახლები.
რაც შეეხება ინტერიერს, ინტერიერიც ისე აქვთ ბერძნებს მოწყობილი, რომ მიწისძვრამ ვერ დააზიანოს.
ისეთ ქალაქებში, სადაც ხშირია ვულკანების ამოფრქვევა, მოსახლეობა სახლ-გამოქვაბულებში ცხოვრობს, როგორც,
ასეთ სახლებს ძალიან მყარი, პრაქტიკულად დაუნგრეველი კედლები აქვს. ბუნებრივი შენობების თვითნებურად გაფართოება მხოლოდ მეზობლებთან და არქიტექტორებთან შეთანხმებით არის შესაძლებელია.
არსებობს ბევრი გარემოება საიმისოდ, რის გამოც ბერძნებს სახლების თეთრ-ცისფერი სახურავები აქვთ. პირველი თეორია მისტიურია, ამბობენ, რომ ცისფერ ფერი აფრთხობს ავ სულებს.
მეორე თეორია პოლიტიკური გახლავთ - მეორე მსოფლიო იმის დროს საბერძნეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაშისტები კრძალავდნენ სახელმწიფო დროშის გამოფენას. მოსახლეობა აპროტესტებდა და გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთის დროშის ერთ-ერთი ფერი იყო ცისფერი, სახლის სახურავებს ცისფრად ღებავდნენ.
კიდევ ერთო თეორიის თანახმად ბერძნებისთვის ცისფერი ფერი ძალიან საყვარელია იმიტომ, რომ ის სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა.
ბერძნები სახლის პირველ სართულზე არ ცხოვრობენ. ეს მათთვის არაკომფორტულია. პირველ სართულზე ყოველთვის ცივა და ნესტია, ისევე, როგორც სარდაფში. ასევე დაბლა მზე ნაკლებად ხვდება. ამიტომ ბერძნები ძირითადად ისეთ სახლებს ყიდულობენ, რომელიც მეორე სართულზე იქნება განთავსებული.
პირველ სართულზე ძირითადად სასურსათო მაღაზიებია განლაგებული და როგორც წესი, ამ სართულს გასაქირავებლად ტოვებენ ხოლმე.
2011 წლის გამოკითხვების შედეგად კი დადგინდა, რომ განათლებული ხალხი მაღალ სართულებზე ცხოვრობს, გაუნათლებელი კი დაბალ სართულებზე.
რაც შეეხება გათბობას, საბერძნეთში საკმაოდ თბილი ზამთარი იცის, თუმცა ნალექი უხვად მოდის. ყველაზე წვიმიანი პერიოდი დეკემბერია. ამ თვეში სახლებში ძალიან ცივა, თუმცა ცენტრალური გათბობა არ აქვთ. რა თქმა უნდა, იყიდება ისეთი სახლებიც, რომელიც პერიოდულად თბება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა მოიძიოთ.
რა თქმა უნდა, ყველა ბერძენს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საცხოვრებლად მთელი კუნძული იყიდოს, მაგრამ კუნძულის ყიდვა შესაძლებელია. საბერძნეთში 6 ათასი კუნძულია, აქედან მხოლოდ 227 არის დასახლებული. დანარჩენის გამოსყიდვა თავისუფლად შეგიძლიათ. საამისოდ სპეციალური სააგენტო არსებობს, კუნძულის ფასს აფიშირებას არ უკეთებენ. თუმცა ცნობილია, მაგალითად, რომ ჯონი დეპიმ კუნძული სტროგინო 4 მლნ ევროდ შეიძინა, ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ კი კუნძულ ჰაიას ყიდვას აპირებდნენ 4,7 მლნ ევროდ.
ბერძნული სახლების ყველაზე კომფორტულ და მყუდრო ნაწილად კი ტერასა მიიჩნევა. მის მოწყობაზე ეკონომიას არასდროს აკეთებენ, რამეთუ ძირითად დროს სწორედ იქ ატარებენ.
და ბოლოს, ბერძნებს არ აქვთ საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც ყველაფერი ერთად იქნება, მაგრამ ეს მათ დისკომფორტს არ უქმნის, მათ უყვართ მოძრაობა და სიარული, გადაადგილება და ვიზიტები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.