"სოფელ ხალდეში ოთხი გვარი ცხოვრობდა: გასვიანები, ჩეგიანები, ჩოფლიანები, ჯოხაძეები და აი, ამ ოთხმა გვარმა სვანეთს თეთრი ქუდი დაადგა!.. ხალდეს მოსახლეობა კაჟის თოფებით დაუპირისპირდა ქვემეხებით შეიარაღებულ მეფის რუსეთის ჯარს... ხალდელებს სასამართლოზე დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი იცავდა. მან ყველაფერი გააკეთა, მეფის რუსეთის თვითნებობა და ძალმომრეობა რომ ემხილა, მაგრამ რას გახდებოდა?! ყველას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა, დანარჩენები, 26 კაცი, ციმბირის მიწაში ჩაწვნენ... ხალდელების მაგალითი ამაგრებდა იმ სვანებს, რომელთაც სამჯერ დაამარცხეს მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები სვანეთში. 1925 წლამდე
სვანეთი ვერ გაასაბჭოვეს! " - ამბობს საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი ერეკლე საღლიანი...
რამდენჯერმე ნანგრევებად ქცეული სოფელი კვლავ ცოცხლდება. წელს დასრულდა სამსართულიანი სახლის მშენებლობა და თუ რა შეუძლებელი შეძლო გასვიანების ოჯახმა, ამის შესახებ ლალი გასვიანი გვიამბობს...
- მამაჩემის დიდი ბაბუა გახლდათ გურმაჩ გასვიანი, რომელიც ხალდეს აჯანყების ერთ-ერთი მოთავე იყო... ჩვენი წინაპრები 1952 წელს აფხაზეთში გადაასახლეს. ცნობილია, ამ წლებში ხალდედან სვანების გადასახლება სტალინის ბრძანებით მოხდა. ბებიამ და ბაბუამ ოჯახის შექმნიდან ხალდეში მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს, შემდეგ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში... მე აფხაზეთში 1987 წელს დავიბადე. 1992 წელს აფხაზეთის ომის გამო ყველას წამოსვლა მოგვიხდა და თბილისში გავიზარდე... როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ოჯახისთვის ხალდე სულ არსებობდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ გმირების სოფლიდან, გმირის - გურმაჩ გასვიანის შთამომავალი ვიყავი. სვანეთი ძალიან მიყვარდა, თუმცა ნანახიც არ მქონდა. პირველად 2005 წელს ვეწვიე, მესტიაში სტუდენტი სტუმრად ვიმყოფებოდი. მაშინ მივხვდი, რასაც ნიშნავს სისხლის ყივილი, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის ემოციები...
- ხალდეში დაბრუნება ოჯახმა როდის გადაწყვიტეთ?
- ხალდე ჩემს ძმას იმდენად უყვარდა, მისთვის სანუკვარი იყო. მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და შემდეგ სულ ახსოვდა. მისი ნატვრა იყო ხალდეში ჩვენი თუნდაც პატარა ქოხი გვქონოდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ოჯახში უმძიმესი სიტუაცია იყო, ძმა უკურნებელ სენს ებრძოდა... ძმა ისე გარდაიცვალა, ფაქტობრივად სიკვდილისთვის მოემზადა. დაგვიბარა ხალდეში რაღაც გაგვეკეთებინა, რაც მის აუსრულებელ ოცნებად დარჩა... ხალდეში ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ რომ ჩავედი, განცვიფრებული დავრჩი. მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს, მთის შვილებისთვის მთების ნახვა... მთებში არასოდეს მიცხოვრია, საერთოდ მთიან რეგიონში არ ვყოფილვარ, მაგრამ იქ გული სულ სხვანაირად ძგერდა. მაშინ მივხვდი, ჩემი ძმის ემოციებს, რატომ იყო იმდენად აღფრთოვანებული და შეყვარებული ხალდეზე... განაგრძეთ კითხვა